ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პიანიჩი:”დიდი მადლობა ალეგრის!”

მირალემ პიანიჩი შეშლილ მაქს აქებს:

“იუვე, რომა და ნაპოლი ძალიან ძლიერი ევროპული კლუბები არიან, რომლებმაც წლევანდელ სეზონში შესანიშნავად იასპარეზეს.

ჯერჯერობით ჩემპიონატი არ დასრულებულა და თუ მისი მოგება მართლაც გვსურს, მაშინ კვირას კროტონე აუცილებლად უნდა დავამარცხოთ.

იუვე ასეთ დიდებულ შედეგს იმიტომ აღწევს, რომ საკუთარ მოთამაშეებს მუდამ წინ, შეტევაში უშვებს!

ფაქტია, წლევანდელ სეზონში როგორც ალეგრიმ თქვა იუვე მკვლელი მანქანა იყო.. ჩვენ არავის და არაფერს არ ვინდობდით საკუთარ გზაზე.. ვმოქმედებდით ცივ-სისხლიანად..

მაქსი პირად პროგრესირებაში საოცრად დამეხმარა.. იგი როგორც ჩემთვის ასევე დანარჩენი მოთამაშეებისთვის ფრიად მნიშვნელოვანი ფიგურაა!

ბევრი რამ ვისწავლე თანაგუნდელების, პერსონალის და საერთოდ ვინც იუვეში მუშაობს ყველასგან..”

2 thoughts on “პიანიჩი:”დიდი მადლობა ალეგრის!”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.