ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალვეში:”ფინალში კი არ უნდა ვითამაშოთ, არამედ გავიმარჯვოთ!”

დანი ალვეში ამ მატჩში საკუთარი გუნდისთვის ერთ-ერთი ის ფიგურა იქნება, რომელიც თანაგუნდელების გამარჯვების მოსაპოვებლად პირველი წამიდან უკანასკნელ წუთამდე წაიყვანს:

“სიმართლე გითხრათ საერთოდ არ მაინტერესებს პირადი ჯილდოების რაოდენობა.. ფეხბურთი გუნდური ტიპის სპორტია და თუ ჩემი თანაგუნდელები ბედნიერები არიან, მაშინ მეც მათთან ერთად ვზეიმობ! ყველაზე მეტად ის ფაქტი მომანიჭებს სიამოვნებას, რომ მთელი ეს გზა ჩემს თანაგუნდელებთან ერთად წარმატებით გავიარო.

ეს უნიკალური ფინალია.. იუვესთვის საოცრად მნიშვნელოვანი, რადგან მათ უკვე 21 წელია ამ ტურნირზე არ გაუმარჯვებიათ! რეალთან კი უკანასკნელ ფინალში საერთოდ დამარცხდნენ.. მოედანზე ფენომენალური ფეხბურთელები გამოვლენ, რომელთაც თვალყურს მთელი მსოფლიო მიადევნებს. შედეგად ამ უნიკალური შანსით უნდა ვისარგებლოთ და საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ!

ფინალში კი არ უნდა ითამაშო, არამედ გაიმარჯვო.. ჩვენ ვიცით თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ამას.. შედეგად მთელი ჩვენი სეზონის უმთავრესი მიზნისთვის მაქსიმუმი უნდა გავიღოთ! ეს ყოველივე კი ფეხბურთისადმი დიდი სიყვარულის და პოზიტიური ემოციით გავაკეთოთ.

ეს ალავესი რეალი არ იქნება.. ეს იქნება იუვენტუსი რეალი.. ამ ორ კლუბს შორის გამართულ ადრინდელ ფინალში მადრიდელებმა გამარჯვებას თამაშგარედან გატანილი გოლით მიაღწიეს”.

467 thoughts on “ალვეში:”ფინალში კი არ უნდა ვითამაშოთ, არამედ გავიმარჯვოთ!”

  1. 2006 წლის შემდეგ, ამდენი იმედგაცრუება
    2009 – მარცხი ჩელსისთან მერვედფინალში , 2012 – იტალია ესპანეთის ფინალი , 2013 ბარიასთან წაგება , 2015 – კიდევ ერთი წაგებული ფინალი და შარშან ბარიასთან წაგება , დროა იუვენტუსის და იტალიის ფანებმაც ვიზეიმოთ .
    ბარძალი, ბონუჩი , კიელინი – 2011 წლიდან საუკეთესო დაცვა, არასდროს შემპარვია მათში ეჭვი
    ალვეში და სანდრო – მინიმუმ ამ სეზონში საუკეთესო ფლანგის მცველები . ვიღაცამ სეიძლება თქვას მარსელოო , მაგრამ მე სანდრო მირჩევნია , დაცვის კუთხით ბევრად აღემატება მარსელოს, ნამდვილი ცხოველია, შეტევაშიც მაგარია.
    პიანიჩი -ყოველთვის მომწონდა , ჯერ კიდევ ლიონიდან , მახსოვს რეალს რომ ჯარიმა გაუტანა და გამოაგდო მერვედფინალიდან, ერთი ასეთი დღესაც უნდა იკისროს.
    ხედირა და იგუაინი არ მომწონდა მაგრამ ახლა ჩვენი ბიჭები არიან , გრძელფეხება ხედირა მაგარ ნერვებს მისლიდა იტალია გერმანიის თამაშის დროს
    მახსოვს მანჯუკიჩი რას უშვრებოდა 2013 წელს ბავარიასთან იუვეს მცველებს, საერთოდ იმ ბავარიააში, ყველა რომ გადათელა იმ წელს , მტავარი კაცი მანჯო იყო მაგრამ არ ჩანდა, მხოლოდ იუვე აფასებს ისე ფეხბურთელებს , როგორც იმსახურებენ ..
    დიბალა -ჩვენი მარგალიტი, იუვეს მომავალი.
    და უბერებელი ბუფონი, უკანასკნელი იმ პერიოდის ფეხბურტელებიდან , როცა მე დავიწყე ყურება . როგორ ნევრბე მიშლიდნენ რეალის ფანები , როცა ამტკიცებდნენ კასილასი ბუფონს ჯობიაო, პირდაპირ მაცოფებდნენ, ან რაული დელპიეროზე დიდი ფეხბურთელიაო. ბუფონი ჩემთვის არა საუკეთესო მეკარე , არამედ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, მარადიული ნუმერო უნო.
    წინ იუვე გამარჯვებისკენ !

