ბონუჩი:”ყველა თასი ტურინში უნდა ჩავიტანოთ”
ლეონარდო ბონუჩი მზად არის სეზონის დასკვნითი ნაწილის შტურმისთვის:
“მოახლოებულ რამდენიმე კვირას შეუძლია იუვენტუსის მსოფლიო დონეზე აღმასვლაში პოზიციები გაუმყაროს.. სწორედ ამიტომ სრულყოფილება უნდა განვაგრძოთ და მზად ვიყოთ დიდი გამოწვევბისთვის.. ყველანაირ პრობლემებს უარი უნდა ვუთხრათ! უნდა ვაიძულოთ საკუთარი თავი, რომ მაქსიმუმი გავიღოთ.. მნიშვნელოვანია ამ რთული გზის წარმატებით გავლა და თითოეული ტიტულის შინ წამოღება.. ჯერ სკუდეტო, შემდგომ იტალიის თასი და ბოლოს ლიგის მოპოვება!
ძლიერები ვართ და ყველა პოზიციაზე გამოცდილი ფეხბურთელებით ვართ დაკომპლექტებულნი. მწვრთვნელი გვაიძულებს, რომ დაცვიდან დაწყებული და თავდასხმით დამთავრებული დიდი პასუხისმგებლობით ვმოქმედებდეთ. თითოეული მოქმედებს არამარტო გუნდისთვის, არამედ კლუბისთვის! თავდამსხმელები, რომლებიც ნახევარმცველებს აზღვევენ.. ამის ხარჯზე მეტად ეფექტურები ვართ თავდაცვით მოქმედებებში..
ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მაღალი დონის დაცვაცი მიწევს ყოფნა.. ეს ყოველივე ბუნებრივია ჯანლუიჯი ბუფონის დიდი დამსახურებაც არის. უკანასკნელი წლების მანძილზე ჩვენი ამბიციები გაიზარდა.. პასუხს მოედანზე ვცემდით და ყველა ხედავდა, თუ როგორ იზრდებოდა თამაშიდან თამაშამდე იუვენტუსი.. ამასთანავე დაცვაში ჩვენი მოქმედებები უფრო და უფრო ჰარმონიული ხდებოდა.. მე, ჯორჯო და ანდრეა ფეხბურთელების მოქმედებებს წინასწარ ვსაზღვრავთ!
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტურინში ყველა თასი ჩავიტანოთ.. არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ჩვენი მეტოქე. ჯერ სკუდეტო და იტალიის თასი, რომელთა მოპოვებაც დიდი ბედნიერება იქნება.. ხოლო ამის შემდეგ უკვე კარდიფსაც დაველოდებით..
არჩევანი რომ ყოფილიყო ატლეტიკო თუ რეალი, ბუნებრივია უკანასკნელს ავირჩევდი.. სიმეონეს გუნდი დაცვაში ღრმად ჯდება და მწვავე იერიშებს ახორციელებს.. მეორეს მხრივ რეალი სამეფო კლუბია.. ყველაზე ტიტულოვანი და ნამდვილი ჩემპიონებით დაკომპლექტებული.. მათ წინააღმდეგ სწორი კონცენტრირებით უნდა ვიასპარეზოთ. ეს დიდებული მატჩი იქნება.
საკვანძო მატჩი წლევანდელ სეზონში? ბარსელონასთან საშინაო დაპირისპირება.. მან მოგვცა რწმენა საკუთარ ძალებში.. დავინახეთ თუ მართლაც როგორი ძლიერია ჩვენი გუნდი. არ უნდა დავივიწყოთ მონაკოსთან გასვლითი შეხვედრაც.. იყო შანსი ყველაფერი წაგვეგო, მაგრამ საბოლოო ჯამში სიტუაციიდან გამარჯვებულები გამოვედით”.
კიელინი ცალკე დგას დანარჩენი მცველებისგან,ერთადერთია ვინც 90-იანებში გრანდში ითამაშებდა
საუკეთესო მცველები ჩემი აზრით, არიან კიელინი, რამოსი და სილვა გამოცდილების და მათი თვისებებიდან გამომდინარე. ბონუჩი უფრო ტექნიკური მცველია და ხშირად ბურთის ართმევაზე თამაშობს. მცველი კიდე უფრო კონტაქტური უნდა იხოს და ცოტა ხისტიც.მესი რონალდო ან ნეიმარი როხა გეთამაშება ან თუნდაც დიდი სისწრაფის მქონე ფორვარდი აუცილებლად გაგცდება და მოგიგებს დრიბლინგში და ფინტებში იმიტომ რომ ესაა ფორვარდის საქმე და შეტევისას უკან უკან გაყოლადა თითქოს სივრცის ჩაკეტვა დიდი ვერაფერი საქმეა როცა კონტრაზე გიტევენ ამიტომ ხისტად თამაშია საჭირო ბეჭის მიკვრა, პატარა ჯარიმის აღება ან მსგავსი რამ, ამიტომაა ეს 3 საუკეთესო ცენტრალური მცველი დღესდღეობით, ფიზიკურად ძლიერები არიან ასევე მეორე სართულზეც კარგად იბრძვიან, ფორცა გორილა

დღეს ბონუ საუკეთესოა
ტრიპლეტი დაიდება წელს
კარგია ყველა ტიტული ტურინჰი აბა რა
უბრალოდ კველაზე მაგარი მცველი