რანიერი:”იუვენტუსი ყველასათვის მისაბაძია”
კლაუდიო რანიერი ტურინელებს კონცენტრირებისკენ მოუწოდებს:
“იუვე ტურინში თავისთვის კომფორტული ანგარიშით დაიწყებს შეხვედრას.. მონაკოში მათ საოცარი სიმშვიდე და ცივსისხლიანობა გამოავლინეს.. ვფიქრობ, ტურინელები ფინალის საგზურს ხელიდან არ გაუშვებენ, მაგრამ წინ 90 წუთია და ალეგრის ბიჭები კონცენტრირებულნი უნდა იყვნენ.
მონაკოს თავის მხრივ ნამდვილად ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც ძალუძთ პრობლემების შექმნა.. ჩვენს ეს პირველ მატჩში უკვე ვიხილეთ.. საუბარი ბუნებრივია ფალკაოზე და მბაპეზე მაქვს.. ისინი გამორჩეულ ყურადღებას იმსახურებენ.
იუვეს საოცარი სქემა აქვს არჩეული.. ისინი იფორმებენ ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებიც გამოცდილ ფეხბურთელებთან სინთეზის შედეგად აღწევენ იმ შედეგს, რასაც ყოველი ჩვენთაგანი ხედავს.. ჩვენ ვსაუბრობთ გუნდზე, რომელიც ორი წლის წინ უკვე იმყოფებოდა ფინალში..
დაცვაში იტალიელებს ისეთი მრისხანე ფეხბურთელები ჰყავთ, რომელთაც ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით.. ეს არის ნამდვილი ჰარმონია მათი შესრულებით. თუ რომელის ფეხი ოდნავ მაინც დაუცდა, მის დასახმარებლად პარტნიორი უკვე ადგილზეა.. საბოლოო ხაზს კი უკვე თავად ჯანლუიჯი ბუფონი იცავს! ერთი სიტყვით იუვენტუსი გამორჩეული პროფესიონალიზმით გამოირჩევა და უდაოდ არის მისაბაძი მაგალითი დანარჩენი სამყაროსთვის”.
მაგარი კაცი ხარ რანიერ
არ ვიცი როგორ ან რანაირად მაგრამ გუნდმა უნდა შეძლოს და ყველა კრიტერიუმი უნდა გამოიყენოს რათა ლიგის თასი ასწიონ ყველაზე მეტად კი ჯიჯის გამო უნდა გააკეთონ რადგან დიდია შანსი იმის რომ შეიძლება ამ კაცს მეტჯერ აღარ მოუწიოს ამ ეტაპამდე მისვლა.
აბა რა