ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პიანიჩი: “რომა? იუვენტუსი სულ სხვაა”

ბოსნიელი პირველ ტურინულ სეზონს აჯამებს…

მიმდინარე სეზონის დასაწყისში ბევრისთვის მოულოდნელად რომას ექს ლიდერი მირალემ პიანიჩი ტურინის იუვენტუსში გადავიდა. ბოსნიელს ამ ფაქტის გამო ბევრი კრიტიკა დაატყდა თავს. მის ტრანსფერს უამრავი დაბრკოლება შეხვდა, თუმცა პიანიჩი ახლა ბიანკონერია, სადაც თავს ბედნიერად გრძნობს.

“5 წლის შემდეგ ცვლილებები დრო იყო. ყველაფერი შეიცვალა. ახლა უფრო გამოცდილი ვარ. ეს ჩემი მეათე სეზონია, უკვე 27 წლის ვარ. სულ სხვა მოთამაშე ვარ, ვიდრე ეს 17 წლის ასაკში იყო. ჩემი თამაშში ფიზიკური ელემენტებიც შეიმჩნევა, ჩემი ტექნიკაც შეიცვალა..

იტალიაში ადრეულ ასაკში მოვედი და რომაში გადარებული პერიოდი დაუვიწყარი იყო. ამ სეზონების მანძილზე დიდი პროგრესი განვიცადე, რაც ჩემი მიზანი გახლდათ კიდეც. მსურდა გავუმჯობესებულიყავი, რათა ვყოფილიყავი საუკეთესოთა რიგებში. იუვენტუსი სულ სხვაა, აქ მე მნიშვნელოვანი მატჩების სათამაშოდ ვარ.”

4 thoughts on “პიანიჩი: “რომა? იუვენტუსი სულ სხვაა”

  1. თავიდან მოდრიჩზეც რა ამბავში იყო რეალის ფანობა, ყველაზე ცუდი ტრანსფერი და ამბებიო :D მერე კი მოუმატა და ვხედავთ რა ძალაც გახდა. აგერ ვნახავთ მაგაზე ნაკლებად არც პიანიჩი მოიხოდება და გამოადგება იუვეს. პახოდუ კარგად ახალგაზრდაა ამის პოზიციისთვის და ეგეც დამატებითი პლიუსია. :juvee: :juvee:

  2. თავიდან მაგრად აკრიტიკებდა სასტავი მარა ნელნელა მაგრად მოერგო გუნდს. მინი პირლოა უკეთესი ფიზიკით :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.