ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი – როგორ შევკრიბოთ საუკეთესოები სამ მილიონად?

პირლო “იუვენტუსს” დაბრუნებაში დაეხმარა. დანი ალვეში და სამი ხედირა ჩემპიონთა ლიგის ფინალთან არიან ახლოს. რა აერთიანებთ მათ? წაიკითხეთ და კითხვაზე პასუხს მიიღებთ.
“საუკეთესო ფასდაკლება თქვენთვის” – ასე ხვდებიან “იუვენტუსის” სელექციონერებს გამყიდველები. ექვსი მათგანი ტურინული გრანდის შემადგენლობაში ირიცხება, აქედან ოთხი ძირითადი შემადგენლობის წევრია, ერთს კი ჯანლუიჯი ბუფონი “უშლის ხელს”.
რა თქმა უნდა, “იუვენტუსს” შეუძლია ფეხბურთელებში გადაიხადოს კოლოსალური თანხები. მათ ხომ “სერია ა-ს” ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელეს, როდესაც “ნაპოლისგან” გონსალო იგუაინი იყიდეს. მაგრამ, კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა არ ითვალისწინებს კოლოსალური თანხების დახარჯვას და ამით უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას. მოდით შევაფასოთ “იუვენტუსის” სელექციონერების მუშაობა.

მეკარე
ნორბერტო მურარა ნეტო (თავისუფალი აგენტი – ფიორენტინა)


ჯანლუიჯი ბუფონი ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა ფეხბურთის ისტორიაში, თუკი მის ტრანსფერში გადახდილ თანხას გავყოფთ იმ პერიოდზე რაც ჯიჯი “იუვენტუსის” კარს იცავს მივიღებთ “ზენიტის” ცნობილი ფორვარდის წლიურ ანაზღაურებას. არც თუ ისე ძვირია, ალბათ დამეთანხმებით. მიუხედავად იმისა, რომ მეკარე საჭირო არ იყო გუნდმა “სერია ა-ს”  ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე, ბრაზილიელი ნეტო დაიმატა და მას სკამზე მიუჩინა ადგილი. ალბათ ნეტოს მეტი შორსმჭვრეტელობა მართებდა, აბა თავისუფალი აგენტი გადახვიდე “იუვენტუსში” სადაც ბუფონია? სისულელეა.

მცველები
დანი ალვეში (თავისუფალი აგენტი – ბარსელონა)

შესანიშნავია, როდესაც გუნდში მოგყავს მცველი რომელსაც ჩემპიონთა ლიგის არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული მცველთა შორის. უბრალოდ საკუთარ თავში დარწმუნებული ბიჭი. ნეიმარი შეჩერებულია, სერხი რობერტო “ბებერ ქალბატონს” ვეღარ გაუმკლავდა. “ბარსელონას” შეტევა კვბილებითაა დაჭერილი “იუვეს” დაცვის მიერ. მისი მეგობრები ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობნენ, დანი კი 90 წუთის შემდეგ კარდიფში იქნება.


ანდრეა ბარძალი (0,3 მლნ. ევრო – ვოლფსბურგი)

კიელინი 7,5 მლნ. ევრო, ბონუჩი 15,5 მლნ. ევრო,  მათი ფასი უკვე 7-ჯერ მეტია, მაგრამ მათი ღირებულება ბევრად ჩამოუვარდება “მანჩესტერ სიტის” მცველების ფასებს უკანასკნელ წლებში. ამ სამი მცველით “იუვენტუსმა” ააშენა კედელი, რომელიც მრავალი წელია ბზარის გარეშე ემსახურება გუნდს. მსოფლიოს ჩემპიონი ანდრეა 36 წლის ასაკში შესაძლოა მეორედ ვიხილოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

ფაბიო კანავარო (თავისუფალი აგენტი – რეალი)
ლუსიო (თავისუფალი აგენტი – ინტერი)

