ანდრეა ბარძალი მბაპეზე, ფალკაოზე და იგუაინზე..
ანდრეა “კედელი” ბარძალი.. ბევრი არავინ ელოდა მონაკოსთან მის გამოჩენას, თუმცა ალეგრის რას გაუგებს კაცი.. დიადმა ტაქტიკმა გათვლა მასსზე გააკეთა და ვფიქრობ არც შემცდარა:
“არაერთ ვიდეოს ვუყურეთ მბაპეს მონაწილეობით.. ნამდვილად დიდი მომავალი აქვს.. მიუხედავად ასაკისა, საოცარი ტექნიკითაა დაჯილდოებული, ჭკვიანურად გადაადგილდება მინდორზე და საკმაოდ ცივსისხლიანია.. იგი თანამედროვე ფეხბურთში სასიამოვნო იშვიათობაა..
ფალკაოს კი ფილიპო ინძაგის შევადარებდი.. იგი არცერთი წამიდან არ ჩერდება..
გონსალო იგუაინის რაც შეეხება იგი ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარი გუნდისთვის ბევრს მუშაობდა.. შინაურ ასპარეზზე კი გოლების გატანით არის დაკავებული. თუმცა, ამ საღამოს ყველამ იხილა დიადი ბომბარდირის დაბრუნება ევროპულ არენაზე! ორი გატანილი გოლი, რომელიც საკმაოდ რთული შესასრულებელი იყო..
მოახლოებულ შეხვედრებს, რომ შევხედოთ ეს ფაქტი ნამდვილად საზეიმოა”.
დავით ფეხბურთი ისე მაგრად გესმის გასაკვირია შენგან მბაპეს ასეთი შეფასება
ჩემი საოცნებო სცენარი: ვიგებთ ლიგას და ჯიჯი იღებს ოქროს ბურთს. ყველა კმაყოფილი რჩება, ინტერის ფანების და რამდენიმე ფანატიკოსი ანტიიტალიელის გარდა და ამბობს, რომ ეკუთვნოდა ჯიჯის კარიერის ბოლოს ასეთი ჯილდო და მის წასვლას ელიან. ჯიჯი კიდევ არ მიდის და გაისად ახალ ისტორიას წერს, ზედიზედ მეორე ლიგის მოგებით :))))
არავინ გვჭირდება ისეთი შეკრული კამანდაა ვართ
ბუფონი სულ ფერება-ფერებაში გაზრდის
აი, ბარსას რომ ჰქონდა პერიოდი, როცა ყველგან დომინირებდნენ მსგავსი სიტუაცია მგონია იუვესთან. ტიპები არამხოლოდ ფინალში გადიან, არამედ ისტორიულად გადიან, გოლებსაც კი არ უშვებენ და ტაქტიკურად ხომ საერთოდ კონტეს ლანდა ალეგრი რეებს აძროვბს
ბარსა და რეალი იპუტავენ თავ პირს )) შანსი არაა ეგ აქ მოვიდეს :) არც მომწონს )) რა მოგეწონათ მაგაში ვერ ვხვდები )) ეგ ვერ ითამაშებს მაღალ დონეზე სტაბილურად ) გადავა თუ არა ჩაქრება ეგრევე
ფრანგები რო მაგრად იხოდებიან იტალიაში და განსაკუთრებით იუვეში ახალი არავისთვისაა და არც მბაპე მგონია რო გამონაკლისი იყოს,მითუმეტეს ალეგრის ხელში.
ხო მაგრამ ეგ არავის აინტერესებს ახლა ) წავა რეალში ან ბარსაში.. შესაძლოა ინგლისში.. ფული ფული და ფული
მბაპე ძალიან მომეწონა, საკმაოდ აწვალა ბიჭები და ყველაზე სახიფათოც იყო. დიდი მომავალი ელოდება ამ ბიჭს. იუვეს და განსაკუთრებით ჯიჯის დიდი ქომაგი ყოფილა, აგენტმა თქვა იუვე შესანიშნავი ადგილი იქნება მისი აღზევებისთვის და ყურადღებით განვიხილავთ ვარიანტებსო, მარა იმხელა თანხებს ჩამოდიან შეიხები, მეეჭვება გადმოვიბიროთ…
ფეხბურთელის სურვილია მთავარი,მე მგონია რო თვოთონ ტრეზეგეც ჩაერევა მაგ შემთხვევაში და არ იქნება მბაპეს დაკერვა პრობლემა,მთავარია თვითონ უნდოდეს მაგარი ბავშვია ძაან
ისე მბაპეს სიამოვნებით ვიხილავდი იუვეში