ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლო: “იუვემ ლიგის ტიტული დაიმსახურა”

ლეგენდარული ანდრეა პირლო მოახლოვებული ფინალის შესახებ საუბრობს…

იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ ანდრეა პირლომ აღიარა, რომ ლიგის ფინალში მის ყოფილ გუნდს დაუჭერს მხარს.

“ფინალში გასვლა მარტივია არაა. გუნდი გაიზარდა და გაძლიერდა. მათი მთავარი მიზანი ლიგის მოგებაა. ეს ფინალი გეგმის ნაწილია. ბერლინში მარცხის და 4 ფანტასტიური წლის შემდეგ დაბნეული ვიყავი, თუმცა მინდა, რომ ჩემმა მეგობრებმა ეს ტიტული მოიგონ. მათ ეს დაიმსახურეს..

უფრო ძლიერი იუვე? რა თქმა უნდა, ახლა გუნდი უფრო დარწმუნებულია საკუთარ ძალებში. 2 წლის წინ, მაშინ როცა ჩვენ ფინალში გავედით, ჩვენი არავის ჯეროდა. ეს იუვე კი გამარჯვებისთვისაა შექმნილი. გუნდი მთლიანად შეიცვალა. ყველა ფეხბურთელს თავის წვლილი შეაქვს: ალვეშიდან დაწყებული, პიანიჩით და მანჯუკიჩით დამთავრებული. იგუაინზე აღარ ვსაუბრობ. იუვეს საოცარი გუნდი ყავს..

არ ვფიქრობ, რომ იუვეს და რეალს შორის დიდი სხვაობაა. ბიანკონერებს ყავთ ძლიერი, მიზანდასახული და დაბალანსებული გუნდი. მათ არ აქვთ მილანის ევროპული დნმ? მხოლოდ გამარჯვებას აქვს მნიშვნელობა. თუ იუვე შაბათს ვერ მოიგებს, ხალხი ლაპარაკს გააგრძელებს, რომ იუვე მხოლოდ შინაურ ასპარეზზე იმარჯვებს..

იუვეს დაცვა რეალის შეტევის წინააღმდეგ? რა თქმა უნდა, იუვე თავს უკეთ იცავს ვიდრე რეალი. ეს მთელი გუნდიდან გამომდინარეობს და არა მხოლოდ მცველებიდან..

ბუფონი? მე მის გამო ბედნიერი ვარ და უფრო ბედნიერი ვიქნები, თუ ოცნებას აისრულებს და ლიგის ტიტულს მოიგებს. მას ეს დაიმსახურა..

ზიდანის პლიუსი მისი ტურინული კარიერა იქნება? მწვრთნელობა თამაშისგან განსხვავდება. როგორც მწვრთნელი, ის მხოლოდ ნაპოლის შეხვდა. ზიდანი კარგად იცნობს ჩვენს მოთამაშეებს და იცის სისუსტეები. რაც შეეხება ალეგრის, მან ბრწყინვალე სამუშაო ჩაატარა. კონტეს წარმატებით შეცვლა მარტივი არაა..

დიბალა? ჩემპიონობა მისი კარიერის ლამაზი დასაწყისი იქნებოდა..

რონალდო? დიახ, ის იუვეს მთავარი პრობლემა იქნება. ბოლო 10 წლის განმავლობაში, პორტუგალიელი მესისთან ერთად ამტკიცებს, რომ საუკეთესოა. ის სრულყოფილი სპორტსმენია.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

იმედია მოვიგებთ ამინ

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

არ ვიცი ზიდანი რას იცნობს და რას არა, ჩვენ გამარჯვება გვინდა და იმედია ასეც იქნება! ფორცა :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x