მაროტა ერთბაშად რამდენიმე ტრანსფერზე მუშაობს
იტალიური მედიისთვის ცნობილი ხდება, რომ:
ბიანკონერი მოახლოებულ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 125 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავს..
ტურინელები უახლოეს პერიოდში ოფიციალურად დაადასტურებენ პატრიკ შიკის ტრანსფერს.. როგორც ჩანს ფეხბურთელის სურვილმა, რომელიც პაველ ნედვედის აქტიურმა ჩართულობამ გამოიწვია თავისი მაინც გაიტანა.. არადა მისით არაერთი ბობოლა გრანდი ინტერესდებოდა და უფრო სარფიან წინადადებებსაც სთავაზობდნენ..
პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებულია კეიტა ბალდესთან.. ლაციალეში მყოფი შემტევი ტურინში გადმოსვლის შემთხვევაში წლიურად 2.5 მილიონ ევროს მიიღებს.. ახლა ჯერი კლუბებზეა, თუმცა აქ სიტუაცია საინტერესოდ არის.. ბალდეს კიდევ ერთი სეზონი ეკუთვნის ლაციოში, მაგრამ გახანგრძლივებას არც კი ფიქრობს.. თუ ლოტიტოს გარკვეული თანხის აღება მაინც სურს, მაშინ ტურინელთა წინადადებაზე დათანხმება მოუწევს.
მაროტა მზად არის 25 მილიონი გაიღოს დუგლას კოშტას გასაფორმებლად.. ბაიერნი კი ანჩელოტის გადაწყვეტილების მოლოდინშია.. იმ შემთხვევაში თუ კი იტალიელი ტრანსფერს ვეტოს დაადებს, მაშინ მაროტა კოშტას თანაგუნდლეზე – რენატო სანჩესზე დაიწყებს საუბარს.. როგორც ხედავთ იტალიელი მენეჯერი მიუნჰენელთა ორ მოთამაშეზე ახორციელებს დაკვირვებას.
მატეა დე შილიოს საგაც ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება. მოსალოდნელია, რომ მაროტა მის და შიკის ტრანსფერს ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დაადასტურებს.
სანჩესზე რეებს იძახით სირცხვილია … არ ღირს ხო ფულის გადაყრა სანჩესში გადამწყვეტ თამაშებს ვერ თამაშობს :D და იგუაინმა სად რომელ დიდ თამაშში თქვა თავის სიტყვა 94 მილიონი რო გადაიხადეს?
ბარსელონასთან თქვა თავის სათქმელი გოლები გადაახვიეთ და ნახეთ შეტევები როგორ დაიწყო
მეც მინდოდა მაგის დაწერა , მაგრამ ნაპოლისთან თქვა :D
მარკიზიოში 30 მილიონს ჩამოდის ჩელსი, მანჯუკიჩს ბეშიქთაში ეპატიჯება და 7 მილიონს სთავაზობს, ეს ისე სავარაუდო წამსვლელებზე
მინდა 10 ნომრიანი იტალიელი იუვეში, ვერატი საერთოდ არ მეიმედება, იქნებ აგმოაჩინონ იტალიის სერია ადან სკაუტებმა
კინი 2 წელში ან ორსოლინი