ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯანლუიჯი ბუფონი:”ჩემი მოტივაცია? გეტყვით..”

გთავაზობთ ჯიჯის მატჩისშემდგომ კომენტარს.. იკითხავთ ალბათ სურათზე ბარაკ ობამას არ ესაქმებაო.. გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ბუფონა ბოლოს გოლი მაშინ გაუშვა, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი სწორედ ბატონი ობამა იყო..

“აი ამისთვის ვიმყოფები ახლა აქ! ჩემს ასაკში მსურს დავარწმუნო ყველა, რომ ჯერ კიდევ შემიძლია მაღალ დონეზე ასპარეზობა!

ჩემი მიზანია, რომ ადამიანებს ეწყინოთ ბუფონის ფეხბურთიდან წასვლა.. ამისთვის ყოველდღე ბევრს ვიხარჯები.. სწორედ ეს მოტივაცია მეხმარება ვითამაშო ისეთ დიდ გუნდში, როგორიც იუვენტუსია! არაფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე იმუშაო ასეთ პოზიტიურ ატმოსფეროში!

ვფიქრობ, გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა.. ზუსტად ასეთი რამ გვჭირდებოდა.. გავიტანეთ, არ გავუშვით და კომფორტული ანგარიშით შინ ვბრუნდებით.

საქმეს სერიოზულად, რომ არ მოვკიდებოდით მაშინ კომპაქტურად მოთამაშე იუვეს ვერ იხილავდით.. თუმცა, ფაქტია პრობლემები ბევრი გვექნებოდა. ჩვენი მიზანი მარტივია – სწრაფვა სრულყოფილებისკენ! ამიტომაც ვმუშაობთ ყოველდღე და არ ვიხევთ უკან არაფერზე. ფინიშის ხაზი ახლოს არის და აუცილებელია კონცენტრირების შენარჩუნება, რათა ყველაფერი ქარს არ გავატანოთ”.

6 thoughts on “ჯანლუიჯი ბუფონი:”ჩემი მოტივაცია? გეტყვით..”

  1. სადღაც წავიკითხე პენალტების სერიის წესი შეიცვალაო .თითოს ნაცვლად ორ-ორ პენალტს დაარტყამენ ახლაო და მართალია თუ იცით?

  2. ბუფონი ისე არ გააკეთებს რაც ტოტიმ გააკეთა კარიერა სკამიდან რომ დაასრულა,წავა ამაყად და სასახელოდ,ისე როგორც გორგოძე წავიდა ნაკრებიდან,მინდა ხალხს კარგად დავამახსოვრდეო,აი ამაშია სპორტის ხიბლი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.