ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იგუაინი ნაპოლიზე, სარიზე, იუვეზე და რეალთან დაპირისპირებაზე..

გთავაზობთ გონსალოს საკმაოდ საინტერესო ინტერვიუს:

“არასოდეს დამავიწყდება 3-4 სეზონი რომელიც ნაპოლის რიგებში გავატარა.. იყო გარკვეული პრობლემები ფსიქოლოგიური კუთხით მადრიდის დატოვების შემდეგ, მაგრამ აქ ყველაფერი მომცეს საქმეში დასაბრუნებლად..

იუვენტუსთან დაკავშირებით მესმოდა ინფორმაცია.. თუმცა, ვერაფრით ვიჯერებდი რომ ისინი 90 მილიონის და კონკრეტული პუნქტის ამუშავებას გეგმავდნენ.. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე ნაბიჯის გადადგმა.. მათ ჩემი ირწმუნეს და დამანახეს, რომ სურდათ გონსალო იგუაინის გაფორმება დიდი მიზნებისთვის!

ცხოვრებაში თუ არ გარისკე ვერასოდეს გაიგებ, მოხდებოდა თუ არა ეს ყველაფერი შემდეგ შენს სასიკეთოდ.. ახლა თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ რისკი გამართლებული იყო, რადგან არაჩვეულებრივ კლუბში მოვხვდი, სადაც მხოლოდ გამარჯვებას აქვს მნიშვნელობა.

სარის მიმართ დიდი მადლიერების გრძნობა გამაჩნია.. მან საკუთარ თავში რწმენა გამიძლიერა და თვითონაც კარგად იცის, როგორი მადლიერი ვარ! ჩვენ ვინარჩუნებთ ურთიერთობას, რადგან ცხოვრება მხოლოდ ფეხბურთი არ არის.

აქ თავდაპირველად ტაქტიკურმა მოდელმა შემიქმნა პრობლემა.. ფიორენტინასთან მარცხის შემდეგ გადავერთვეთ 4-2-3-1 ზე.. ეს კი ყველასგან დიდ მსხვერპლს მოითხოვდა.. მაქსმა შემტევები ერთად შეგვყარა და გულახდილად გვესაუბრა.. მას ყველა შემტევის ერთად ნახვა სურდა მოედანზე, თუმცა ჩვენგან დიდ სამუშაოს ითხოვდა.. მსხვერპლი ერთმანეთისთვის და ბუნებრივია ამისთვის მზად ვიყავით.. უზენაესი მხოლოდ კლუბის ინტერესებია და ჩვენ ამას ვიღებთ, ვემორჩილებით და ვაგრძელებთ მოძრაობას!

რეალთან დაპირისპირება პირადად ჩემთვის ემოციურია ბევრი ფაქტორის გამო.. ეს არის გამოწვევა და იმედი მაქვს ამ არაჩვეულებრივ სეზონს საუკეთესო კუთხით დავასრულებთ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
თოკო
თოკო
7 years ago

Me ar davayenebdi sastavshi mcolod finalebs gamovatovebinebdi :forza:

ALLENATORE
7 years ago

)) კარდიფში თუ იგივე გააკეთა რაც ლაციოსთან იმდენს გაგინებ რო დაიხრჩობი ალბათ :D:D )) გუნდი მოიგო და დიდად არავის არ გაუმახვილებია ყურადღება არადა ტიპმა 2 ისეთი მომენტი გააფუჭა რო რავი )) ბარსასთანაც სახლში ერთი ერთზე გამაზა ) აშკარად ფსიქოლოგიური პრობლემები აქ და დროა კარდიფში სხვა იგუაინი ვნახოთ ნამდვილი კილერი )) ჩემთვის იგუაინი არის კილერი ოღონდ საგოლე მომენტების განსაკუთრებით გადამწყვეთ თამაშებში )) რეალმა სწორედ მაგიტო გაუშვა , მაურინიო ენდობოდა მაგრამ დორტმუნდის მერე ალბათ საბოლოოდ ამოეწურა იმედი ) 4-1 წააგეს გერმანიაში და სახლში დაახიეს ბურთი გერმანელებს მაგრად რად გინდა იგუაინმა რაც იქ მაზა გადამწყვეტ მომენტებში :D:D ვის რად უნდა შენი 30 გოლი… Read more »

ანონიმური
ანონიმური
7 years ago
Reply to  ALLENATORE

სხვა რა გზა გვაქ უნდა მივცეთ შანსი და მხარი დავუჭიროთ ყველამ

aleko
aleko
7 years ago

imedia navs gatexav da gaitan finalshi. imito ro imdeni finali gaaq gapuchebuli. sheni erterti minusi eg ari

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

იმედი მაქ გოლს გაიტან ფინალჰი

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x