ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რამოსი:”იუვენტუსი ატლეტიკოს ჰგავს”

სერხიო რამოსმა იუვე ატლეტიკოს შეადარა:

“არ მესმის რატომ გვთვლიან ფავორიტებად.. ეს ასე არ არის.. იუვეს შესანიშნავი გუნდი ჰყავს და მათ ძლიერი მეტოქე უკვე დაამარცხეს!

ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაზე რთული ფინალი იქნება.. გარკვეულწილად ატლეტიკო და იუვენტუსი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან..

იგუაინი? რამდენიმე წელია ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტზე ვიმყოფებით.. ერთმანეთის მიმართ მხოლოდ დადებითი ემოციები გაგვაჩნია და არანაირი აგრესია!

დიბალა? ზონებს შორის იდეალურად მოძრაობს.. მოედნის ხედვა არ დაეწუნება და გოლებიც შესაშურად გააქვს.

ხედირა? ბევრს ეგონა, რომ გერმანელისთვის ფეხბურთი დასრულდა, მაგრამ ჩემპიონები ასე იოლად არ ნებდებიან.. ხედირა იდეალური მაგალითია!

რამდენი ესტუმრება სტადიონს ჩემი ოჯახიდან? დაახლოებით 20 ადამიანი.. სხვათაშორის ბილეთი პიკესაც გავუგზავნე, მაგრამ მას პასუხი არ გაუცია”.

25 thoughts on “რამოსი:”იუვენტუსი ატლეტიკოს ჰგავს”

  1. საინტერესო სეზონი იქნება მომავალ წელს სერია ა-ში. უკვე ბევრი პრეტენდენტი ეყოლება თასს. იუვეს იმდენი მოტივაცია აღარ ექნება და დანარჩენები პირიქით გაათმაგებული ჟინით დაიწყებენ სეზონს. მონატრებული აქვთ სკუდეტო.
    ინტერი კარგი მწვრთნელის ხელში არ უნდა იყოს ცუდი გუნდი. ჯერ ახლანდელი შემადგენლობაც არაა დასაწუნი და მითუმეტეს თუ დაამატებენ 1-2 მაღალი დონის მოთამაშეს.
    მილანმა აგერ მუსაკიო, კესიე გაიფორმა. როგრიგესი, კონტი, ბილია და მორატაც ალბათ მაგათი იქნება. სხვათაშორის ტოლისოც მოუნდათ და თუ იუვემ გადაიფიქრა მაგ ბიჭის ტრანსფერი შეიძლება ეგეც აღმოჩნდეს მილანში. იხოდება და ნელ-ნელა წამოვა ზემოთ ეგ გუნდი.
    რომა და ნაპოლი სულ პრეტენდენტები არიან ბოლო წლებია და გაისადაც ეგრე იქნება.
    ნებისმიერ შემთხვევაში იუვეს დონემდე ჯერჯერობით ვერცერთი ვერ მოვა ამათგან და თუ მოტივაციის ამბავში არ შეექმნა გუნდს პრობლემა მეშვიდე სკუდეტოსაც ვერავინ გამოწიწკნის. მარა რამდენი უნდა მოვიგოთ ზედიზედ :დ :juvee:

    არ დაგავიწყდეთ ამ ზაფხულს იუვეც მოარტყამს ერთი-ორ სერიოზულ ტრანსფერს :forza: :forza:

    1. მილანმა შეიძლება იყიდოს კარგი ფეხბურთელები მაგრამ ასე უცებ გუნდი ვერ ამოიწევს გაუჭირდებათ, სეზონს კარგი სტარტით დაიწყებენ მაგრამ სკამის გამო ჩამორჩებიან ალბათ. მე გამისწორდება თუ ევროპაზე გავლენ და ინტერს ჩამოიტოვებენ. მაგრამ არამგონია შემდეგ სეზონში ასე უცებ ამოიქაჩონ. თუმცა წარმატებებს ნამდვილად ვუსურვებ. ჩვენი სერია ა–ას რეალ მადრიდია მილანი და მე–7 ადგილზე არ უნდა ამთავრებდეს სეზონს

      1. წელს ვინც გამოიჩინა კარგად თავი ზამენაზე გადავლენ და პლიუს ზამენის ხალხს არენდებით მოვაყრით ფეირპლეიზე რომ არ შეგვ*ეს უეფამ :დ
        სკუდეტოს პრეტენდენტი არ ვიქნებით თამამად ვამბობ და კლუბიც ამბობს რომ​მინიმალური მიზნები უნდა დავისახოთ ეტაპეტაპ მივყვეთ…
        გაისად ასეთი ოთხეული მგონია…
        იუვე
        ნაპოლი
        ინტერი
        მილანი
        რომა

        ნუ შეიძლება მეხუთეზეც კი გავიდეთ მაგრამ ევროპა ლიგაზეც გავიბრძოლებთ სად წავა რო :დ

    1. ადრე მირზაანი ერქვა ეხლა მგონი საირმე ქვია, დიდუბეში სამთო ქიმიასთანაა ახლოს

    2. შემოიხედე საირმე ში ( ძველი მირძაანი ) დიდუბის მეტროს მოპირდაპირე მხარეს, წერეთლის გამზირზე, პირდაპირ ცენტრალურ ქუჩაზე, არსად მიხვევ მოხვევა არ არის საჭირო

  2. ნაინგოლანმა 3 გოლს გაგიტანთო კრისტიანო :lool: ვიდეო აქ გადაღებული :lool: აუ ტიპი როგორ ვერ იტანს იუვეს.ასეთი აგრესია არცერთ ფეხბურთელს არ ქონია იუვეს მიმართ როგორც ამას :lool:

    1. ეგ არასრულფასოვნების კომპლექსია. ძალიან უნდა იუვეში მაგრამ იცის რომ ვერ მოხვდება და ამიტომ გვაგინებს. იგივე მოსდის ზემანს. მთელი ცხოვრება იუვეს მწვრთნელობა უნდოდა, ამიტომ სულ გვაკრიტიკებს.

  3. ჰო დიდი მოლოდინია რო თითქოს რეალი რამეს იზამს მაგრამ პირიქით მოხდება მაქსიმუმ 30 წუთის მერე გატყდებიან მუჩაჩოები :forza: :forza: :forza:

  4. ნაკლებად ან არ უნდა გვადარდებდეს ამ შემთხვევაში თუ რა შედარებებს მოიყვანენ და ვის შეგვადარებენ. ან ის კიდე როგორ ფინალს ელიან. ჩვენ უნდა გვჯეროდეს იმის თუ რა არი შესაძლებელი იუვესთვის ღმერთის შეწევნით

  5. ეგრე იფიქრონ ვითომ ატლეტიკოს ვგავართ და ამასობაში შორიდან დავუქნევთ ხელს და ჰოლივუდურად გავუღიმებთ ჩემპიონების სტატუსით :chuvak:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.