“იუვენტუსს” ჰყავდა ორი გამოცდილი ვეტერანი მცველი, რომელთან მსოფლიოს ჩემპიონატი აქვთ მოგებული. ფაბიო კანავარო ოქროს ბურთის მფლობელია, იტალიელმა მცველმა ტურინში დაბრუნების შემდეგ მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა.  ლუსიო ჩემპიონთა ლიგის მფლობელია, “იუვენტუსთან” ერთად იტალიის სუპერთასიც მოიგო, მაგრამ საქმე ისე ვერ აეწყო როგორც მას სურდა და ნახევარი სეზონის შემდგე გუნდი დატოვა. მაგრამ ფაქტია რომ მსოფლიოს ჩემპიონი მცველები –  კანავარო, ლუსიო და ბარძალი “იუვენტუსს” მხოლოდ 300 ათასი ევრო დაუჯდა.


პატრის ევრა (1,9 მლნ. ევრო – მანჩესტერ იუნაიტედი)

პატრისი არ არის მსოფლიოს ჩემპიონი მაგრამ 1,9 მილიონად ასეთი დონის ფეხბურთელის გუნდში მოყვანა თანაც “მანჩესტერ იუნაიტედიდან” არ არის ადვილი საქმე. ევრან გუნდში ორი სრულფასოვანი სეზონი ჩაატარა, მოიგო ყველა იტალიური ტიტული, გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მუშაობდა თავდაუზოგავად, ქმნიდა ატმოსფეროს გასახდელში. მაგრამ ასაკმა თავისი გაიტანა ალექს სანდრომ ძირითადის ადგილი დააკარგვინა ფრანგ მცველს, ზამთარში ის “მარსელის” ფეხბურთელი გახდა. ამ შემთხვევაში არავინაა დამარცხებული – საფრანგეთში ევრას დიდი ხელფასი აქვს, “იუვენტუსი” კი არ დაივიწყებს იგუაინის მუდამ მომღიმარ მეგობარს.

ნახევარმცველები
სამი ხედირა (თავისუფალი აგენტი – რეალი)

კიდევ ერთი მსოფლიო კლასი, კიდევ ერთი მსოფლიოს ჩემპიონი ტურინში. ახლახანს მან და მისმა თანაგუნდელებმა “ბარსელონა” გამოაგდეს ლიგიდან. თავიდან გერმანელ ნახევარმცველს გაუჭირდა, მაგრამ ახლა გასაგებია, რომ “რეალიდან” “იუვენტუსში” გადასვლა მისთვის და “იუვესთვის” წინ გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა. როცა ის მწყობრშია ცენტრში სრული სიმშვიდეა, არც გოლებით და არც საგოლე პასებით არ ჩამოუვარდება მოდრიჩს და კროოს. მალე შეხვდება ყოფილ თანაგუნდელებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ისევე როგორც იგუაინი.

ანდრეა პირლო (თავისუფალი აგენტი – მილანი)

კიდევ ერთი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, მსოფლიოს ჩემპიონი, მაესტრო – ანდრეას დასახასიათებლად ალბათ სიტყვები არ ეყოფა ადამიანს. “მილანის” სულელური სვლა, რითაც “იუვენტუსმა” ისარგებლა და მაესტროს 3 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ანდრეამ ტურინში 4 სეზონი გაატარა და ზედიზედ 4ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, პლუს ამას იტალიის თასი და სუპერთასი. ასევე გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც. თამამად შეიძლება ითქვას რომ პირლოს ტრანსფერი არის ერთ-ერთი საუკეთესო “იუვენტუსის” არსებობის ისტორიაში.

