ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯუზეპე მაროტა ბიანკონერის სატრანსფერო პოლიტიკაზე

ჯუზეპე მაროტა ბიანკონერის სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრობს:

“ხელმძღვანელობა შემადგენლობას ყოველწლიურად ანახლებს და ბუნებრივია ზაფხულში შევხედავთ, რისი შესაძლებლობა გვექნება. შიკი ვფიქრობ ბევრს მოსწონს, მაგრამ მოლაპარაკებებს მასთან დაკავშირებით არ ვაწარმოებთ.. ინფორმაცია პრესის ფურცლებიდან შევიტყვეთ.

ბევრს საუბრობენ ალეგრის მომავალზე.. მთავარია, რომ ჩვენ მისი მუშაობა მოგვწონს და კონტრაქტის გახანგრძლივება ავტომატურად განხორციელდება.

გრძელდება სიამოვნების მიღება ბუფონის ასპარეზობისგან.. მას წლები ვერაფერს აკლებს, ხოლო მოტივაციის კუთხით ბუნებრივია ჯიჯი უკონკურენტო ფიგურაა! იგი მნიშვნელოვანი ფიგურაა გასახდელში და ბუნებრივია გვსურს მინდორზე რაც შეიძლება დიდხანს ვუყურებდეთ.

ბუფონი სრულიად იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესი ფიგურაა და მისი მემკვიდრის პოვნა წარმოუდგენლად რთული იქნება”.

11 thoughts on “ჯუზეპე მაროტა ბიანკონერის სატრანსფერო პოლიტიკაზე

  1. ყველა პოზიციაზე ძაან მაგარი ახალგაზრდები გვყავს იუვეში…მეკარე გვრჩება და მაგასაც ეშველება

  2. აბა რა ბუფონის შემცვლელის პოვნა მართლა ურთულესია. დონარუმაზე რო იძახიან მარტო ბურთების მოგერიებით ვერ გახდება ეგ ბუფონის მემკვიდრე. ჯიჯი არასდროს იკადრებდა(არც ახალგაზრდა და მერე მითუმეტეს) მარცხის შემდეგ, როგორი მძიმეც არ უნდა ყოფილიყო, გასახდელში სკამები და რაღაცები დაემტვრია და უპატივცემულოდ მოქცეულიყო. ჯიჯი ლეგენდაა და დიდი პიროვნება მოედანზეც, გასახდელშიც და სტადიონს გარეთაც. რავიცი აბა ვინ უნდა ვნახოთ ეგეთი

    1. მაგ ჭორი დამტკიცდა?
      ან სადისციპლინო კომიტეტმა თქვა რამე?
      ზოიას დანგრეული აბანოს ფოტოებით ნუ იმსჯელებთ…

      1. დამტკიცდა რა ყველა იტალიური გამოცემა მაგაზე წერდა და სხვა რავიცი იქ არ ვყოფილვარ ნაღდად :დ

        1. უხ მე მაგ გამოცემების ასე და ისე :დდ
          დამამტკიცებელი მასალა არავის გამოუქვეყნებია… გინდ ეგენი და გინდ მუნდო დეპორტივოს სტატიები სამხილი თუ არ დადეს ერთი ჰუია ორთავე

          1. თუ სიმართლე არ იქნება ნამდვილად არ მეწყინება. კარგი მონაცემები აქვს და ჯობია ეგეთი დაუფიქრებელი საქციელებით არ გაიფუჭოს არც იმიჯი და არც კარიერა.

  3. აუუ მაგრათ ისაუბრა სატრანსფერო გეგმებზე))) ვინც რა უნდა ის თქვას მარა მე მაინც არ ვარ ამ კაცის სატრანსფერო პოლიტიკით კმაყოფილი. თავისუფლად შეიძლებოდა რო დღეს გაცილებით ძლიერი შემადგენლობა გვყოლოდა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.