ალეგრი:”ლაციოსთან სულ სხვა იუვენტუსს იხილავთ”
გთავაზობთ მასიმილიანო ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენციას:
“დღევანდელი დღიდან ჩვენთვის მინი სეზონი დაიწყება, რომელიც შედგება 20 ინტენსიური სამუშაო დღით.. დაიწყება იგი იტალიის თასის ფინალით, გაგრძელდება კროტონეთი და დასრულდება კარდიფით.. დროა რაც დავთესეთ ის მოვიმკათ!
ლაციომ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და დარწმუნებული ვარ ინძაგი როგორც მწვრთნელი ბევრს მიაღწევს.. თუ მათი დამარცხება მართლაც გვსურს, მაშინ ამისთვის მაქსიმალურად დახარჯვა მოგვიწევს.
ვფიქრობ, ტაქტიკური კუთხით პირველ ნახევარში რომას ვაჯობეთ.. თუმცა, გარკვეულმა ფაქტორებმა შეგვიშალა ხელი რომ მატჩის ბედი პირველივე 45 წუთში გადაგვეწყვიტა.
ახლა მთავარია თუ როგორ დავბრუნდებით.. გარანტიას ვიძლევი, რომ ლაციოსთან სულ სხვა იუვენტუსი იქნება.. გუნდი რომლის თითოეული წევრი მაქსიმალურად კონცენტრირებული იასპარეზებს.
მანჯუკიჩთან და დიბალასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მივიღებ.. მათ გარდა ტრავმა არავის არ აწუხებს.. რინკონი უდაოდ საიმედო ფიგურაა და თუ იგი მოედანზე იქნება, მერწმუნეთ სამხრეთ ამერიკელი ბოლომდე დაიხარჯება”.
მარტო ალეგრიზე არაა დამოკიდებული კლუბის წარმატება თუმცა მისი წვლილი არის და როგორც ტრენერი მნიშვნელოვანი ფიგურაა დღევანდელი იუვესთვის
ეს ისე შეიძლება დაემთხვეს რომ დღეს თუ მოიგეს თასი, მერე 4 დღეში თუ მოიგეს კიდევ თასი და მერე 13 დღეში თუ სუპერთასიც მოიგეს ამდენი სიხარულისგან შეიძლება მეც და იმათ გულმა დაარტყას ჰაჰა
იმედია ძმაო ჰენ გული არ დაგარტყამს და იუვე ყველა ტიტულით გაგვახარებს
დიბალას რაღა ჭირს?
რათქმაუნდა ალეგრი სახვა იუვე საჭირო რთული პერიოდი გველის წინ სამი ფინალი ერთი დღეს თასი ერთი ძალით გაიჩალიჩეთ მემგონი კროტონესთან და მთავარი ლიგა ეს სამი ფინალი თუ მოიგე რავი მაჰინ ჰენ ყოფილხარ მსოფლიოს უძლიერესი ტრენერი
,,თუ დამარცხება მართლაც გვსურს, მაშინ ამისთვის მაქსიმალურად დახარჯვა მოგვიწევს” -მე ვერ გავიგე აქ რა იგულისხმება, თუ რაიმე სიტყვა აკლია წინადადებას?!
თუ მათი დამარცხება მართლაც გვსურს, მაშინ ამისთვის მაქსიმალურად დახარჯვა მოგვიწევს. Ra aris gaugebari?
ჩაასწორეს ძმა, თორე ეგ ფრაზა დავაკოპირე ისე გადმოვიტანე მანდ!!! სიტყვა _ მათი_ არ ეწერა და მაგან დამაბნია!!!