კლაუდიო მარკიზიო (იუვენტუსის აკადემია)

მართალია სებასტიან ჯოვინკოც “იუვენტუსის” აკადემიის აღზრდილია, მაგრამ ტურინელებმა მის სანაცვლოს “პარმას” 11 მლნ. ევრო ჩაურიცხეს. განსხვავებული სიტუაცია იყო კლაუდიო მარკიზიოს შემთხვევაში, კლუბმა ის გამოცდილების მისაღებად “ემპოლიში” გაუშვა არენდით. ახლა ის “იუვენტუსის” მესამე კაპიტანია ბუფონის და კიელინის შემდეგ და “იუვენტუსის” ერთ-ერთი ლიდერია. პატარა პრინცი “იუვენტუსში” გაიზარდა ის უკვე 31 წლისაა. უნდა ვივარაუდოთ რომ, კლუადიომ საკუთარი თავი “ბებერ ქალბატონს” სამუდამოდ დაუკავშირა.

პოლ პოგბა (1 მლნ. ევრო – მანჩესტერ იუნაიტედი)

პოგბა “იუვენტუსში” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, მაგრამ იტალიელებმა ინგლისელებს კომპენსაციის სახით სასაცოლო თანხა 1 მლნ. ევრო გადაუხადეს. მართლაც სასაცილოა, რადგან ზუსტად იმ ინგლისელებს გადაუხადეს ის 1 მლნ. რომლებმაც შემდგომში 100-ჯერ მეტი გადაიხადეს პოგბაში. ფრანგი ნახევარმცველი ასაკის მიუხედავად მალევე იქცა “ბებერი ქალბატონის” ლიდერად, კლუბმა მას 10 ნომრიანი მაისურიც კი გადასცა. მაგრამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პოლმა კლუბის შეცვლა გადაწვიტა, რას ვიზამთ პოლ, ითამაშე ევროპა ლიგაზე ევროპის სუპერთასზე შევხვდებით.

კინგსლი კომანი (თავისუფალი აგენტი – პსჟ)

ნიჭიერ ფრანგ შემტევ ნახევარმცველს “იუვენტუსისთვის” მისი თამაშით დიდი სარგებელი არ მოუტანია, მაგრამ ხელში უფასოდ ჩაგდებული ფეხბურთელი ტურინელებმა “ბაიერნში” საკმაოდ მსუყე თანხად 28 მილიონ ევროდ გაყიდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი საფრანგეთის, იტალიის და გერმანიის ჩემპიონია, ამ ასაკში მსგავსი ტიტულებით ერთეულები თუ დაიკვეხნიან.

თავდამსხმელები
ფერნანდო ლორენტე (თავისუფალი აგენტი – ბილბაო)

კიდევ ერთი მსოფლიოს ჩემპიონი უფასოდ – ესპანელი ფერნანდო ლორენტე. ფერნანდომ “იუვენტუსის” მაისურით  27 გოლი გაიტანა, სამჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, ერთხელ იტალიის თასი, ორჯერ იტალიის სუპერთასი და გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. შესანიშნავი შედეგია დამეთანხმებით.

თავად განსაჯეთ ამ ჩამონათვალში არიან ისეთი ფეხბურთელები რომლებისაც თავი ნამდვილად არ შუერცხვენიათ “იუვენტუსში”. თუ არ ჩავთვლით კომანს და ნეტოს რომელთაც სათამაშო დრო არ ეთმობოდათ.
და ეს სულ რაღაც 3,2 მლნ. ევროდ.

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

კანავარო მაროტას არ მოუყვანია, მარკიზიოს აღმასვლასთანაც არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ სტატიას ავსებენ მაინც :yeah:

Maradona73
Maradona73
7 years ago

ეს კარგია და დასაფასებელია რა თქმა უნდა. მაგრამ ამდენი ნეხვი როა ზამენაზე მაგას რა ვუშველოთ?

შარშან ზამენების გამო წავაგეთ ბავარიასთან.

წელს უარესი სიტუაციაა კიდევ და წარმოდგენაც არ მინდა რომ რეალთან დამატებითი დრო მოგვიწიოს. ….

