ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილი მაქსი საკუთარ შეგირდებს აქებს

გახსოვთ ალეგრის სიტყვები? სულ სხვა იუვეს იხილავთ ლაციოსთანო? შეასრულა პირობა ამ კაცმა!

“აუცილებელია ჩემი ბიჭების შექება, რადგან მათ ლაციოსთან არაორდინალური პირველი ნახევარი ჩაატარეს! ხოლო რომაელები ამ ტურნირზე ასპარეზობის გამო აპლოდისმენტებს იმსახურებენ!

რომასთან შეხვედრაში ჩვენი უყურადღებობის გამო დავისაჯეთ, მაშინ როდესაც ლაციოსთან ასეთ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია.. ახლა დროა კროტონეზე და მორიგ ტიტულზე ვიფიქროთ! დღევანდელ მატჩში ბევრი პოზიტიური ფაქტი იყო.. პირველ 45 წუთში ეფექტურად ვუტევდით, ხოლო მეორე 45 წუთში თავს ორგანიზებულად ვიცავდით.

ალვეში? ვფიქრობ ჩემი ბიჭების მიმართ არ იქნება ლამაზი თუ კონკრეტულად ერთ ფიგურაზე ვისაუბრებთ.. აწ უკვე გასრულებულ გათამაშებაში თითოეულმა ვინც მონაწილეობა მიიღო, გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

კროტონეს წინააღმდეგ რთულ დაპირისპირებას ველი.. ფაქტიურად ეს მთელი სეზონის მატჩია და ამიტომაც ტრიბუნებზე ყველა გულშემატკივარი დაგვჭირდება! იმავე ცივსისხლიანობით უნდა ვმოქმედებდეთ, როგორც ეს დღეს ვაჩვენეთ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
MAXSIMUS
7 years ago

მადლობა მაქს :love:

Bususa44
Bususa44
7 years ago

Mii alegri 3 ricxvshi gaagije juve :forza: :juvee:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

:forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:ალეგრი სუპერი ხარ

alex-97
Delpieronedved
7 years ago

Krotones unda mocugot da davamtavrot seria a

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x