შეშლილი მაქსი:”ჩვენ შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება”
გთავაზობთ შეშლილი მაქსის წინასმატჩო პრესსკონფერენციას:
“ალბათ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ყველაფერი ჩვენს შედეგზეა დამოკიდებული.. განურჩევლად იმისა, თუ როგორი ანგარიშით დასრულდება პარალელური მატჩები, წარმატების შემთხვევაში ისტორიულ ტიტულს დავეუფლებით.. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს თუ ვის წინააღმდეგ გვიწევს ასპარეზობა.. რომა მსოფლიო მაშტაბის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და მათთან დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო, რთული და დინამიურია.
ხედირას გამოჯანმრთელება იტალიის თასის ფინალისთვის წარმოუდგენელია.. ჩვენ ყოველდღიურად მივაქცევთ ყურადღებას და შევეცდებით გავიგოთ, რამდენად მოახერხებს სამი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მომჯობინებას. ბენატიას გამო უსაზღვროდ ბედნიერი ვარ! მას მცირეოდენი პრობლემები ჰქონდა კუნთის არეში, მაგრამ მერწმუნეთ მაროკოელი ფენომალური ფეხბურთელია!
უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში რვა ფეხბურთელის შეცვლა მოგვიწია.. მთავარია გუნდში იყოს რამდენიმე შეუცვლელი წევრი და საბედნიეროდ ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა.. თავდასხმის ხაზში ოთხი ფეხბურთელი მყავს და ვნახოთ, რამდენად გავამწესებ თითოეულ მათგანს სასტარტო შემადგენლობაში..
ტოტი? მის სიტუაციაზე ვისაც არ ეზარება ყველა საუბრობს, ხოლო თავად დუმილს ამჯობინებს.. აი როცა დაიწყებს ლაპარაკს უკვე ამის შემდეგ შეგვეძლება დასკვნების გამოტანა.. მაგრამ ფაქტია ფრანჩესკო 20 წლის განმავლობაში საოცარ ისტორიას წერდა, როგორც იტალიაში ასევე მსოფლიოს მაშტაბით.
კონტე? ქებას და დიდებას იმსახურებს, რადგან წარმოუდგენლად რთულია შეიცვალო ქვეყანა და უმალ გამარჯვებული გახდე.. ბევრ იტალიელ სპეციალისტს მოუპოვებია წარმატება მშობლიური საზღვრების მიღმა.. სწორედ ამიტომაც არის აპენინური სკოლა ყველაზე წარმატებული. კულტურა და ტრადიცია, რომ წესრიგშია ამაზე ორი აზრი არ არის.. ოთხი მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონობა ხაზს მკაფიოდ უსვავს.. ამასთანავე ევროპულ გრანდებს ჩვენი ფეხბურთელები ხშირად მიყავთ.. ისინი, ხომ ტაქტიკურად ყველაზე მეტად არიან მომზადებულნი. თამაშის დაგეგმვა – იტალიური ფეხბურთის ტრადიციაა..
განსხვავება დღევანდელსა და 2015 წლის ფინალს შორის? მაშინ სიმართლე გითხრათ არავის ეგონა და მათ შორის ჩვენც, რომ ამას შევძლებდით.. ახლა კი ყველა ელოდა იუვენტუსის გასვლა იმავე სტადიაზე.. საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება და კონცენტრირების მოხდენა მოახლოებულ შეხვედრაზე.. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ცივსისხლიანები ვიყოთ.. ფინალზე ზრუნვას 3-4 დღით ადრე დავიწყებთ.. ჩვენ შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების მოპოვება და თქვენ ამის უნდა გწამდეთ.
ბუფონმა დაიმსახურა ოქროს ბურთი.. მიუხედავად იმისა მოვახერხებთ თუ არა თასის აღმართვას. ეს ჯილდო მან გასულ წლებში ფანტასტიური ასპარეზობის ხარჯზეც დაიმსახურა!
კონტემ კარგი იუვე დატოვა. ბევრი კარგი გააკეთა გუნდისთვის მისი ჩამოწერა იუვედან შეცდომა იქნება
ალეგრი საუკეთესოა და იუვეს დიდ წარმატებასაც მოუტანს ფინალს მოიგებს და დაანახებს ყველას რომ ის თავსი გუნდთან ერთად საუკეთესოები არიან.ბუფონი კი აუცილებლად ოქროს ბურთს აიღებს მან ეს დაიმსახურა

არავინ არ აძაგებს კონტეს უბრალოდ იმის საუბარი რომ კონტემ აქცია პირლო ზე კაცად და ფეხბურთში დააბრუნა სასაცილოა )) ბარძალი ჯერ კიდევ დელ ნერის ხელში ჩანდა რა მცველიც იყო. ბონუჩი მაროტას ტყუილად არ მოუყვანია გუნდში :) კონტესგან სულ წუწუნი ისმოდა, დაუყონებლივ უნდოდა იტურბე და ამბები. მერე გაბრაზდა, გაიბუტა და გაიქცა.. ეგ იყო ცუდი საქციელი და მეტი არაფერი. ვიდალი რა გიჟიც იყო იუვეში იგივე იყო ლევერკუზენში.
ალეგრი მჯერა ჰენი დადებ ლიგას ვიცი
რაის კონტეს ჯუვე ტიპი ჩემი აზრით გენიალური მწვრთნელია ლიპპის მერე ესეთი თაკტიკოსი არ გვკოლია უდზიერესია და იტაიული სკოლის სასწაული წარმომადგენელი კონტე არის სუპთა ემოციაზე დაკრდნობილი ტიპი ეს არი გენიალური ჩემი mad max
ისე რა კაცია, იმგვარი ტაქტიკები აქვს შემუშავებული თვითონაც არ იცის როგორ ითამაშოს
ტიპმა იგოკებს ჩოუტარა საჯარო ლექციები და მასტერკლასი ტაქტიკაში, იმდენი აქვს ოპონენტბს ყველაზ მეტად პრესკონფერენციები აინტერესებთო, იიქნება გავიგოთ რას აპირებს მაგი კაცი ჩვენთან თამაშიშასო 
ფეხბურთელები იყვნენ ჯანმრთელად და ყველაფერს მოვიგებთ, ჯიჯიც ჩაიხუტებს ოქროს ბურთს.
უნდა დადო თორე მოტყნეს კონტეთი ტვინი უკვე
დაუმტკიცე რომ გენიოსი ხარ და ეს შენი იუვეა და არა კონტესი
რა უგავს ახლა ამას კონტეს? ასეთებს ალბა 1 იუვესნაირები თუ იტყვიან

ვერ მოინელეს ალეგრის წარმატტება
ტიპი 3 წელია იუვეშდა ორჯერაა ლიგგისფინალში ))) კონტესთან ვერასდროს მივა, ჯგუფში ჩარჩენა მხოლოდ გენიოსებს შესწევთ 
Uazrobas wer zaaan