პიანიჩი:”რეალს აქვს სისუსტე და ჩვენ მის გამოსაყენებლად მზად ვართ”

გთავაზობთ საკმაოდ საინტერესო ინტერვიუს მირალემ პიანიჩთან:
“ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე საუკეთესო ფეხბურთელები და გუნდები ასპარეზობენ, რის გამოც აქ თითოეული დაპირისპირება უმძიმესია. მუშაობ ყოველდღე და ოცნებობ, რომ აქ წარმატებას მიაღწიო.. საბედნიეროდ ეს შანსი ახლა ჩვენ გვაქვს და ვნახოთ როგორ მოვახერხებთ გამოყენებას. არაჩვეულებრივად გამოვიყურებით და მიუღწეველი ასეთი ფორმიდან გამომდინარე არაფერია.
იუვეში მოსვლისთანავე მივხვდი, რომ როგორც ფეხბურთელი რომაში ჩატარებული ბრწყინვალე სეზონის შემდეგ მოვახერხებდი მეტად განვითარებას.. ეს ასეც მოხდა.. ყოველდღე ვგრძნობდი თუ როგორ ვიხვეწებოდი და ვუმატებდი! ტურინელებმა შთამბეჭდავი პროექტის პრეზენტაცია მოახდინეს, რომელმაც დამიპყრო როგორც ფეხბურთელი..
ორი ტიტულის დაუფლებას უკვე მოვახერხეთ, ახლა ჯერი მესამეზეა.. მისი მოგება ურთულესი იქნება, მაგრამ თითოეულ ჩვენთაგანს სულით-ხორცამდე სწამს, რომ მოახერხებს ამას! გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების.. შედეგის დადება, მიზნის მიღწევა.. აი ეს ყველაფერი ქმნის წლევანდელ სეზონს განსაკუთრებულს. გუნდი არნახულად ერთიანია და თუ მოვახერხებთ ლიგაში გამარჯვებას, ეს უდაოდ იდეალური სეზონი იქნება.
რეალი ლიგის მოქმედი გამარჯვებულია, რომელთა რიგებშიც ფანტასტიური ფიგურები ასპარეზობენ.. ფინალში იოლი მეტოქე არ არსებობს და ჩვენ მსოფლიოს საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულთან მოგვიწევს უძლიერესის გარკვევა. რეალი ყველაზე გამოცდილი გუნდია, რომელსაც ბრწყინვალედ მოეხსენება რას ნიშნავს ლიგის ფინალი..
მძიმე მატჩს ველით, სადაც ბრძოლა თითოეული მილიმეტრისთვის გაიმართება. მატჩისთვის საუკეთესო კუთხით მოვემზადებით, მაგრამ აუცილებელია თითოეული ჩვენთაგანი ბოლომდე დაიხარჯოს. მთავარია სიმშვიდე შევინარჩუნოთ და თამაში ბოლომდე დავრჩეთ. ყველა ის საჭირო მახასიათებელი გაგვაჩნია, რაც თავის მხრივ რეალს.. შედეგად კონცენტრირება არ უნდა დავკარგოთ.
ყველაფერს დეტალები გადაწყვეტენ.. ჩვენ საკუთარ თამაშზე ვიქნებით კონცენტრირებულნი, რადგან ტიტულის შინ მიტანა გვსურს! რეალს ბუნებრივია ისევე როგორც სხვა ყველას, აქვს თავისი სისუსტეები და ჩვენ ვეცდებით მათ გამოყენებას! უფრო მეტიც, მათ გამოსაყენებლად სათანადოთ კარგები ვართ..
ჩვენი თამაში ფორვარდებიდან იწყება.. ალეგრიმ გვთხოვა, რომ მოედანზე ყოფნისას ყველას ყველაფერი გაეღო საკუთარი გუნდისთვის.. ფაქტია, ყველაფერი კარგად მიდის, რადგან ბიჭები 200%-ით იხარჯებიან.. თითოეულისთვის ეს სეზონი საოცარია და გამარჯვება ამ ყველაფრის ლოგიკური დასასრული იქნება”.
მე არ მაინტრესებს სხვები რეალჰი გააჩერეთ მთავარი დანარჩენს მარტო ჯიჯიც ეყოფა ეს მთავარი ვინაა ყველამ იცით
როგორც ჩანს გაშიფრა ალეგრიმ უკვე რეალის სისუსტეები და ცუდი გადაადგილებები…
ამ შემთხვევაში თუ სასწაული არ მოხდა იუვენტუსი პირველ ტაიმს ორი ან სამბურთიანი სხვაობით მოიგებს…
იმედია სტამბულის სინდრომი არ გეცემათ
ვილლი მილან აი რეალურად ამ კაცის კომენტარის გამო შემოვედი :) როგორც ყველა რეალის ფანი და დარწმუნებული ვარ იუვეს ფანების მოწინააღმდეგე გუნდის ფან ზონას აკვირდებით მაგრამ ესეთი კომენტარები რეალის საიტზე ნაღდად არ მინახია :) წალენჯიხას ეთამაშება რეალი ასე მგონია :) 2-3 ბურთიანი მოგება 1 ტაიმში, ბოდიში და რეალობასთან როგორ ვართ? არ ვამბობ რომ არ წაუგია რეალს 3 ბურთით მაგრამ დამიჯერე ფინალში მითუმეტეს თან იტალიური გუნდი ასეთ შემტევ გუნდს ნაღდად 3 გოლს არ გაუტანს :) გისურვებთ თანაბარ, სანახაობრივ და კარგ ფინალს( მოგებას ვერ გისურვებთ ) მაგრამ იუვე რომ 3:0 და 4:0 მომგები არაა ფაქტია თუ იუვემ მოიგო მე მგონია რომ 1გოლი რომც… Read more »
Genacvale dzma sufta safexburto azrovnebit msjelob :))
არ ვარ მე რეალის ფანი ადამიანო :-D
ფინალში იუვესკენ ვარ სულით და გულით… :დ
ჯერ ერთი კალჩოს ჭირდება და მერე მეორე ევროტიტულებით ნამეტანი გაგვასწრებენ და არ მინდა ეგ :-)
აი თითქმის დარწმუნებული ვარ რაც ბარსას გაუჩალიჩა ალეგრიმ იგივეს გაუჩალიჩებს რეალს… პირველ ტაიმში მგონია ზიზუ აზრზეც ვერ მოვა იუვე ისე გაიტანს ორ გოლს და რა ვქნა :დ უბრალოდ ალეს გოლის დაგეგმვა შეუძლია ასე ვფიქრობ და იმიტო ვიძახი ამას…
და ამოკეტვით ფინალში ბერლინში რაც მიიღო იუვემ ყველას ახსოვს… ფინალში შეტევის გარდა მართებული არცერთი გადაწყვეტილება არ არის
Unda movigot
მიდი პია ერთი ჯარიმა შენ შეუჭედე რეალს