ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Calciomercato: იუვენტუსი ანდრე გომეშზე დაკვირვებას აგრძელებს

ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად ნელ-ნელა სატრანსფერო ჭორებიც იკიდებს ფეხს…

ესპანურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბარსელონას პორტუგალიელი ფეხბურთელის ანდრე გომეშის საკითხის გადაწყვეტა სურს. ევროპის ჩემპიონმა კატალონიურ კლუბში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა, არადა ზაფხულში ვალენსიადან 35 მილიონი ევროს და დიდი იმედების სანაცვლოდ იყიდეს.

Calciomercato-ს ცნობით, სიტუაციას აქტიურად აკვირდება ტურინის იუვენტუსი, რომელიც პორტუგალიელის გაფორმებასთან ახლოს გასულ ზაფხულშიც იყო, თუმცა ბარსელონამ იტალიური გეგმები ჩაშალა. გომეშის ტრანსფერი კორენთინ ტოლისოს ალტერნატივად განიხილება, რომელიც ტურინელების ნომერ პირველი სამიზნე იქნება.

10 thoughts on “Calciomercato: იუვენტუსი ანდრე გომეშზე დაკვირვებას აგრძელებს

  1. რაარი იცი უფრო კლასნი ნახევარმცველს ველოდები,მითუმეტეს ფულის პრობლემა არგვაქვს მიმდინარე შედეგებით

  2. მამენტ მინდა რომ რეალში წამოვიდეს კარგი ბიჭი ჩანს უბრალოდ ფსიქოლოგიური წნეხი აქვს ,თორე ვალენსიაში დაფრინავდა და სასწაულებს სჩადიოდა

  3. ან ჭორია ან ამათ შიგ ააქვთ ან მიზერულ ფასად ყიდვის იმედი აქვთ, მაგრამ ბარსელონა 60 მილიონად ნაყიდ ჯართს არ გაყიდის 10 და 15 მილიონად და მეტი არც ღირს.

  4. )) არამგონია მე ამისგან რაიმე გამოვიდეს ) ტიაგო მენდეში იქნება მეოერე ) ამას ადრეც ვწერდი მაშინ როცა თითქოს ახლოს იყო იუვესთან )
    პიანიჩის არ მეგონა მე ეგრე თუ ითამაშებდა იუვეში , ვგულისხმობ შავ სამუშაოს ) ესეც შეილება ალეგრისთან გაიხსნას თუმცა ძაან მეეჭვება

  5. ამათ თუ უნდათ ესე-იგი გაქაჩავს,აქ ისეთი სკოლა ქონიათ ვერც წარმომედგინა,მკვდრებს აცოცხლებენ და ამ ახალგაზრდა ფეხბურთელისგანაც გამოძერწავენ კარგ რამეს მჯერავს :chuvak:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.