შეშლილი მაქსი:”რა მსურს? იუვეში დარჩენა!”
გთავაზობთ მიმდინარე სეზონში შეშლილი მაქსის უკანასკნელ – სერია ა-ს წინასამატჩო პრესსკონფერენციას:
“ჩვენი მიზანი ამ მატჩზე მარტივია.. უნდა ვეცადოთ შეხვედრა გამარჯვებით დავასრულოთ.. არავინ იცის რა მოხდება ზეგ ან მაზეგ.. როდესაც შენ ახლა გიწევს თამაში, მისთვის მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო და წარმატებას მიაღწიო. სეზონის უკანასკნელი მატჩი მაჟორულ ნოტაზეა დასასრულებელი.
ტოტის უკანასკნელი თამაში? პირველ რიგში ფანტასტიური კარიერის გამო ფრანჩესკო აპლოდისმენტებს იმსახურებს. არ ვიცი ნამდვილად რითი დაკავდება, მაგრამ ვინც ფეხბურთი მაღალ დონეზე ითამაშა კი ხვდება, რაოდენ ბრწყინვალე სპორტში ვიმყოფებით. მისთვის და ქომაგებისთვის ეს დაუვიწყარი წლები იყო.. ორი აზრი არაა, რომ ტოტი რომას ისტორიაში ადგილს სამუდამოდ დაიკავებს.
ვინ იქნება ხვალ სასტარტო შემადგენლობაში? კიელინი არ ითამაშებს.. ბონუჩი, ბენატია, ბარძალი.. სამიდან ორი.. მარჯვნივ ლიხტშტაინერი.. მარცხნივ სავარაუდოდ ასამოა.. ცენტრში ხედირა.. ყოველ შემთხვევაში ამის დიდი იმედი მაქვს.. მას მარკიზიო შეუწყვილდება.
დიახ, კარს აუდერო დაიცავს. არის თუ არა საშიშროება, რომ კიელინი ფინალს გამოტოვებს? არანაირი.. ჯორჯო ფორმაშია უბრალოდ მას ყვითელი ბარათების გამო შეიძლება სუპერ თასი გამოეტოვებინა.. ეს უბრალოდ უსაფრთხოების მიზნით არის განპირობებული.
მანჯუკიჩი? მიხარია, რომ მან იუვესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, ისევე როგორც დიბალამ.. კლუბი სწორ გზაზე იმყოფება და წლიდან წლამდე პროგრესირებს. ასეთ დროს მწვრთნელზე საუბარიც კი არ არის, რადგან მთავარი ჩემპიონების შენარჩუნებაა. იუვე გვარწმუნებს, რომ გათვლას მომავალზე აკეთებს!
მორატას სიტყვები? დიახ, მოვისმინე და მეამაყება მათ გამო! თუმცა, ჯერ ჩვენ ერთმანეთს არ შევხედრილვათ და მომავალზე არ გვისაუბრია. ამ კვირას ბუნებრივია ამისათვის არავის გვცალია. ჩემპიონთა ლიგის ფინალი საკლუბო დონეზე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის! სხვა ყველაფერი მოიცდის. მატჩს შესაბამისი ენთუზიაზმით უნდა შევხვდეთ, მაგრამ ამაზე მოგვიანებით დავილაპარაკებთ.
რაც შეეხება კონტრაქტს.. საჭირო დროს კლუბი მიხმობს და ყველაფერს გადავწყვეტთ. კონტრაქტი ნუ დაგვავიწყდება, რომ 2018 წლის ივნისამდე მაქვს. შესაბამისად მათ აქვთ უფლება ან გამომიძახონ ან არა.. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
ჩემი სურვილი? პირადად მე ტურინში მსურს დარჩენა!
იქონიებს თუ არა ჩემპიონთა ლიგის ფინალი ჩემს მომავალზე ზეგავლენას? არანაირად.. გადაწყვეტილება მიღებული მაქვს და კარდიფის შემდეგ მის დეტალებზე ვისაუბრებთ. საერთოდაც უახლოეს 5 წელიწადზე საკუთარი იდეები მააქვს.. თუმცა, მათზე საუბარს ახლა არ ვაპირებ, რადგან მას დიდი აურზაური მოყვება. ამაზე მოგვიანებით.. ფაქტია უახლოეს ხუთ წელიწადში ჩემი გზა მნიშვნელოვნად შეიცვლება და მეტად განსხვავებული იქნება ვიდრე ახლაა..
შევხვდებით თუ არა ერთმანეთს მომავალ სეზონში? თუ არ გამაგდეს აუცილებლად! ფეხბურთში ასეთი რამ ხშირია.. დღეს კარგი ხარ და ხვალ რა იქნება არავინ იცის. აზრი აქვს დაგროვებულ ქულებსა და გამარჯვებებს.. დანარჩენი ხალხს მალევე ავიწყდება. ფეხბურთი ამიტომაცაა დიდებული.. ერთს საკუთარი აზრი აქვს, მეორეს თავისი და ასე იბადება დებატები.. ფეხბურთში ბევრი შეიძლებაა..”
კაცი მეთხუთმეტე თუ მეთორმეტე ადგილზე იყო და მაშინ არ შეპარვიათ ეჭვი და ახლა ვინ გაუშვებს ამას.
დარჩი მაქს! შენ და იუვე ძალიან მოუხდით ერთმანეთს

მორატას სიტყვები? დიახ, მოვისმინე და მეამაყება მათ გამო! თუმცა, ჯერ ჩვენ ერთმანეთს არ შევხედრილვათ და მომავალზე არ გვისაუბრია.
მორატამ რა თქვა ასეთი. თუ მაროტა იგულისხმება?
ეს რა დადგა,უფრო სწორად იუვემ შექმნა დიდი ალეგრი როგორც არაერთი ფეხბურთელი.ნამდვილი ვარსკვლავების ქარხანაა იუვე და თუ ვინმეს რამე უნდა აქ უნდა მოვიდეს.უამბიციოები შორს იუვესგან

მაგას კიდე ფინალჰი გავიგებთ ალეგრია გენიოსი თუ იუვე ფანტასტიური ამ სეზონჰი
მაგარი ხარ ალეგრი