ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დავიდ ტრეზეგე:”აქ ყოფნისას ხვდები, რომ აზრი მხოლოდ გამარჯვებას აქვს და მეტს არაფერს”

დავიდ ტრეზეგეს განცხადებით ამ ეტაპზე იუვესთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემპიონთა ლიგის მოპოვებაა:

“ჩემპიონთა ლიგა არის ტურნირი, რომელიც გვიპყრობს.. გუნდისთვის მისი მოპოვება ფრიად მნიშვნელოვანი დავალებაა.. ბუფონს ბუნებრივია ძალიან სურს გამარჯვების მოპოვება, რადგან ეს მის ფანტასტიურ კარიერას საოცარ შედეგს შემატებს.. ფეხბურთელებს,ხომ მათი მიღწევებით აფასებენ? თან ლიგა ზუსტად ის ტურნირია, რომელიც ჯიჯის ჯერაც არ მოუგია.. გარკვეული კუთხით სწორედ ის წარმოადგენს ჩვენს თაობას.. რომელმაც ვერ მოახერხა 2003 წელს ფინალში წარმატების მიღწევა.

ვფიქრობ, წლევანდელმა იუვენტუსმა გამარჯვება 100%-ით დაიმსახურა.. ალეგრის შეგირდები შესანიშნავად გამოიყურებოდნენ მონაკოს წინააღმდეგ.. ორი წლის წინანდელ ფინალთან შედარებით დღეისათვის ბიანკონერი როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურადაც საოცრად გამოიყურება.. თუ გავედით ფინალში და იქ რეალი დაგხვდა, მერწუმენთ გვაქვს იარაღი რომლის დახმარებითაც მადრიდელებს თანაბარ დონეზე დავუდგებით.

რამ გამაკვირვა იუვეში? აბსოლუტურმა პროფესიონალიზმა, რომლიც გიპყრობს და ეს მთელს იტალიაში იგრძნობა.. მისი მაშტაბურობა უსაზღვროა! იუვე რომ პოპულარული და პატივსაცემი კლუბია მხოლოდ აპენინებზე როდი იციან.. ეს დანარჩენმა მსოფლიომაც მშვენივრად იცის. თითოეულ გასვლით მატჩში გუნდს ადგილობრივი ფანებისგან დიდი მხარდაჭერა გააჩნდა. ტრადიციები ანიელის ოჯახმა ჩანასახშივე ჩამოაყალიბა.

ტურინს ბევრი დიდი ფეხბურთელი ახსოვს.. პლატინი, დეშამი, ზიდანი, ანრი.. თუმცა ეს უკანასკნელი აქ დიდხანს არ გაჩერებულა. ასეთი დიადი ფრანგების გზის გაგრძელება დიდი პატივი იყო.. ჩემი საუკეთესო თანაგუნდელი? რთულია დასახელება ამდენ ვარსკვლავს შორის.. თუმცა, დელ პიერო წლების მანძილზე იყო გამორჩეული და ნამდვილი სიმბოლო!

მე ვხედავდი როგორ მოდიოდა ჩვენთან ახალგაზრდა ბუფონი.. ახლა კი იგი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავია.. ახლოს ვიყავი კამორანეზისთან.. ჩვენ ხომ არგენტინული ფესვები გვაქვს.. ადაპტაციაში დიდი როლი ითამაშეს იულიანომ და მონტერომ.. იბრაჰიმოვიჩთან თამაში დიდი სიამოვნება იყო.. სამწუხაროდ კალჩოპიოლიმ ჩვენი გზები გაყარა, მაგრამ ის ორი წელიც შესანიშნავი იყო.. შვედის თამაშით აღფრთოვანებული ვიყავი..

საუკეთესო გუნდი? 2004-06.. საოცარი ტანდემი შეიყარა მაშინ.. კანავარო, ტურამი, ვიეირა, ნედვედი, ემერსონი, იბრა.. ალბათ შესაძლოა ვერ მივხვდით რომ ტიტულებისთვის ვიყავით შექმნილნი.. სამწუხაროდ საქმე მცირეოდენ დეტალებთან გვქონდა, რომელმაც ეს ფორმაცია მსოფლიო აღიარების გარეშე დატოვა..

ყოველთვის მომწონდა მწვრთნელი, რომელსაც საკუთარი ხასიათი და მიდგომა გააჩნდა.. ასეთი იყო ლიპი.. მას ესმოდა რაოდენ მაშტაბურია იუვენტუსი.. მისმა შარმა და სტილმა ფეხბურთელებისგან 100%-იანი მოტივაცია გამოიწვია. ანჩელოტი? ყველანი მივხვდით, რომ აქ აზრი მხოლოდ გამარჯვებას აქვს.. იცვავ შავ-თეთრ მაისურს, გადიხარ მოედანზე და იგებ ტურნირს.. სხვა ყველაფერი სისულელეა! აქ ყოფნისას ამ აზრის სულისკვეთებას ბოლომდე წვდები.. ხვდები, რომ მხოლოდ ეს არის მნიშვნელოვანი და სხვა არაფერი.

ჩემი საუკეთესო გოლი? დელ პიეროს ფანტასტიური გასვლა, გადაცემა და ჩემი გოლი მილანის კარში სან-სიროზე.. სწორედ ამ ბურთმა განაპირობა ჩემპიონატის გამარჯვებულის ვინაობა.. მან დიდი მოტივაცია შეგვძინა. კარგად მახსოვს გოლი 1/8 ფინალურ სტადიაზე რეალის წინააღმდეგ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

72 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
sergo kurtanidze
7 years ago

გილოცავთ ყველას, ფინალიიიიიიი

vakhtang karchava
7 years ago

გილოცავთ ძმებო ფინალში გასვლას!
:forza: :forza: :forza:

MAXSIMUS
7 years ago

გილოცავთ! <3 :love:

| Newsphere by AF themes.
72
0
Would love your thoughts, please comment.x