ანიელი:”გამარჯვება! მხოლოდ ამას აქვს ჩვენთან მნიშვნელობა”

ანდრეა ანიელი იტალიურ კლუბებს მაშტაბური ცვლილებებისკენ მოუწოდებს:
“დღეს შვიდი წელი გახდა მას შემდეგ რაც იუვენტუსის პრეზიდენტის პოსტზე ვიმყოფები.. თავდაპირველად უნდა მოუსმინო კრიტიკას საკუთარი თავის მიმართ და ამის შემდეგ შეხედო სხვებს. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, როდესაც ჩვენ 2010-ში გვაკრიტიკებდნენ, ახლა თავად იმყოფებიან იმავე სიტუაციაში.
რაც შეეხება საერთო სცენარს.. ამ მხრივ კალჩოში ცვლილებები არის, რადგან გამოჩნდნენ ისეთი ბიზნესმენები როგორებიც არიან პალოტი რომაში, სუნინგი ინტერში და ლი მილანში..
იტალია ვალდებულია კონკურენტუნარიანი იყოს ევროპულ საკლუბო ბაზარზე.. არაჩვეულებრივი სიახლეა, რომ მომავალი წლიდან აპენინური წარმომადგენლობა ლიგაზე ისევ ოთხ გუნდამდე გაიზრდება!
გასულ წელს ბაიერნის და იუვენტუსის შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ყურებით მეორე პოზიციაზე იმყოფებოდა! ახლა ჩვენთვის აუცილებელია შევამციროთ ის ჩამორჩენა რაც ლა ლიგასთან, პრემიერ ლიგასთან და ბუნდესლიგასთან გვაქვს.
იუვენტუსი მომავალშიც გააგრძელებს საკუთარი გზით განვითარებას და დაეხმარება შიდა ჩემპიონატს კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაში.
ამ დღეს, 2010 წელს სიტყვით გამოსვლისას არაერთხელ გავიმეორე სიტყვა გამარჯვება! სპორტში გამარჯვებას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სეზონიდან სეზონამდე ყველაფერი ნულდება და ახლიდან იწყება. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ 1 ივლისს თითოეულმა იუვენტუსის წევრმა ირწმუნოს, რომ ყველაფრის მოგვება შეგვიძლია”.
Super naxevarmcveli gvinda da super marcxena flangis tavdamsxmeli,anu sanchesi an koshta.me koshtas vamjobinebdi.da albat moize kins droa shansi mieces da daamtkicos ra sheudzlia.ase zamenac gveyoleba da axalgzrdebsac gamocdilebas mivcemt.tumca iq chemze uket ician ra da rogor gaaketon :lol:
სანდროს ხელი არ დაედებაო, სიტი გააპანღურეს.
მაგარი ერთი თხოვნა მექნება ყველა წამყვანი ფეხბურთელი დატოვეთ და ვინ ალეგრის მოუნდება ყველა უყიდეთ თუნდაც კატასტროფა ფასი ღირდეს რადგან იუვემ კიდე გააგრძელოს სუპერ თამაჰი და ტიტულების მოგება
სუპერ პრეზიდენტი