ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინი მიუნჰენს კარდიფის შემდეგ შეხვდება..

იტალიური და გერმანული მედიის მტკიცებით:

ჩემპიონთა ლიგის ფინალური დაპირისპირების შემდეგ იუვეს და ბაიერნის ხელმძღვანელები ერთმანეთს შეხვდებიან..

ბოლო ხანებში გერმანულსა და იტალიურ გრანდებს შორის საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რაც კომანის და ბენატიას ტრანსფერებით გამოიხატება..

შესაბამისად ბიანკონერი კიდევ ერთხელ ეცდება ამ ხელსაყრელი მდგომარეობის გამოყენებას და ბუნდესლიგის მოქმედ ჩემპიონებთან ბრაზილიელი დუგლას კოშტას თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას..

სამხრეთ ამერიკელმა საკუთარი აგენტის მეშვეობით უკვე დააფიქსირა პოზიცია.. მას აღარ სურს დუბლიორობა და ატმოსფეროს გამოცვლა აქვს გადაწყვეტილი..

ბაიერნი არ არის მისი გაშვების წინააღმდეგი, რადგან დუგლასი ანჩელოტის გეგმებში არ შედის, ხოლო მისი ანაზღაურება სათადარიგოთა სკამისთვის ეძვირებათ..

შესაბამისად კარდიფის შემდეგ მაროტა ბაიერნის პირველ პირებს შეხვდება და ტრანსფერის დახურვას შეეცდება.

27 thoughts on “ტურინი მიუნჰენს კარდიფის შემდეგ შეხვდება..

    1. მართალი ხარ მაგრა არ გაუმართლა . მაგრა მწყდება ამაზე გული და როგორ აკლია გუნდს

  1. Zlatanis interviu. მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი “იუვენტუსის” და “რეალის” შეხვედრას გამოეხმაურა.

    “თუ “იუვენტუსმა” “რეალი” დაამარცხა, მაშინ ესპანელები მინიმუმ 1 წლის განმავლობაში ასკეტურ ცხოვრებას უნდა მიეჩვიონ და ხმა არ ამოიღონ. დარწმუნებული ვარ ბუფონი ამ გამარჯვებას არავის დაუთმობს, რადგან აშკარად ჩანს, რომ ეს მისი ბოლო შანსია და არ აქვს მნიშვნელობა მის წინააღმდეგ რონალდო თუ ზიდანი ითამაშებს”, – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

    თუ “ბლანკოსმა” ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მაშინ მადრიდისტები სუპერ თასისთვის ბრძოლაში “იუნატედს” დაუპირისპირდებიან.

  2. პოგბას ტრანსფერზე რაღაც ხდება და დაწერეთ რა სტატიის ან კომენტარის სახით. რატო არ ვისწავლე ეს იტალიური :blin:

  3. და ვის გონა რო მილანი მომავალწელს ვასკვლავებს მოწყვეტავს კესიე და მუსაჩო თი გუნდის ვერ აშენებ და მორატა მაგარაი ჭორი მგონია ტიპს ჩელსდან დაწყებულ ყველა გრანდი ეპატიჟება და მლანს წლები უნდა როგორც უვეს რო გრანდათ ჩამყალბდეს და მორატა გიჟ არაა ამ მლანში გამოიქცეს

  4. მილანის გულშემატკივარივვარ მაგრამ ჰალამადრიდზე ისეთ კომენტარებს წერენ ბუფონზე რო სულ სხვაგან არიან იმენა ფეხბურთის გარდა მგონი სხვა სპორტს უყურებენ. ოქროს ბურთს უკომენტაროდ ჯიჯი იმსახურებს იუვე დამსახურებული ჩემპიონია

