იუვემ ფინალისთვის მაისური აირჩია..

ჩემპიონთა ლიგის ფინალი იუვენტუსისთვის დიდი გულისტკივილია:
ასეთ დროს ადამიანები ელემენტარულ “სისულელესაც” კი სერიოზულად აღიქვამენ.. რას ვიზამთ, ეს ხომ ფეხბურთია რომელიც ძალიან გვიყვარს და როდესაც საქმე შენს ფავორიტს ეხება განცდები პიკს აღწევს..
ასე მაგალითად შავ-თეთრი მაისური.. ჩვენი ფერები.. თუმცა, ისტორიას რომ გადავხედოთ სწორედ ამ მაისურით გვაქვს ბევრი ფინალი წაგებული.. ბოლოს ამ დიად ტურნირში გამარჯვებას 96 წელს მივაღწიეთ და მაშინდელ ლიპის გუნდს ულამაზესი ლურჯი ფორმა ეცვა..
იყო მოლოდინი ფანების მხრიდან, რომ ახლა იუვე მეორე ფორმით გავიდოდა.. მაგრამ არა.. ლურჯზე უარი ვთქვით და ფინალში მადრიდელთა წინააღმდეგ შავ-თეთრი მაისურით წავრსდგებით.. მთავარი ფერებით სანუკვარი მიზნისკენ!
სასიამოვნო ნოტაზე დავასრულებ და ვიტყვი, რომ იუვეს ყველა ფინალი შავ-თეთრი მაისურით არ წაუგია.. შორეული 80-იანები გაიხსენეთ.. მიშელ პლატინის თავკაცობით ლივერპული დავამარცხეთ.. მართალია ეს უფრო ტრაგედიასთან ასოცირდება, რომელიც ეიზელის შავ დღეს უკავშირდება, მაგრამ მაინც ფაქტი-ფაქტია!
სხვა მხრივ კი როგორც ზემოთ ავღნიშნე, ეს არის სისულელე და ცრურწმენა.. იუვენტუსი საკუთარ მეტოქეს სათანადოთ მომზადებული და ამბიციური ხვდება.. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი და არა ის ვინ რა ფერის მაისურით იასპარეზებს, ან რომელი ფეხით შევა მწვანე მინდორზე.
შავ- თეთრი ჯობია ამ შემთხვევაში! მიდი იუვე შეჭამე მსაჯრიდის რეალი!

Karoche sadtav exla getyvit ragacas da daimaxsovret. Jve 3-1riali. Golebi khedira, iguaini da bonuchi an kielini.
არ გეთანხმები ვივა მილან. ფორმასთან დაკავშირებით ცრურწმენები წარსულში დარჩა. ეს ახალი იუვეა. რომელიც ახალ მიზნებს ისახავს სულ სხვა მიდგომით. აქ მნიშვნელოვანია ყველა ძველი სტერეოტიპის დანგრევა. აქ ახალი ისტორია იწერება

პენლებში მოვიგებთ ფინალს, ჯიჯი აიღებს 3 პენალს და ოქროს ბურთსაც ჩაიხუტებს
მარსელო და რონალდო გავაჩეროთ დაიგუ და დიბალა უეჭველი შეასრულებენ
აი რატო არ იცმევთ ლურჯს რატო? :დ არ ვარ ცრუმორწმუნე მაგრამ ჩემი გუნდი შესაბამისად ვიტყვი თუ შეიძლება მიუხედავად იმისა რომ მილანი შავწითელია, ჩვენ ფინალებში და ძაან სერიოზულ მატჩებში თითქმის ყოველთვის თეთრი ფორმით გავდივართ რადგან შავთეთრით ნაწვნევი გვაქ მნიშვნელოვანი დამარცხებები… აი თეთრებით 2005 ში კი მართალია წავაგეთ მაგრამ ავანაზღაურეთ მერე და თეთრები მაინც იღბლიან ფერად დარჩა… არ ვიცი როგორ მაგრამ მაროტას გადაურეკეთ და ვაიბერში ხმა მიაწვდინეთ ან რავიცი როგორც გინდათ… უთხარით რომ მაიკის ფერს ძაან დიდი მნიშვნელობა აქ… ფსიქოლოგიური… თან სკუადრა აძურის ფერია და უკანა ხაზი+ჯიჯი გაასმაგებული ცეცხლით გავლენ სათამაშოდ, კონტე რო იყოს ახლა ტრენენრი ცრურწმენის გამო ლურჯით არ გაუშვებდა გუნდს… Read more »
იმიტომ, რომ ლურჯი ფორმის ჩაცმა ნიშნავს შიშს წარსულის გამოცდილებისადმი და ცრურწმენის დამორჩილებას, რაც ფსიქოლოგიურ შებოჭილობას გამოიწვევს… ამით კი ყველაფერზე მაღლა დადგნენ, რაც უშიშრობის გამოვლინებაა და საბრძოლად განაწყობს გუნდს.

პირიქით არარი?
აძურისფერი უგრო მეტ გამბედაობას შეჰმატებს იუვეს არა?
და კიდე რო წააგოთ შავთეთრით ფინალი მერე ხო უეჭველი მაიკას დაბრალდება? :დდ
ხანდახან მიზანი ამართლებს საშუალებას და ცრურწმენის მიხედვით ქმედება დიდი სისუსტე არარი, მთავარი ტიტულია
ცინიზმი არ მახასიათებს მაგრამ ამ 100 მილიონიან შავ მონას და ამ “ერთადერთს” ესე რო უხარიათ ვხალისობ

სუპერ თასზე როგორ მინდააა პოგბააა დავაჩოქოოთ ))
პოგბიტო, ახლა ნამდვილად დაბრუნდი სახლში, იქ სადაც შენი ადგილია

წინასწარ ეგეთი განცხადებებისგან ჯობია თავი შევიკავოთ… იუვე მაშინ არის ძლიერი როცა ვერ აფასებენ სათანადოდ.. ამიტომაც მიხარია რეალის საიტზე შესვლა, იქ ისეთებს ამბობენ რო ვმშვიდდები….
პოგბას რაც შეეხება აჰა აისრულა ოცნება, აწია ევროპის ლიგის თასი

აუ მანჩესტერი აიაქსის პირველ ტაიმს ძლივს გაუძელი აი მეორე ტაიმს საერთოდ არ ვუყურე! ძალიან საზიზღარი ფეხბურთი იყო რა ალბათ უფრო აიაქსმა გააფუჭა თამაში.მეორე ტაიმში რა მოხდა მართლა არ ვიცი
იმედია არც არაფერი დამიკარგავს 
ჩვენი მეტოქეც გაირკვა სუპერფინალში

რეალმა ჩაიცვა მწვანე ზატო

რაის დოლბერგი და სანჩესი))) ძუძუმწოვრები
ჩემი აზრითაც ჯობდა შავ-თეთრი ფორმა ფინალისათვის

ამ ფორმითბოლო თამაშს ვატარებთ და იმედია კარგად აგვამახსოვრდება.