ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი: “გადამწვყვეტ ფაზაში სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ”

კიელინის წინასამატჩო პრესკონფერენცია…

“იღბლიანები ვართ, რადგან აქ ზედიზედ მესამედ აღმოვჩნდით. ჩვენ წინ მნიშნველოვანი შეხვედრა გველოდება, მაგრამ დადებითი შედეგის მიღწევა ადვილი არ იქნება. ვიმედოვნებ ხვალ სეზონის პირველ ტიტულს გავიფორმებთ..

ტრიპლეტისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ამაზე ახლა ყველაზე ნაკლებად ვფიქრობთ. ჩვენ უბრალოდ ჩვენს მიზნებზე ვართ ფოკუსირებული. ვწუხვართ, რომ კვირას სკუდეტოს გაფორმება ვერ შევძელით, თუმცა ყველაფერი ჩვენს ხელშია..

ჩვენ გავაანალიზეთ რომასთან მატჩი. ახლა ვხვდებით, რომ უფრო აგრესიულად უნდა ვითამაშოთ. აქ რაიმეს დამატებაზე საუბარი არაა. მთლიან ჯამში ნებისმიერი მარცხი დამატებითი მოტივაციაა..

საბედნიეროდ ბოლო თვეების მანძილზე საკმაოდ კარგად ვმოქმებებდით. ახლა გადამწყვეტ ფაზაში ვართ და სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. შედეგის ჩვენების დრო მოვიდა..

ლაციო კომპაქტური გუნდია. ამისთვის ინძაგი უნდა შევაქოთ. ასევე ბიჭები, რომლებიც ყველაფერს დებენ წარმატებისთვის. ხვალ ყველაფერს ინდივიდუალური მომენტები გადაწყვეტს.”

88 thoughts on “კიელინი: “გადამწვყვეტ ფაზაში სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ”

  1. კიდევ ერთხელ გილოცავთ შავთეთრებობო გამარჯვებას! სამჯერ ზედიზედ იტალის თასის აღმართვა, განსაკუთრებული მოვლენაა და დიდი სიხარული მოგვანიჭა ყველას!

    არცთუ დიდი ხნის უკან ვამბობდით – მართალია იუვე შედეგზე თამაშობს, მაგრამ სანახაობის მხრივ დიდად მოიკოჭლებს, ჩვენ კი შედეგთან ერთად ლამაზი თამაშით ტკბობა გვენატრებოდა. მაშინ იმით ვიმართლებდით თავს, რომ რას იზამ ეს იუვეს სტილიაო :))
    ალეგრიმ სასიამოვნოდ გაგვაოცა – იუვემ შედეგთან ერთად ლამაზი ფეხბურთიც შემოგვთავაზა და არა უბრალოდ ლამაზი, არამედ დახვეწილი ფეხბურთი!

    ბარსელონას ერთი ქომაგის, პროფესიონალი ფეხბურთელის დახასიათება გამახსენდა – “ასეთი ულამაზესი ფეხბურთი ჯერ არ მინახავს, ვერ წარმომედგინა, რომ დაცვაში თამაშის ყურებით დავტკბებოდი. მათ ეს კომპონენტი ხელოვნების დონეზე აიყვანეს! და არა მხოლოდ დაცვაში, როგორ ამოაქვთ დაცვიდან ბურთი და საოცრად ლამაზი კომბინაზიებით უმწვავეს მომენტებს ქმნიან. ასეთი ორგანიზებული და შეკრული გუნდი იშვიათობაა ფეხბურთში… ერთი სიამოვნებაა მათი ყურება!”

    მადლობა მაქს! მადლობა ბიჭებო! :forza:

  2. გადავხტით და მერე დავიძახეთ ჰოპა,
    ზედიზედ მესამედ ჩვენ ავწიეთ კოპა.
    ისევ მოვიპოვეთ იტალიის თასი,
    აღვასრულეთ სწავლა, მცნება დავითასი:

    “არ გინდა ყომარი, არაფერი ფარსი,
    ყველაც რომ ურევდეს, თავს დაადე ფასი.
    შენ მოიგებ ლიგას და გატყდება ნავსი,
    პოგბას კი შერჩება თასი უეფასი”.

  3. გილოცავთ! :forza: მანძუკას ის მომენტი ვინ ნახა, მარკიზამ წყალი რო მიასხა ბოთლით და როჟამ რა აბაროტი აუღო, დიდი ბოთლი რომ გააძრო :mrgreen: ძუნძულა იმენა როჟაა :mrgreen:

  4. გილოცავთ ყველას მეგობრებო )) ერთადერთი რაც არ მომეწონა ეს იყო გონსალიტო :D:D ) შელოცვა უნდა ტიპს აშკარად ) კარდიფში ეგეთი მომენტები გადაწყვეტს მატჩის ბედს ) და იმედია იქ გაიტანს გასატანს ) დღეს 2 100% გააფუჭა ) რავიცი რა ვთქვა ამდენი ჩაჯმული ფინალი :D:D ფეხები უკანკალებს თუ რა ემართება არ ვიცი )))

  5. გილოცავთ ყველას 3-ში ამ დროს ლიგა მიგველოცოს ერთმანეთისთვის და კარდიფში იუვეს ჰიმნი აჟღერებულიყოს :forza: :forza: :forza:

  6. გილოცააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააავთ! ფორცაააააააა ჩემი გადარეულებიიი! :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.