ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტას შტურმი კატალონიაზე

ჯუზეპე მაროტას გეგმები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდზე:

იტალიური მედიის მტკიცებით ტურინელებმა დაივიწყეს ტოლისოსკენ მიმავალი გზა და სრულად გადაერთვნენ ბარსელონას შუახაზელზე..

საუბარი ეხება სწორედ იმ ანდრე გომეშს რომლის შეძენა მაროტას ჯერ კიდევ შარშან ვალენსიადან სურდა..

ლუის ენრიკეს ხელში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა თავი დაკისრებულ მოვალეობას აშკარად ვერ გაართვა და მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ მთავარ იმედგაცრუებად იქცა.. შესაბამისად ანდრე არ არის წინააღმდეგი თუ კარიერას სხვა კლუბში განაგრძობს და მითუმეტეს იქ სადაც მისი ნამდვილად სწამთ..

ბიანკონერი მზად არის ნახევარმცველის სანაცვლოდ ბარსას 30 მილიონი და ბონუსები შესთავაზოს.. მაშინ როდესაც კატალონიელები 35-ზე ნაკლებად მოლაპარაკებების დაწყებას არ გეგმავენ..

თუმცა, მხოლოდ გომეშით როდი ინტერესდება იუვე.. მათ დაკვირვების ობიექტში კიდევ ერთი ბარსელონელი – რაფინია არის მოხვედრილი.. მაროტამ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა და ესპანელებს 25 მილიონი ევრო შესთავაზა.. ვნახოთ, როგორი იქნება მათი პასუხი.

51 thoughts on “მაროტას შტურმი კატალონიაზე

  1. ლორენტე არ გაუყიდიათ აჩუქეს სევილიას, რომელმაც 6 მილიონად გაყიდა სვონსიში. ხო მაროტა ღმერთია და მე ვერ ვერკვევი :chuvak: მაროტას ძალიან ვაფასებ ამ საიტის მომხმარებლების 90%-ზე მეტად, მაგრამ უამრავი შეცდომა აქვს დაშვებული და არ მასმეს როგორ შეიძლება გააფანატოთ ეგ კაცი. ისე მე თუ მკითხავ ნომერ პირველია თავის საქმეში, ისევე როგორც ალეგრი

    1. შეცდომას ის უშვებს ვინც საქმეს აკეთებს.ასე რომ ვაცადოთ მაგ კაცს უკეთ იცის რა ჭირდება გუნდს და რა არა

  2. კაი, რახანც სადაო საკითხი გახდა ლორენტეს ზამენაზე ყოლის სარგებლიანობა, მაშინ ჩამოვწერ მაგაზე ნაკლები გოლი ვის აქვთ ამ სეზონში გატანილი ინგლისში:

    12. Llorente F. Swansea 14
    13. Mane S. Liverpool 13
    14. Coutinho Liverpool 12
    14. Giroud O. Arsenal 12
    14. Son Heung-Min Tottenham 12
    14. Vardy J. Leicester 12
    18. Firmino R. Liverpool 11

  3. ამ კაცმა სულ გაუბერა რას გადაეკიდნენ ამ უვარგის გომეშს.. ისე ჯერ ჭორებია ყველაფერი მარა ბოლოს მაინც ეგრე დამთავრდება ან გომეშს მოიყვანს ან ტირიბოკის ან ვინმე ეგეთს… შარშან რა ცირკები ატარა :lool:

  4. sacyali juve da sacyali marota :))))) daerxa am zapxuls ramdeni aginebs vin icis da mere sezonis boloc ro mova isev sheracxaven sauketeso.menejerad :))))) rais regresi rais is da es tqven uket icit tu juves administraciam?? milioni chori daicereba exla daje mesic sheidzleba gadmoiyvanon juveshi davelodot 31 agvistos

    1. კაი რა ძმაო, 15 მილიონი არ გადაიხადაო ვიტსელში დროულად რომ მთელი მეორე წრე ტრამვების შიშში არ ვყოფილიყავით, ბოლოს იგივე ფასში რინკონი შემოგვტენა.

