იუვენტუსი 1-1 ტორინო (შეფასებები)

tuttosport გვთავაზობს ტრადიციულ მატჩის შემდგომ შეფასებებს…
ნეტო 6 – ლიაიჩის ჯადოსნურ გოლში მისი დადანაშაულება ზედმეტია. მას უწევს ბუფონის შეცვლა. უჭირს ფეხით თამაში.
ლიხშტაინერი 6 – მთელი შეხვედრის მანძილზე უწევს ბოიესთან დუელი. მეორე ნახევარში გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, თუმცა ჰარტმა აჯობა.
ბონუჩი 6 – ბელოტი ამჯერად უგოლოდ ტოვებს მოედანს, რაც ბონუჩის დიდი დამსახურებაა. ჰქონდა გოლის გატანის რეალური შანსი, თუმცა ჰარტი კვლავ ადგილზეა.
ბენატია 6 – შეუდარებელია საჰაერო ორთაბრძოლებში.
ასამოა 5.5 – ტრავმის შემდეგ განელს ჩვეულ ფორმაში დაბრუნება უჭირს. იოლად ცდება ლიაიჩი. უჭირს იაგო ფალკეს შეჩერებაც. შეტევაში კვლავ უფანტაზიო მოქმედებები.
ხედირა 5 – ჩემპიონთა ლიგაზე დასვენების შემდეგ გუნდს უბრუნდება. ხელიდან უშვების გოლის გატანის რეალურ შანსს. მოედნის ცენტრში შეუმჩნეველია.
რინკონი 5 – ის არ არის პიანიჩი. უჭირს შეტევების ორგანიზება.
პიანიჩი 7 – ბოსნიელი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა, თუმცა ერთ-ერთი საუკეთესო იყო. საგოლე გადაცემა იგუაინს და 1-1.
კუადრადო 5.5 – სახიფათოა ფლანგზე, თუმცა მისი შეტევები ერთფეროვანია.
დიბალა 6.5 – ზონებს შორის კონტაქტის პრობლემა აქვს. პირველ ტაიმში ცდილობს მანჯუკიჩს სივცრეები გაუხსნას. იღებს დარტყმას მუხლის არეში, თუმცა საგანგაშო არაფერია.
სანდრო 6.5 – თამაშობს შეხვედრის უკანასკნელ 10 წუთს, თუმცა იგრძნობა, რომ ის ასამოაზე პროდუქტიულია.
სტურარო 5 – ალეგრის მას სრულს თავისუფლებას აძლევს მოედანზე, თუმცა ამას ვერ იყენებს.
იგუაინი 7.5 – შემოდის შეცვლაზე და გააქვს მორიგი გოლი. ცივსისხლიანი ფორვარდი, რომელსაც ნებისმიერი მომენტის გოლად ქცევა შეუძლია.
მანჯუკიჩი 6 – დაუბრუნდა მის ძველ პოზიციას. კუადრადო-დიბალასთან ერთად იღებს საოცარ კომბინაციაში მონაწილეობას, თუმცა ხედირამ გოლის გატანა ვერ შეძლო.
ალეგრი 6 – ფიქრებით ჩემპიონთა ლიგაზე. ასვენებს ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებს და ემზადება ნამდვილი ბრძოლისთვის.
კუადრადო ბარსელონას მერე ძაან ცუდად გამოიყურება ) ვერაფერს აკეთებს საერთოდ ფორთხიალობს რაღაცეებს )
მართალი ხარ, საშინლად თამაშობს და ხვალ ალეგრი უეჭველი ზამენაზე დასვავს და იმედია მოვა აზრზე
Au ra uazro shepasebebia ra
Getanxmebi. Statis avtoric da yvela jves tifozi chempionta ligaze fiqrobs ;)