დანი ალვეშის წერილი
ალვეშის ჩანახატი ჟურნალ Tribune-ს…
“ამ სეზონში, როდესაც იუვენტუში მოვდიოდი, ვგძნობდი, რომ სახლს ვტოვებდი. ეს მე 13 წლის ასაკში გავაკეთე, ასევე 18 წლისას, როდესაც ესპანეთში წავედი და 33 წლის ასაკში, როდესაც იტალიაში მოვედი..
როდესაც იუვენტუსში პირველად ვივარჯიშე, გრნობა დამეუფლა, თითქოს ახალს სკოლაში გადავედი. მთელი ცხოვრება შეტევა მიყვარდა. ახლა კი მოვხვდი ადგილზე, სადაც დაცვა ყველაფრის თავშია. სეზონის დასაწყისში მსურდა იუვენტუსის ფეხბურთელებს გაეგოთ, რომ მე მათ ისტორიას და ფილოსოფიას პატივს ვცემდი..
ერთხელ მივხვდი, რომ მათი პატივისცემა მოვიპოვე და ჩემი ძალის ჩვენება დავიწყე. მე შევხედე მოედნის მეორე ნახევარს და ვთქვი: იქ უნდა წავიდე? შეტევა, შეტევა, შეტევა (კარგი იქნება ცოტა დაცვაც, თორემ ბუფონი ყვირილს დამიწყებს) . ბარსელონაში სხვაგვარად ვთამაშობით. აქ თამაში განსხვავებულია. ეს ჩვენი კოლექტიური ფსიქოლოგიაა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოგვიყვანა. როგორც კი სასტვენის ხმას გავიგებთ, ჩვენ უბრალოდ შევეცდებით გავიმარჯვოთ. გამარჯვება – ეს მხოლოდ მიზანი არაა. არანაირი გამართლება არ არსებობს..
შაბათს მაქვს შანსი მოვიგო ჩემი 35-ე ტიტული 34 წლის ასაკში. ეს ჩემთვის განსაკუთრებული შანსია. მე არ მაქვს დასამტკიცებელი ბარსელონასთვის, რომ მათ შეცდომა დაუშვეს. მათ მე უბრალოდ წასვლის საშუალება მომცეს. მე მომეცა შანსი, კიდევ ერთხელ მომეგო ჩემპიონთა ლიგის ნაცნობი მეტოქის წინააღმდეგ. როგორც ყოველთვის, შევეცდები კრიშტიანო გავაწამო..
მახსოვს, ვარჯიშების დროს მესი ბურთით არანორმალურ რაღაცეებს აკეთებდა, რაც ლოგიკაში არ ჯდებოდა. ის ამას ყოველ დღე აკეთებდა. მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი განსაკუთრებული იყო. ეს იყო ძალიან ინტენსიური სამწვრთნელო სესია. მესიმ თავისი დრიბლინგი გვაჩვენა, ჩამოიშორა მცველი და გაიტანა, როგორც ქილერმა. შემდეგ ის ჩემთან მოვიდა. მე მის ბუცებს დავხედე და გავიფიქრე: ეს ხუმრობაა? მან კიდევ ერთხელ ჩამირბინა: ეს შეუძლებელია. მისი შიპები გაერთიანებული იყო. მხედველობაში მაქვს, რომ მთლიანად გაერთიანებული. ეს ბიჭი მსოფლიოს საუკეთესო მცველების წინააღმდეგ ისე თამაშობდა, თითქოს საკვირაო პარკში დასეირნობდა. ამ მომენტში გავიფიქრე, რომ მე აღარასდროს მომიწევდა მის მსგავსთან თამაში..
დროდადრო ვფიქრობ, რომ ცხოვრება – წრეა. შეხედეთ, მე ვერ გავურბივარ ამ არგენტინელებს. ბარსელონაში მე მყავდა მესი. იუვენტუსში კი არის დიბალა. გენია ჩემს გარშემო ტრიალებს. მე დაწყევლილი ვარ..
ვარჯიშის დროს დიბალაში დავინახე ის, რაც ერთ დროს მესიში. ის მხოლოდ ტალანტი არაა, მე ეს ცხოვრებაში ერთხელ უკვე ვნახე. ეს საოცარი ტალანტია მსოფლიოს დაპყრობის სურვილით.”
ფორზააა იუვეე მიყვარხართ ყველა იუვეს ფანი დღეს თასი ჩვენია გოლი არუნდა გავატატინოთ იმ პირუტყვებს <3
საღოლ დანი, ემოციისგან ცრემლები მომადგა. აბა ღქვენ იცით ბიჭებო გაამწარეთ რონალდუ.
ვიგებთ აუცილებლად არ ინერვიულოთ ეს იუვეააა ბოლობოლო რეალის

Dani shen legenda xar ara marto barcas aramet pexburtis… imedia moigeb kidev ligas… da momavlshi pexburtrli vera mara dabrundebi barcashi
მობჭვიგოთ ნეტა
იუვე იუვე იუვეეეეე!!!!!!!

ძალიან გაგვიჭირდება ასე მგონია. რა 3:0 თუ ძმები ხართ))
ვინმემ იცით,როგორ უნდა დავრეგისტრირდე აქ?