      1. აი ეგ ვიტცელი იყო ფულზე რო დახამდა და გაიქცა ჩინეთში თორე კი გადმოვიდოდა ზამთარში ჩვენთან რა აზრი ქონდა მაგის გადმოსვლას ზაფხულში მაინც მოუნდებოდა წასვლა ფულის გამო ჯერ იყო და ზენიტიო ეხლა არის და ჩინეთიო აზრი ეგეთის ყოლას? მირჩევნია რინკონი იყოს ზამენაზე ვიდრე ვიტცელის ნაირი ფულის მონა. რაღა შორს მივდივარ კაცი მოხოდეს ვარსკლავი გახადეს 10-ნი ანდეს ხელფას უზრდიდნენ და გაიქცა და ეგეთების ყოლას სლ არ გყავდეს ჯობს

        1. 1 წლით დააბერეს კაცი იუვენტუსში გადასვლის ლოდინით და დაგვაპაშოლა მერე 3-მაგი ხელფასისთვის, ღირსებიც ვართ.

          28 წლისაა, ბელგიის ნაკრებში არის და ეს ხვეწნამუდარის, გაურკვევლობის რეჟიმი ამოუვიდა ყელში კაცს, სულაც არაა გასამტყუნებელი.

          1. 23-24 წლის რომ ყოფილიყო იასნია იუვეში წამოვიდოდა.

  5. ისე რას ყიდიდნენ ლორენტეს, 14 გოლია ქვს შეყრილის სუანსონსში სულ ერთი-მეორეზე მნიშვნელოვან თამაშებში, პრაქტიკულად მაგან გადაარჩინა პრემიერლიგიდან გავარდნას.

    ზამენაზე მაინც მაგარი იქნებოდა ეგეთი კაცის ყოლა, მარა ზოგი მარტო პლიუსებს ხედავს მაროტაში, მინუსების დანახვა არ უნდა.

      1. და საცა გადავიდა სულ ასნავნოიში იყო?

        31-32 წლის ასაკში ასნავნოის პრეტენზია არც უნდა გქონდეს თუ ტოპი არ ხარ.

        ასე რომ ტყუილად მეკამათები )

      1. რა შეკითხვაა ვერ მივხვდი? ერთია თუ ორია რა მნიშვნელობა აქვს, გვაწყენდა მასეთი ზამენა??

        1. ძალიან მარტივი შეკითხვაა. გაიხსენე ლეონეს ბოლო სეზონი ჩვენთან. ტიპი ვერაფერს ვერ აკეთებდა. რატო მისტირით ვერ ვხვდები.

    1. getanxmebi dzma namdvilad ar unda gaeshvat llorente magrad mevaseba mepe lomi sahaero ortabrdzolebis dros da gadakidebuli burtis migeba-dacheraze nando umagresia plius juventinoa eg kaci magis minusi isaa rom zantia axlac didi siamovnebit vixilavdi juveshi :forza:

  6. უფსოების სიაში ვინაა ეხლა: ტოტი, დეროსი, პეპე … კიეზა, კრესპო და კაზირაგი :lool:

  7. ალეგრი იყოს სუფთა ხლე თუ ლიგა მოიგო და ბრუცო-პარატიჩს ულტიმატუმი არ წაუყენა 2 ტოპ ფეხბურთელზე.

  8. მანჯუკიჩს ზურგის ტრამვა აქვსო, რამე სერიოზული ხო არაა? ეგ კაცი არ უნდა დაგვაკლდეს ლიგის ფინალში.

  9. ეს ბრუციანი ხედირას გაყიდის და გომეშს მოიყვანს, მნაჯუკიჩს გაყიდის და კოშტას მოიყვანს ბავარიიდან.

    აგერ ჩვენსკენ არც ფიქრობს არავინ სერიოზული წამოსვლას, იმიტომ რომ სერიოზული შეთავაზების გამკეთებლები არ არიან. ერთი იუგუში გაისროლეს 2-მაგი თანხა, ისიც რომ პოგბას წასვლა გადაეფარათ.

    თორემ აგერ ხამესმა უკვე განუცხადა მანჩესტერს, ლიგაზე თუ გახვალთ გადმოვალო.

