ალეგრი: “ეს ფინალია, ფინალში კი უნდა გავიმარჯვოთ”
მასიმილიანო ალეგრის წინასამატჩო განცხადება…
“ხვალინდელი თამაში – ეს ისაა, რისთვისაც მთელი წელი ვმუშაობდი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა სახლში ტიტულით დავბრუნდეთ..
რეალი ფავორიტია, როგორც მოქმედი ჩემპიონი. თუმცა ჩვენ ვიცით, რა შეგვიძლია და რას მივაღწიეთ. თუ რეალი ჩვენთან თანაბრად ითამაშებს, უნდა ვაჩვენოთ საუკეთესო თამაში..
ძირითადი შემადგენლობა? სათადარიგოთა სკამმა შესაძლოა იმაზე მეტად იმოქმედოს თამაშზე, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება. ეს დამოკიდებულია რეალის სათამაშო სქემაზე. ჩვენ რამდენიმე ვარიანტი ვცადეთ. არის არჩევანი გარეტ ბეილსა და ისკოს შორის. ესპანელი ცენტრში თამაშობს, ბეილი კი ფლანგიდან უფრო ძლიერია..
ეს ფინალია, ფინალში კი უნდა გავიმარჯვოთ. მთელი სეზონი ამ მატჩისთვის მოსამზადებელი ვარჯიში იყო. ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და არ ვიფიქროთ მოწინააღმდეგეზე. რა თქმა უნდა, ტექნიკურ კუთხეს გადამწყვეტი მნიშნველობა ექნება. ფინალი მცირე დეტალებისგან შედგება..
მანჯუკიჩმა კარიერის მანძილზე ბევრს მიაღწია და ეს შემთხვევითი არაა. იგუაინი მიმდინარე სეზონში სენსაციურია. ის ტოპ კლასის მოთამაშეა. დიბალამ საგრძნობლად უკეთ დაიწყო მოედანზე ფიქრი. ალექს სანდრო კი მარსელოსთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო ფლანგელია..
იმაზე ძლიერები ვართ, ვიდრე ეს 2 წლის წინ იყო. უფრო მეტი თვითრწმენა გვაქვს, გაცილებით მეტი. ხშირად არ ხდება, როდესაც 3 წელიწადში გუნდი ფინალში 2-ჯერ გადის”
დღევანდელი დღე იტალიური ტაქტიკის და დისცპლინის დღედ უნდა გამოცხადდეს

პ.ს არამხოლოდ დაცვა, მხოლოდ ეს არ არის იტალიური ტაქტიკა
ცუდია ცუდი, არ გვინდა იუვეს სასარგებლო ინფორმაციები. ყველა რეალს უნდა გულშემატკივრობდეს. აი მაშინ იქნება ნაღდი იუვე.
რაც შეეხება თამაშს არვიცი ალეგრისთვის რას ნიშნავს და როგორ არის, მაგრამ ჩემთვის რაღაც ძაან მნიშვნელოვანი დღეა. რატომღაც ესეთი დაჯერებული არასოდეს ვყოფილვარ. წარმოიდგინეთ მთელი ბავშვობა ამ თასის აღებას ველოდებოდი, 98 წლიდან მოყოლებული 19 წელი გავიდა და დღეს თუ მოიგეს ძაან გამიხარდება, უბრალოდ იმას ვფიქრობ რო კიდე ერთი დიდი რაღაც დაიხურება, როგორც დელპიეროს წასვლლის დროს მოხდა, რაღაცნაირად ჩემი ბავშვობის ძალიან დიდი ნაწილი მაგ კაცთან ერთად წავიდა, ასევეა ეს თასიც.
ძალიან ვნერვიულობ. უხ ერთი დღით მოგვცა ალექსა იფიფიფიფ, რეალის და კასილიასის რისხვა

მეც ეგრე ვარ, მთელი 19წელია ველოდები 97დან ვგულშემატკივრობ ჩემი სათქმელი თქვი, forza juve
ყველა ცნობილი გამოცემა თუ პიროვნება და ყველანაირი გამოკითხვა იუვეს სასარგებლოდაა. საიდან ეგ ინფორმაცია ? :)
აუ ერთმა დაწერა ფორუმზე – რა ცუდი სიზმარი ვნახე ჩემი ბალიშის დდშვციო
მართლა? ეგ კარგია. მე პირიქით იმას ვნერვიულობდი რო ძაან ბევრი ამბობს ჩემს გარშემო იუვეს მოგებას. კარგია იუვეს წინააღმდეგ პროგნოზები, ეგრე უფრო ვთამაშობთ

თითქმის ყველა პროგნოზი, რაც ინტერნეტში ვნახე რეალის სასარგებლოდაა
ნუ გეშინია შაკო, ყველაფერი კარგად იქნება.
ალეგრი მაგარია ტაქტიკურად, ფეხბურთელებიც არავიზე ნაკლები არ გვყავს არცერთ რგოლში რომლებიც მწვრთნელის დავალებას ზედმიწევნიტ ასრულებებ.
ფორცა იუვეეე