ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტოჰირი: “მინდა იტალიელებმა გაიმარჯვონ”

ინტერის პრეზიდენტი ლიგის ფინალში მხარს ტურინელებს დაუჭერს…

ინტერის პრეზიდენტმა, ერიკ ტოჰირმა პრესასთან საუბარში ჩემპიონთა ლიგის ფინალში იუვენტუსის გამარჯვება ისურვა:

“რა თქმა უნდა, ფინალში იტალიურ გუნდს დავუჭერ მხარს, რადგან ის კარგი გუნდია, რომელიც სერია ა-ს პოპულარობას ეხმარება. რეალი ძლიერი მოწინააღმდეგეა, თუმცა 2ჯერ ზედიზედ ლიგის თასი ისტორიაში არავის მოუგია..

ვიმედოვნებ, რომ ინტერი 3 და მილანის 7 ტიტულის შემდეგ, სერია ა საკუთარ იმიჯს დაიბრუნებს და კვლავ გვასახელებს ევროპულ ასპარეზზე.”

10 thoughts on “ტოჰირი: “მინდა იტალიელებმა გაიმარჯვონ”

  1. რა ტექნიკურად “ჩაგვირტყა” :)))))3 ლიგა რომ აქვს ინტერს და ჩვენ ჯერ არა :))))

      1. ეგ არაფერი ბიჭებო :დ
        თავის თავსაც ჩოურტყა ისე მოუქნელად გამოუვიდა :დ

  2. ისე ობიექტურად რომ შევხედოთ და გავაანალიზოთ, არა როგორც გულშემატკივარის გადმოსახედიდან რას ფიქრობთ ხვალინდელ ფინალზე?! რატომღაც მგონია ძალიან გაგვიჭირდება… ნახევარდაცვა და შეტევა ერთ-ერთი საუკეთესო ჰყავს რეალს. მარსელოც ძალიან მაგრად ერთვება შეტევებში. მე ლიჩნად შეტევაში მანჯუკას იმედი მაქვს მხოლოდ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.