ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”დროა თასი შინ წამოვიღოთ”

დღეს, ტურინში ჟურნალისტებისთვის ღია კარის დღე მოეწყო.. მასმედიის წარმომადგენელთა წინაშე არაერთი იუვენტინო გამოჩნდა და ასევე ბიანკონერის ოფიციალურმა გვერდმა ვარჯიში პირდაპირ ეთერში შემოგვთავაზა ფეისბუქის დახმარებით:

ამჯერად მასიმილიანო ალეგრის ინტერვიუს გთავაზობთ:

“სანამ დავიწყებდე, მსურს პატივი მივაგოთ 1985 წელს დაღუპულ 39 ადამიანს.. ეიზელის ტრაგედია სრულიად ფეხბურთის ისტორიაში შავ ლაქად დარჩება. არაფერია იმაზე ცუდი, როდესაც შენ ზეიმზე მიდიხარ და იქ ნამდვილი ტრაგედია დატრიალდება.

მიმდინარე კვირა მშვიდად უნდა განვლოთ. შეხვედრას ყოველგვარი ემოციური დაძაბულობის გარეშე უნდა შევხვდეთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ენერგიის ფუჭი დახარჯვა იქნება.. არ მიმაჩნია სწორად რომ იუვენტუსი ფინალში ფავორიტია.. ჩვენი მეტოქე არის რეალი რომელიც უკანასკნელი 4 წლის მანძილზე ფინალში სამჯერ გავიდა! დიახ, ჩვენთვისაც არ არის ეს უცხო, რადგან ბოლო სამ წელიწადში ამ სტადიაზე მეორედ ვიმყოფებით.

ნეგატივს ნეგატივი მოაქვს.. მახსენდება ის წამები, როდესაც აქ მოვედი.. საშინლად ნეგატიური ატმოსფერო სუფევდა.. სიმართლე გითხრათ აქა-იქ მსგავს ახლაც ვგრძნობ.. საუბარი იუვეს კოშმარზე ფინალში.. ექვსი მარცხი.. მოდით მე ასე ვიტყვი – იუვენტუსმა რვა ჩემპიონთა ლიგის ფინალში იასპარეზა და ეს ფანტასტიური ციფრებია! ფინალში გასვლა ბევრ რამედ ღირს და ამის დავიწყება დაუშვებელია. მნიშვნელოვანია საჭირო დროს, საჭირო ადგილას მოხვდე. პირადად მე ეს მატჩი დიდ სიხარულს მანიჭებს და ბუნებრივია კარდიფში მწვრთნელის სკამზე ყოფნა მეამაყება!

მთავარი არის ბალანსის შენარჩუნება.. როდესაც შენ თამაშობ რევანში შეუძლებელია.. შედეგად დიდი ძალები გესაჭიროება, რომ თამაშიდან წამითაც არ გამოვარდე.. თამაშიდან, რომელიც შეიძლება ნებისმიერ წამს შეიცვალოს. სწორედ ამიტომაც გვესაჭიროება ბალანსი.. მნიშვნელოვანია ძლიერი ფსიქოლოგიური ძალის ქონა..

ბერლინის შემდეგ ჩვენ რადიკალურად შეგვეცვალა თვითშეფასება, რაც ასეთ დროს არანაკლებ მნიშვნელოვანი ასპექტია. ეს ყოველივე სიმშვიდეს გგვრის, რადგან გუნდი და მეც მათ შორის ერთად გავიზარდეთ. უკეთ ვისწავლეთ ჩართვა და გამორთვა, რაც დიდი გუნდისათვის ფუნდამენტურია. ეს ფანტასტიური და დაძაბული გზა იყო.. როდესაც უკან მოვიხედავთ, მივხვდებით რომ ბოლო სამ წელიწადში დიდ მიზნებს მივაღწიეთ! იქნება თუ არა ეს ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა? მეორე კი.. პირველი ბერლინში იყო.. ახლა დროა თასი შინ წამოვიღოთ, ან მინიმუმ ყველაფერი გავიღოთ ამ გზის განსავითარებლად..

ზიდანი კომპლიმენტებს იმსახურებს.. სეზონის მეორე ნახევარი სამეფო კლუბმა შესანიშნავად განვლო, რაშიც დიდი წვლილი კაზემიროს დაბრუნებას მიუძღვის. ფრანგმა ნახევარი სეზონში მოახერხა პირველი თასის მოპოვება და ახლა ერთი წლის შემდეგ ისევ იმავე სტადიაზე დაბრუნდა.. ნუთუ ეს შთამბეჭდავი არ არის? ბევრი ასპექტია რამაც შესაძლოა იმოქმედოს სეზონის მსვლელობაზე.. სწორედ ამიტომაც მიმაჩნია, რომ ზიზუ როგორც მწვრთნელი ფანტასტიურია.

არ იყო იოლი 91 ქულის დაგროვება, მაგრამ ბიჭებმა განუმეორებელი სეზონი გვაჩუქეს.. ნაპოლი და რომა გრანდიოზულები იყვნენ, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტად მონდომებულები! ბიჭებმა დიდებული სეზონი განვლეს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი.. მაგრამ ახლა საბოლოო შტურმია გასაკეთებელი.. შაბათს უნდა დავინახო, რომ ჩემს შეგირდებს მეტი მოტივაცია გააჩნიათ ვიდრე რეალს!”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

41 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ეს რეალის ძალიან გულშემატკივარის კომენტარი ამოვიკითხე ერთ ერთ საიტზე კარვახალზეა კიდე საუბარი)))

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

giogio123 გუშინ, 23:20
ამას მოტეხავენ ფეხს როვიცი ეხა !!! ივენტუსი ძანნ დაგეგმილი გუნდია ესე ვუწოდებდი ყველა დეტალს აკვირდებიან მეტოქის და ეს გამორჩელინი არ დარჩებათ !! თუნდაც ბეილის გამოყვანა და ამისი ორივე დიდი ძალაა მაგრამ ყვითელის ფასად მათი ფეხის ტრამვის მიღება უღირთ !! ხვბდებით ალბათ რაც ვიგულისხმე ტრამვიან კარვახალს და ბეილს ჩარრტყავენ ისე რომ ვსო ტრუპია და რა სამაგიეროდ ყვითელი ყვითელი ჩემი ფეხები მაგრამ ეს ტამაშს შეუმსუბეუქებთ ძლიერ მხარეებს გამოაკლებენ და ეგაა ზიდან მთელ გეგმეს ჩაუშლიან

bususa44
bususa44
7 years ago

Juve miawva :forza: :juvee: :forza: :juvee: :forza: :juvee: :forza: :juvee:

GIUVE
GIUVE
7 years ago

ალეგრი უნდა დადო თასი რაა,არანაირი წაგება.მადრიდი(კართაგენი) უნდა დაინგრეს :lool: :forza:

| Newsphere by AF themes.
41
0
Would love your thoughts, please comment.x