ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნედვედი: “შიკი, როგორც იბრაჰიმოვიჩი”

პაველ ნედვედმა შიკი ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეადარა…

ტურინის იუვენტუსის ვიცე პრეზედენტმა, პაველ ნედვედმა, სამპდორიას ფორვარდზე პარტიკ შიკზე ისაუბრა. ჩეხმა თანამემამულე ზლატანს იბრაჰიმოვიჩს შეადარა.

შეგახსენებთ, დიდი ალბათობით ჩეხი ფორვარდი უახლოეს მომავალში ტურინული გუნდის წევრი გახდება.

“შიკმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. ის 1996 წელსაა დაბადებული და უკვე მოასწრო საოცარი მატჩების ჩატარება. ჩვენ ერთადერთი კლუბი არ ვართ, ვინც მისი სამსახურით დაინტერესდა. მას გერმანული, ინგლისური, ესპანური და იტალიური კლუბები აკვირდებიან..

შიკს წინ ნათელი მომავალი ელის. ის მე ზლატან იბრაჰიმოვიჩს მახსენებს. შვედი ზუსტად ასეთი იყო, როდესაც იუვენტუსში მოვიდა. მასაც ჰქონდა მცირე პრობლემები წონასთან, თუმცა იბრამ მალე შეძლო სასურველ კონდიციებში ჩადგომა და მსოფლიო დონის ფორვარდი გახდა..

თუ შიკი ასე განაგრძობს, ის აუცილებლად გახდება ტოპ მოთამაშე. იუვენტუსი? ის ჯერ კიდევ სამპდორიას წევრია..

ლიგის ფინალი? გუნდი მშვიდადაა და ყოველგვარი წნეხის გარეშე ფინალზეა კონცენტრირებული. ჩვენ რეალის წინააღმდეგ კარგი სტატისტიკა გვაქვს და ვიმედოვნებ შაბათსაც არ დავარღვევთ ტრადიციას.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
LB19
LB19
7 years ago

ნედვედს ეხერხება ტალანტების აღმოჩენა. მახსოვს, ჰამშიკიც ევასებოდა თავის დროზე.

juve amor
It’s our time
7 years ago

შიკი შანს იმსახურებს იყოს იუვეში ბევრს ისწავლის სკამზე სამპაში მოედანზე.თან ახალი ტაქტიკა საშუალებას მისცემს ხშირად ითამაშოს უფრო

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x