ანონიმური
ანონიმური
7 years ago
Reply to  Maradona73

სკამი ძმაო მართლა კატასტროფაა მარა ასეა თუ ისე ლიგის ფინალჰი უკვე 100 პროვენტით ვართ და სკუდეტოს კი უკვე იმედი მაქ რომჰი გავიფორმებთ მოგებით

Maradona73
Maradona73
7 years ago

რომში ცულებით დაგვიწყებენ დევნას ეგ ხლეები, იმედია ძირითადის არავინ გაგვეტრამვება.

ანონიმური
ანონიმური
7 years ago
Reply to  Maradona73

მაჰინ ჩვენ ავტომატები უნდა წავიღოთ ისე თამაჰი ბინძური იქნება და ბევრი წესის დარღვეა ალბათ არ არის გამორიცხული წითელი ბარათიც და მოლკედ ომჰი უნდა გამოვიდეთ საბოლოო ჯამჰი მჰვიდობიანად გამარჯვებულად

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

მშვიდობა სიწყნარე, პირადი აგრესია გვერდზე გადავდოთ და ვუბალეშიკოთ იუვეს!!! :up: :forza:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

აჰა კაცი რა მართალი ხარ აბა რა

forza bianconeri
7 years ago

რა ხალხია აქ, იუვეს ფანობაზე დებენ თავს, ამავდროულად უდიდესი ბრძოლის შედეგად მოპოვებულ სკუდეტოებს სხვა კლუბებს ჩუქნიან, მითუმეტეს არაფრის საფუძველზე. ალენატორე, არ ვიცი შენ შეიძლება ამბობდე, რომ იუვეს გულშემატკივარი ხარ, მაგრამ ხალხი შენი ნაწერებიდან მგონი სხვა აზრს გამოიტანს. მსაჯების მიერ იუვეს სასარგებლოდ დაშვებულ შეცდომებზე აკეთებ აქცენტს, ხოლო ჩვენ როგორ გვჩაგრავენ მილანთან მუდმივად ეგ არ გახსოვს 0-2-ს ვერ ამოქაჩავდა იუვეო რო ამბობ, აი ეს საიდანღა იცი საინტერესოა, არავინ იცის გაათანაბრებდა ბიანკონერი, მოიგებდა თუ წააგებდა მაგ მატჩს, რომ ჩაეთვალათ მუნტარის გოლი. ვიმეორებ რომც წაგვეგო მაინც ჩემპიონი ვხდებოდით მაგ სეზონში, ვინც მეორე კლასის მათემატიკა იცის ყველა მიხვდება ამას. ბერლუსკონიზე თეორიის დონეზეა და ნამდვილად ვერ… Read more »

forza bianconeri
7 years ago

რამდენი “გუნდი” იყო რა არის ეს. ტავტოლოგიისთვის უკაცრავად :chuvak:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

Pativi ara magati arafris maqnisi tavi ravtqva me.milanis gulshematkivrebi ramodenimes garda gcemen pativs?aravin.yvela idzaxis iuvem tu waago au ra magaria gagafarchket da asetebi.xoda axla ki vuyurebt vinaa gafarchakebuli.kai xani eyrebian mecute meeqvse adgilze bareorebi.rasac dates imas moimki yovetvis.milanis grandoba dasrulda memgoni samudamod.berluskoninkide ufro mixedavda vidre es chinkebi.

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
7 years ago

მაროტაზე რომ ცუდს იტყვი,მაგრად ცუდად გესმის ფეხბურთი

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

Marota da paratichi imcoben yvelas.dzaan magrad mushaoben.ra fegburtelebs keraven da yiduloben ra fulit.jer sad arian kritikosebi safxuli movides kide moiyvanen toops an daaywneben romelime axalgazrdas tops

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

მთავარია რეზულტატები დაიდოს, მაგეებს მაინც არ აქვს დიდი მნიშვნელობა იუვეს გულშემატკივრებისათვის თუ რამდენი დახარჯა კლუბმა. ქომაგებს ფეხბურთი და მოგება აინტერესებთ უპირველეს ყოვლისა

თუმცა სტატია საინტერესოა

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x