ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”ლაციოსთან სულ სხვა იუვენტუსს იხილავთ”

გთავაზობთ მასიმილიანო ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენციას:

“დღევანდელი დღიდან ჩვენთვის მინი სეზონი დაიწყება, რომელიც შედგება 20 ინტენსიური სამუშაო დღით.. დაიწყება იგი იტალიის თასის ფინალით, გაგრძელდება კროტონეთი და დასრულდება კარდიფით.. დროა რაც დავთესეთ ის მოვიმკათ!

ლაციომ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და დარწმუნებული ვარ ინძაგი როგორც მწვრთნელი ბევრს მიაღწევს.. თუ მათი დამარცხება მართლაც გვსურს, მაშინ ამისთვის მაქსიმალურად დახარჯვა მოგვიწევს.

ვფიქრობ, ტაქტიკური კუთხით პირველ ნახევარში რომას ვაჯობეთ.. თუმცა, გარკვეულმა ფაქტორებმა შეგვიშალა ხელი რომ მატჩის ბედი პირველივე 45 წუთში გადაგვეწყვიტა.

ახლა მთავარია თუ როგორ დავბრუნდებით.. გარანტიას ვიძლევი, რომ ლაციოსთან სულ სხვა იუვენტუსი იქნება.. გუნდი რომლის თითოეული წევრი მაქსიმალურად კონცენტრირებული იასპარეზებს.

მანჯუკიჩთან და დიბალასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მივიღებ.. მათ გარდა ტრავმა არავის არ აწუხებს.. რინკონი უდაოდ საიმედო ფიგურაა და თუ იგი მოედანზე იქნება, მერწმუნეთ სამხრეთ ამერიკელი ბოლომდე დაიხარჯება”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

მარტო ალეგრიზე არაა დამოკიდებული კლუბის წარმატება თუმცა მისი წვლილი არის და როგორც ტრენერი მნიშვნელოვანი ფიგურაა დღევანდელი იუვესთვის

სერგი მუჯირი
სერგი მუჯირი
7 years ago

ეს ისე შეიძლება დაემთხვეს რომ დღეს თუ მოიგეს თასი, მერე 4 დღეში თუ მოიგეს კიდევ თასი და მერე 13 დღეში თუ სუპერთასიც მოიგეს ამდენი სიხარულისგან შეიძლება მეც და იმათ გულმა დაარტყას ჰაჰა :forza: :juvee:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

იმედია ძმაო ჰენ გული არ დაგარტყამს და იუვე ყველა ტიტულით გაგვახარებს

სანდრო დგვარელი
სანდრო დგვარელი
7 years ago

დიბალას რაღა ჭირს? :blin: :blin:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

რათქმაუნდა ალეგრი სახვა იუვე საჭირო რთული პერიოდი გველის წინ სამი ფინალი ერთი დღეს თასი ერთი ძალით გაიჩალიჩეთ მემგონი კროტონესთან და მთავარი ლიგა ეს სამი ფინალი თუ მოიგე რავი მაჰინ ჰენ ყოფილხარ მსოფლიოს უძლიერესი ტრენერი

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

,,თუ დამარცხება მართლაც გვსურს, მაშინ ამისთვის მაქსიმალურად დახარჯვა მოგვიწევს” -მე ვერ გავიგე აქ რა იგულისხმება, თუ რაიმე სიტყვა აკლია წინადადებას?! :forza:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

თუ მათი დამარცხება მართლაც გვსურს, მაშინ ამისთვის მაქსიმალურად დახარჯვა მოგვიწევს. Ra aris gaugebari?

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ჩაასწორეს ძმა, თორე ეგ ფრაზა დავაკოპირე ისე გადმოვიტანე მანდ!!! სიტყვა _ მათი_ არ ეწერა და მაგან დამაბნია!!!

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x