ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პიკე:”ბუფონმა საკუთარი კარიერით ოქროს ბურთი დაიმსახურა!”

ყველას სურს ბუფონის წარმატება და მის ხელში ოქროს ბურთის ხილვა!

ამჯერად ჟურნალისტების წინაშე ხერარდ პიკე წარსდგა:

“ბარსელონასა და იუვენტუსს შორის გამართული მატჩი უდაოდ განსაკუთრებული იყო.. ერთმანეთის წინაშე თანამედროვეობის ორი დიდი კლუბი წარსდგა.. იტალიელებს საოცარი შემადგენლობა ჰყავთ და განსაკუთრებულ აღნიშვნას ჯანლუიჯი ბუფონი იმსახურებს.. მას ნამდვილად სურს პირველარ კარიერაში ამ ტიტულის მოპოვებას.. ასევე არ იქნება ურიგო თუ დანი ალვეშის ბედნიერ სახესაც ვიხილავთ!

ფინალის ბედს გოლების მცირეოდენი რაოდენობა გადაწყვეტს.. როგორ უნდა დამარცხდეს რეალი? ჩვენ მაგალითად ბურთზე კონტროლს ვამყარებდით და სწორედ ამის შემდეგ ვიწყებდით მოქმედებებს.. იუვე ინსტიქტურად იმოქმედებს.. ისინი, რომ ძლიერები არიან ჩვენთან ორ მატჩიან რაუნდშიც გამოჩნდა.. ბონუჩი, კიელინი და ბარძალი ძალზედ ჭკვიანი ფიგურები არიან.. შედეგად ბარსამ მათი კარის აღება 180 წუთის მანძილზე ვერ მოახერხა, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.

არის თუ არა იუვე მსოფლიოს მოწინავე კლუბთა რიცხვში? უდაოდ! მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობა შეიცვალა ისინი კიდევ უფრო ძლიერები გახდნენ.. ადრე იყო პოგბა, უფრო ადრე პირლო, ახლა კი დიბალა.. მშვენიერი როტაციაა!

ოქროს ბურთი? მესი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა.. ახლა იგი ოქროს ბუცს დაეუფლება და კიდევ ერთ ოქროს ბურთსაც დაიმსახურებს.. თუმცა, ნამდვილად გამიხარდება თუ ამჯერად ჯილდოს ჯანლუიჯი ბუფონი მოიპოვებს. მან მოიგო იტალიის თასი, სკუდეტო და აქვს რეალური შანსი ჩემპიონთა ლიგის თასიც აღმართოს. მან ეს საკუთარი ფანტასტიკური კარიერის გამო დაიმსახურა. კარგი იქნება თუ ლევ იაშინის შემდეგ ოქროს ბურთს კიდევ ერთი კარის დარაჯი დაეუფლება.

სიმართლე გითხრათ იტალია ძალიან მომწონს.. იქაური სტილი მესიმპატიურება, მაგრამ ბარსა იმდენად მიყვარს, რომ სხვა ვერაფერზე ვფიქრობ.. ასე რომ არ ყოფილიყო არაა გამორიცხული ძალები აპენინურ ფეხბურთში მართლაც მომესინჯა.

არ ვიცი ვინ იქნება ჩვენი ახალი თავკაცი, მაგრამ ალეგრიზე ჯერ კიდევ მილანიდან მაქვს კარგი მოგონებები.. იუვეში როგორც მუშაობს ვფიქრობ ამას ყველა კარგად ხედავს”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

რავი, თუკი ვინმე რამე კარგს იტყვის ალბათ გასახარებელია უფრო მაინც :forza:

თუმცა სიტუაციას გააჩნია, როცა მოწინააღმდეგე გაქებს უშუალოდ თამაშამდე, მაგაში შეიძლება არ იყოს პირდაპირი

soni 10
7 years ago

Au pikes naxe ra ubazriaaa)))).aba mashin 30 ro gadacdeba sheidzleba juveshic moxvdes))

soni 10
7 years ago
Reply to  soni 10

Mara es iseti aperistia trk.. Atamashebs)))))

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

არ დაიჯეროთ ამის ნათქვამი რეალის ფანებს აღიზიანებს ამით. მლიქვნელი მაიმუნია ეს :lool: :lool: :lool: :lool: :forza: :forza: :forza:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ბარსაში ინიესტას და ბუსკეცის და ლეოს გარდა ყველა დასახვრეტია პიროვნული გადმოსახედიდან :lool: :lool: :lool: :chuvak: :chuvak: :chuvak: :lool: :lool: :lool: :forza:

soni 10
7 years ago

:lool: :lool:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

პიკე ჯიგარი ხარ

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

Kai kaci yopilxar pike :forza:

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x