ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯანლუიჯი ბუფონი მონაკოსთან დაპირისპირებაზე

ბიანკონერის პირველმა ნომერმა და კაპიტანმა მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა:

“თუ იუვენტუსი და მონაკო ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე ეტაპზე იმყოფებიან, ეს მათ სრულებით დამსახურებულად მოიპოვეს.. შესაძლოა გამოცდილების კუთხით მათზე წინ ვიმყოფებით, თუმცა ფაქტია ისინი არავის უფრთხიან, მოქმედებენ ცივსისხლიანად და მზად არიან ყველაფერი გაიღონ ფინალის საგზურისთვის.

ბრწყინვალედ მოგვეხსენება, რაოდენ სახიფათონი არიან თავდასხმის ხაზში.. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ჟარდიმი, რომელსაც ძალიან დიდი პატივსცემ..

ორი წლის წინ მონაკოსთან შეხვედრის დროს იუვენტუსსზე ნაკლები დაწოლა ხორციელდებოდა.. მიზეზი მარტივია.. ჩვენგან რასაც ელოდნენ ზუსტად იმას მივაღწიეთ.. ახლა სიტუაცია განსხვავებული და ლოგიკური ნაბიჯი იქნება თუ ჩვენ განვაგრძობთ მოგზაურობას რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყო.. ამ პერიოდში გუნდმა საკუთარ თავში იპოვა სტაბილურობა, გაიზარდა მენტალურად და დაისახა ნათელი მიზანი. 2015-ში მათ მეტად დაცვითი გუნდი ჰყავდათ, ახლა კი პირიქით გამოკვეთილი შემტევი..

ჩემთვის ჩემპიონთა ლიგა მოტივაციის წყაროა და არა ნერვიულობის საბაბი. ბუნებრივია ცხოვრებას განვაგრძობ, გავიმარჯვებთ თუ არა მიმდინარე ტურნირში.. ბრძოლისთვის სრულ მზადყოფნაში ვარ და ასეთ დროს ასაკი საქმეზე დიდ ზეგავლენას არ ახდენს”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
davit eremadze
ჯოვანი80
7 years ago

იუვე იმსახურებს ჩემპიონთა ლიგის მოგებას,ბარსელონას გაცამტვერების მერე ეს სავსებით რეალური გახდა,2 მატჩი გოლი არ გაუშვა მსოფლიოს საუკეთესო თავდასხმისგან ამას მსოფლიოს ვერც ერთი გუნდი ვერ გაუძლებდა,იუვემ ეს შესძლო და უკვე სხვა რამის გაგონება და დანახვა არ მინდა,მხოლოდ ლიგის თასის აღმართვა ჩვენი ლეგენდის და კაპიტანის ჯიჯი ბუფონის მიერ,ამ ადამიანმა და მთლიანად იუვენტუსმა დაიმსახურა ეს ჯილდო,ჩვენ ჯოჯოხეთიდან დავბრუნდით და ჩვენ ამას ვიმსახურებთ. ფორცა იუვე ჩვენ შენს გვერდით ვართ :forza:

davit eremadze
ჯოვანი80
7 years ago

იუვე იმსახურებს ჩემპიონთა ლიგის მოგებას.ბარსელონას გაცამტვერების მერე ეს სავსებით რეალური გახდა.ორ მატჩი გოლი არ გაუშვა მსოფლიოს საუკეთესო თავდასხმის წინააღმდეგ,ამას მსოფლიოს ვერც ერთი გუნდი ვერ გაუძლებდა.იუვემ ეს მოახერხა და უკვე სხვა რამეზე ფიქრიც არ მინდა.მხოლოდ ჩემპიონთა თასის აღმართვა ჩვენი ლეგენდის ჯიჯი ბუფონის მიერ.ეს ადამიანი ამას იმსახურებს ისევე როგორც მთლიანად იუვენტუსი.ჩვენ ჯოჯოხეთიდან დავბრუნდით და ჩვენ ეს დავიმსახურეთ.ფორცა იუვე ჩვენ შენს გვერდით :forza: ვართ

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

იუვენტუსი ახლა არის ძალიან კარგ მგომარეობაში ფსიქოლოგიურად და ტექნიკური კუთხითაც. გუნდი მიეჩვია ლიგაზე თამაშს და 90 ათასიანმა კამპნოუს ჟრიამულმაც ვერ იმოქმდა გუნდის პროდუქტიულობაზე. მონაკო მართლა სიმპატიური გუნდია მაგრამ გამოცდილებით ღლაპები არიან ჯერ, აქამდე რაც გუნდებსაც შეხვდნენ არცერთი არ იყო დაბალანსებული დაცვაში, ერთია ხედირას ფიზიკურობა დაგვაკლდება ცენტრში, რაც ტექნიკურობის ხარჯზე უნდა გადავატაროთ, დალშე ყველა ნახავს რა მონსტრიცაა იუვენტუსი :forza: :forza: :forza:

ALLENATORE
7 years ago

ეს ლიგა ძაან მნიშვნელოვანია , არამხოლოდ ჯიჯისთვის არამედ მთლიანად გუნდისთვის ) თუ ლიგა მოვიგეთ სხვანაირად განვითარდება მოვლენები ) თამამად იტყვის ყველა რო იუვე დაბრუნდა ) წაგებაზე ფიქრიც არ მინდა ) ფსიქოლოგიურად რთული იქნება 3 წელში 2 წაგებული ფინალი ) ზიდანმაც თავის დროზე 2 ფინალი წააგო და ბოლოს წავიდა გუნდიდან ) იგივე იქნება ეხლაც, წელს მაგალითი უნდა მივცეთ დიბალას დონის ხალხს რო იუვე არავიზე ნაკლები არაა ეს ლიგის მოგებით მოხერხდება ) წელს თუ ლიგა მოვიგეთ ეს ლიგა იქნება სტაბილურობის მომტანი გუნდისთვის ) წაგება არ ვიცი რას გამოიწვევეს , ძაან რთული იქნება ფსიქოლოგიურად )

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x