არიგო საკი ალეგრის და იუვეს აქებს
გენიალური ტაქტიკოსი და მილანელთა სიამაყე არიგო საკი ტურინულ მანქანაზე აღმატებულ კონტექსტში საუბრობს:
“ის რასაც იუვე აკეთებს, რაღაც ექსტრაარაორდინალურია! ალეგრის ხელში ნამდვილი მანქანაა, რომელიც მზად არის გზად ყველა და ყველაფერი გაიტანოს.. ზუსტად ასეთი ბედი დაატყდა თავს მონაკოს, რომელიც მისსავე მოედანზე დამარცხდა.
წარმატება საფეხბურთო მოედანზე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი რამ გახლავთ, კლუბი თავის მხრივ გუნდზე მაღლა დგას, ხოლო გუნდი ცალკეულ ფიგურებზე ზემოთ..
ამ კუთხით რამდენიმე იუვენტინომ მწვრთნელის და ზოგადად გუნდის მიმართ ცუდი დამოკიდებულება გამოამჟღავნეს.. საუბარი ეხებათ ლიხტშტაინერს, დიბალას, იგუაინს, მანჯუკიჩს და ბონუჩის.. ეს უკანასკნელი კი უშუალოდ პორტოსთან მატჩის წინ დასაჯეს.. ეს იყო მაგალითი, რომელიც ძალზედ მძიმე პერიოდში იქნა მიღებული.
როდესაც პირადად მე ლეონარდოს დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ვესაუბრე, მან შემდეგი რამ მითხრა:”კლუბის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ბევრ რამეზე დამაფიქრა.. არ ვიყავი მართალი და ამ ინციდენტმა მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც ბევრი რამ ასწავლა.. ახლა წესრიგი აღდგენილია!”..
ყველაფერთან ერთად იუვენტუსში არსებობს იდეა, სამუშაო, ვალდებულებები, ერთიანი კოლექტივი და ენერგია. როდესაც ასეთი ენერგია გაგაჩნიათ, სხეულს შეუძლია გარკვეულ საზღვრებს გაცდეს.
ზიდანის მიმართ დიდი პატივისცემისა ვფიქრობ მის რეალს დაცვიდან თამაში არ შეუძლია.. ეს ფაქტორი კი იუვენტუსის წისქვილზე ასხამს წყალს და განსაკუთრებით მოტივაციას სძენს იმ ფეხბურთელებს, რომელთაც ჩემპიონთა ლიგა ჯერაც არ მოუგიათ. ამიტომაც რეალს ნამდვილი შედევრის მოფიქრება მოუწევს, თუ სურს რომ ბიანკონერი ფინალის წინ ფავორიტის სტატუსით არ სარგებლობდეს”.
მილანისტა ვარ ! მინდა მთელი სულით და გულით იუცემ მოიჰოს ლიგა ჯერ ერთი იტალიას წაადგება ეს და ფეხბურთის ვითO მცოდნეებმა და ექსპერტებმა ზოგადაფ იტაალიის გუნდები დააფასონ საუბარი მაქ ბაგა ბაგებზე… სადაც ერტ წესიერ კომენტარს ვერ ნახავ სადაც არც გუნდების დაფასება იციან და არს სხვა გულსჰემატკივრების … წარმატებები თქვენ უბრალოდ არ მინდა იუვე ფავორიტი იყოს ეს ზედმეტი წნეხია გუნფისთვის.
ექსტრაარაორდინალური შეფასებაა :))
ძალიან იმედიანად ვართ ალბათ ყველანი განწყობილები და ლიგა დაიდება იმედია
ლიგას აუცილებლად ივენტუსი მოიგებს
ლიგა უდნა აწიოს წელს იუვემ ,ერთი მილანელი გუშლემატკივარი თქვენ მხარეს ვიქნები ლიგაზე.ამოვიდა ყელში ესპანელების პარპაში წ:twisted:
მაგარ პატივს მვემ საკის როგორც მწვრთნელს. სწორ შეფასებებს აკეთებს ყოველთვის.
იუვემ ეხლაც რომ ვერ მოიგოს ლიგა არ ვიცი რა,გული გამისკდება ალბათ,ვერ გადავიტან
მოვიგებთ.
მოიგებს მეგობარო