  5. კოშტა გუარდიოლას დროს მაგრა თამაშობდა )) ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში ) ანჩელოტისთან რაღაც ვერ არის ) იუვეს გამოადგება ეგეთი ფეხბურთელი ) კრეატივი იქნება დამატებით გუნდში ) ზოგადად კრეატივი ძაან მნიშვნელოვანია ) წელს მაგიტო გვაქვს კაი ბალანსი გუნდში როცა კრეატიული ხალხი გყავს ალვეშის კუადრარდოს დიბალას სახით რომლებსაც ერთი ერთზე შეუძლიათ კაცის მოტყუება და სხვაობის შექმნა ძაან დიდი პლიუსია) მარტო დაცვით თამაშსს ვერ მოიგებ თუ ბურთი ვერ ამოიტანე და თავად ვერ შექმენი ვერაფერი ) კონტეს დროს ბევრი თამაში იყო როცა 0-0 ვთამაშობდით იმის გამო რო გუნდი მომენტებს ვერ ქმნიდა კრეატივის არ ყოლის გამო )
    კეიტა ბალდეს რაც შეეხება ეგეც არაა ცუდი ვარიანტი აქვს მაგ ბიჭს ტექნიკა და შესაძლებოლებები რო დიდი მოთამაშე გახდეს მითუმეტეს იუვეში )
    დეშელიო შემადგენლობას შეავსებს და ეგ იქნება ) ისე ძაან უტვინო მოთამაშეა არანაირი ინტელექტი არ აქ ზონას კარგად იცავს და დაცვით ფუნქციებში არაუშავს მაგრამ მაგის შეტევაში ჩართვა არის საშინელება , პირველ რიგში პადაჩა :D ) დღევანდელ ფეხბურთში კიდე უმნიშვნელოვანესია განაპირა მცველს შეტევაშიც ქონდეს კრეატივი და პირველ რიგში გამიზნული ჩაწოდება , როგორიც ალვეშს და სანდროს )
    ვერატი კიდე ვისაც უკლასო გონია ან წელიწადში ერთხელ უყურებს მაგის თამაშსს ან კიდე ფეხბურთისგან ძაან შორსაა )) მარკო ყველა კომპონენტში ძლიერია მათ შორის შავი სამუშაო )

    1. მაგარი ხარ ძმაო წელიწადჰი ერთხელ უყერებს ფეხბურთს მომეწონა თუმცა ვიცნობ ადამიანის მარტო ლიგის ფინალს უყურებს და იქაც აზრზე არაა რომელი რა დონის კლუბია

  6. მაროტას ძალიან საინტერესო ინტერვიუა ტუტოსპორტთან…

    “ჩვენ ვაშენებთ გუნდს დიბალას ირგვლივ, როგორც დელ პიეროს შემთხვევაში და ის დიდი ხნით დარჩება ჩვენთან.”

    “როგორ ვარჩევთ მოთამაშეებს? გვაქვს 2 გზა – ან მოგვყავს მზა ჩემპიონები, როგორც ალვეში, ხედირა, მანჯუკიჩი, ან ვეძებთ ახალგაზრდა ტალანტებს, რომელთაც ძალუძთ გახდნენ ჩემპიონები. მოთამაშეს ვარჩევთ როგორც ტექნიკური, ასევე ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებით.”

  7. კეტას მირჩევნა ძან კაი იქნება ამის მოვლა იუვეში პახდუ ტოლისო დე შელო ბენტეკურ ჩვენა და დიდ იმდებს ვამყარებ მაგ ბიჭზე შიკი არ უნდა დავთმოთ ლხკო ლენუნა რინკოი ნეტო წამსვლელბი მანდრაგორა მატელო არენდა

  8. ყველაზე მეტად ეს ფეხბურთელები მინდა რომ მოვიდნენ
    მცველები: დე შილიო, ბელერინი
    ნახევარ მცველები: ერიკსენი, კროოსი
    თავდამსხმელები: დოლბერგი
    შემდეგ სეზონიდან ასეთი შემადგენლობით მინდა რომ ვითამაშოთ

    —————————-ბუფონი————————-

    ბელერინი———–ბონუჩი———-კიელინი———-სანდრო

    ———–ხედირა———–კროოსი———პიანიჩი———-

    —————–დიბალა—————ერიკსენი————–

    —————————-იგუაინი————————-

    1. ბეროს გაუმარჯოს,წელს რაღაც ვერ ხარ ფორმაში,ძაან ცოტა გაუშვი და ძაან ცოტა მოიყვანე :chuvak:

  9. პიაცა, დიბალა, ორსოლინი, შიკი, ბალდე, კუარდადო, მანჯუკიჩი, იგუაინი… რაღათ უნდა გუნდს კოშტა… მომავლის გუნდი თუ იწყობა ჯობია ამ სასტავზე ააწყონ

  10. მოიყვათ,მგ პოზიციზე ეს ყველაზე მაგარია დღევანდელ ბაზარზე რომლის ყიდვაც ასე თუ ისე შესაძლებელია თუ ბავარიამ მოინდომა და თვიტონაც.ვერატი და ტოლისო და იფ იფ იფ

  11. კარგი ფეხბურთელია, ძალიან მაგარი ))) ყველას მირჩევნია შემტევებში, უბრალოდ ბაიერნში ბობოლების რეპუტაციას ეწირება

  12. ძაან კარგი ორივე ფლანგზე გამოგვადგება, კოშტა, შიკი, რილორა დავაბრუნოთ და ვინმე მარცხენა მცველი ვიყიდოთ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.