ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი:”არასოდეს არ დაივიწყოთ ვინ ვართ ჩვენ!”

ჯანლუიჯი ბუფონმა ინსტაგრამზე საკმაოდ საინტერესო სტატუსი გამოაქვეყნა:

2006/2007 – 2016/2017..

ზუსტად 10 წელი.. მსგავსად 10 ჩემპიონატისა, რომელიც მოვიგე.. მუდამ შავ-თეთრი!

არ ვეთანხმები აზრს თითქოს გამარჯვებულის ვინაობა დიდი ხნით ადრე იყო გადაწყვეტილი.. ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ. ჩვენთვის დახმარების ხელი არავის არ გამოუწვდია.

თითოეული მეტოქე მაქსიმუმს დებდა ჩვენს წინააღმდეგ.. ბევრს არ მოსწონს ეს ყველაფერი, მაგრამ რას ვიზამთ.. ეს ბუნებრივია, რადგან გამარჯვებული ბევრს არ უყვარს.

თუმცა, ფაქტია ჩვენმა საოცარმა გუნდმა ზედიზედ მეექვსე სკუდეტო მოიპოვა.. ამას დაემატა ზედიზედ მესამედ იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელიც კარდიფში გაიმართება!

არასოდეს დაივიწყოთ ვინ ვართ ჩვენ – იუვენტუსი! #Finoallafine
# Le6end

10 thoughts on “ბუფონი:”არასოდეს არ დაივიწყოთ ვინ ვართ ჩვენ!”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.