    მოკლედ მე არ მჯერა ამის სერიოზული ტრანსფერებისა, ანუ 70-80 მინილიონიანს ვგულისხმობ. თორემ 30-35 ფარგლებში შეიძლება რაღაც იხლაფორთოს.

    1. ანანიძის, გვილიას და კვეკვესკირის ყოლა თუ არ სჯობდეს ზამენაზე იუვეში ვიდრე ასამოა, ლემინა, სტურარო და რინკონი.

      წელს, თუ 3-4 კაი იგროკი არ მოიყვანეს, არამგონია ასე გაგვიმართოლს და სეზონის ბოლოსკენ მერმისაც ყველა მწყობრში იყოს.

    2. საიდან დაასკვენი ეს რადგან ვიღაც ვაი ჟურნალისტმა რაღაცა მოჩმახა? აი მეც დავწერ რომ ბუფონს კონტაქტი ეწურება მაროტა არ უხანგძლივებს და შემცვლელად ჰარტი მოყავს უნდა ადგეთ და მაროტას მიახტეთ გინებით?

      1. გომეშზე შარშანაც ჩალიჩობდნენ სერიოზულად, მარა ბარსამ “იყოჩაღა”.

        ასე რომ მონაგონი არაფერია.

        ხედირაზეც მიდის საუბარი უკვეკაი ხანია რომ აშშ-ში იწვევენო და შეიძლება გაყიდონ.

  10. ეს გომეში ხო ვერ დაივიწყა ამ კაცმა ) :D ) არაა ეგ ფეხბურთელი პეპელა ტიპია ვერც შავ სამუშაოს ასრულებს და კრეატივიც არ აქვს ) რამოდენიმე დღის წინ წავიკითხე რო ბარსა არ გაყიდის და კარგიც იქნება )
    დეშილიო მოვა ალბათ )) კაცი რომელსაც ლიხშტაინერზე ცუდი პასი აქვს :D:D ) ტიპი სულ თავჩაღუნული აკეთებს გადაცემებს საჯარიმოში, არანაირი ინტელეკტი უბრალოდ ზონას იცავს და ეგაა ) როტაცისსთვის კარგი იქნება მოვიდეს არ ვარ წინაამღდეგი ) :D )) ალექსისი და ვერატი მოიყვანეთ :D მეტი არ გვინდა არავინ )

  11. მთავარია ხალხი შევინარჩუნოთ ) და დამატებას ეშველება რამე ) ბრუცომ ალბათ ფორვარდზე უნდა დაიწყოს სულ მალე ფიქრი ) ფაქტია იგუიანს შემცვლელი არ ყავს ) და თავად გონსალიტოც ალბათ 2წელში ვეღარ დაილებს უკვე 15 კილოს :D:D )) ასაკიდან გამომდინარე ) ყველაზე მაგრა ფორვარბედს უჭირთ თამაში 30 ის შემდეგ მითუმეტეს იგუაინის მონაცემების მქონდე ტიპს )

  12. ბიჭო ეს ვერ გავიგე ვიღაცა სადღაც რაღაცას დაჯღაპნის და ეგრევე მაროტას მიახტებით აგინებთ. იყიდა უკვე? ყველას მონაჩმახს როგორ იჯერებთ ტო,ალვეში არა ციციკორე კიდევ.

  13. ხო ვამბობ მაგრად აურია დონ ბეპემ :blin: როგორც ვატყპბ იუვეს რეგრესი ამ სეზონიდან დაეწყება, ამიტომ იმედია წელს დადებენ ლიგას

  14. ოლამ თქვა გუშინ, ტოლისო იუვეს უნდაო, ჩვენ კი შევეცდებით შენარჩუნებასო, მაგრამ წავა ალბათო. გომეშს ბევრად ჯობია ტოლისო.

  15. veraferi bichia eg gomeshi barsashi da juveshi gaamartlebs vitom? tu aqvs nichi ki iswavlis tamashs, torem exla rom tamashobs sheshinebuli darbis xolme, burts rom miigebs ar icis ra uyos iseti shtabechdileba mrcheba. gambedaoba aklia shesadzloa

  16. ამას იქ ხომ არ აქვს? რა ანდრე გომეში ხომ არ გაუბერა რათ გვინდა ეს მოსიარულე გვამი :/

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.