სატრანსფერო აურზაური
სულ უფრო და უფრო აქტიურდება სატრანსფერო ფანჯრის თემა:
ლონდონის ჩელსი მოახლოებულ ფანჯრის პერიოდში კიდევ ერთხელ ეცდება ლეონარდო ბონუჩის გაფორმებას.. არისტოკრატები მზად არიან იტალიელ მცველს ანაზღაურების სახით წლიურად 8 მილიონი ევრო გადაუხადონ.. თავად იუვე კი ამ ტრანსფერიდან მინიმუმ 50 მილიონ ევროს მიიღებს. თუმცა, ლეოს არ სურს იუვეს დატოვება და კარიერის გაგრძელებას სწორედ შავ-თეთრთა რიგებში აპირებს.
L’Equipe-ს მტკიცებით მონაკოს შუახაზელ ტომას ლემარუს ტრანსფერისთვის სამი ევროპული გრანდი იბრძვის.. ტოტენჰემი, ატლეტიკო და იუვენტუსი.
FotoMac-ის ინფორმაციით გალათასარაი უახლოეს პერიოდში იუვეს მისი ნახევარმცველის გამო დაუკავშირდება. საგულისხმოა, რომ თურქებს ამ ეტაპზე ყოფილი იუვენტინო იგორ ტუდორი ხელმძღვანელობს.. მათი ინტერესის სფეროში კი განელი კვადვო ასამოა არის მოქცეული.
იაქტიურეთ კარგია
ასა არაა ცუდი იგროკი მაგრამ არაა იუვეს დონის მხოლოდ შემადგენლობის შესავსებად კი ცოდოა და ჯობია წავიდეს
ტუდორ ძმაა წეიყვანე ასამოა… გაჩუქებ დაჟე თუ გინდა
ლიხტა ასა და ლემურა 100% დაგვტოვებს და იმედია კარგი ფეხბურთელებით ჩავანაცვლებთ! ტოლისო დეშილიო ლიროლა :D :D