  2. მარსელოსი და მოდრიჩის მეშინია ყველაზე მეტად, მანჯუმ უნდა მოიგოს დღეს თამაში, ერთი კაი პადაჩა და კარვახალს გადაატენის ბურთს თავზე,

  3. სასაცილოა რეალის საიტი და მითუმეტეს მაგათი გულშემატკივრების 95%. იმიტო ეშინიათ დღეს წაგების რო კულეების დასაცინები არ გახდნენ, არცერთს გახსენებია ის რო გულშემატკივრობა არის შენი გუნდის გამარჯვების ბალეშიკობა და არა ის რო ვიღაცამ ზემოდან არ გადმოგხედოს. მაგიტო მძულს რეალი, სუ ეგეთი ბალეშიკები ყავს, არცერთი ფეხბურთის აზრზე არარის, უბრალოდ ისეთი ხალხი ბალეშიკობს ვისაც სულ მოგებულის პოზიციიდან ლაპარაკი და სხვისი დაცინვა უნდათ.
    ფორზაააააააააა იუვეეეეეეე :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

    1. რო არ იცი გაჩერდი მაინც,ბავშვები არიან ეგენი ბავშვები და არაადეკვატური გულშემატკივრები ყველა გუნდს ყავს.
      ოღონდ რეალს უკბინონ და ჭკუაზე არ არიან რა.

  4. დღეს ცოლმა მითხრა (არადა საერთოდ არაა ფეხბურთის ბალეიშიკი :) ) რას ნერვიულობ, ესენი ისე თამაშობენ, ვერ წააგებენ უბრალოდო :lool: :lool:

    1. მე მითხრა შეყვარებულმა ეგრე… ნუ ნერვიულობ დღეს თასს იუვე აოღებსო… მეთქი მაგაზე კაის დღეს ვერაფერს ვერ მეტყოდი თქო

  5. ბარსელონას ფანი ვარ ხალხო 15 წელია. ბევრს არ ვილაპარაკებ გულით და სულით მინდა რომ იმ მუჩაჩოების წაგებული სახეები ვნახო. ბარსას თქვენმა გუნდამა აჯობა და ალალია თქვენზე და ბუფონზე თასი. მოუგეთ და შეირგეთ. თეთრი ფერი შემაძულეს იმათმა. მოგებას გისურვებთ. დღეს ტურინში ბევრი ბავშვი ჩაისახება გული მიგრძნობს 8)

  6. ზოგი პესიმისტად მიმიჩნევს, მაგრამ რეალისტი ვარ :chuvak: 2 წლის წინ ბარსასთან თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ წავაგებდით, ახლა კი პირიქით, ზედმეტად ძლიერი მიმაჩნია იუვე საიმისოდ რო ლიგა ვერ მოიგოს. ვიმეორებ ძალიან უნდა გაუმართლოს რეალს, რაც იმედია არ მოხდება

  7. მე ძალიან მშვიდად ველოდები ფინალს :) იმიტო არ ვამბობ რო დარწმუნებული ვარ რო მოვიგებთ.ისე ერთ რამეში დარწმუნებული ვარ რო პირველ 30 წუთში გოლს შევაგდებთ.დალშე თუ მოვიგებთ რა ანგარიში წამოვა და ასე შემდეგ არ ვიცი მარა სტატისტიკას რო გადავხედოთ წესით იუვემ უნდა მოიგოს. თან მათ უფრო დიდი წარმოდგენა აქვთ თავიანთ თავებზე.მარსელომ კროსმა და მოდრიჩმა თავდასხმაში თუ იგულავეს წარმდეგენაც არ მინდა რა მოხდება მათ კარში.ჩემი აზრით რეალს მოგების შანსი მარტო იმ შემთხვევაში აქვს თუ ოდნავ უფრო დაკეტილ ფეხბურთს ითამაშებენ.

  8. სკაი სპორტმა დაწერა რო იუვე შესნის ყიდულობს რომალს მეკარეს ) უფრო სწორად არსენალის მეკარეს რომელიც რომაში არენდით იყო ) 16 მილიონს იხდის მაროტა )) და განიხილავენ ჯიჯის შემცვლელად )
    ბუფფონის მერე ვერც ერთ მეკარეზე ვერ იტყვი რო გინდა იუვეს კარის დარაჯი გახდეს )) მაგრამ ეს პოლონელი მეტისმეტია )) დონარუმაზე შენასი არაა მილანი ახალ კონტრაკტს უფორმებს და ხელფასი ექნება 4.5 მილიონი ) პოლონელს 4 მილიონს თავაზობს იუვე ) მოკლედ არ ვიცი სწორია თუ არა ეგ ნაბიჯი , რომაში კარგად გამოიჩინა თავი და შესანიშვანი სეზონი ქონდა ) იუვეში ჯიჯის მერე ვინ არ უნდა მოვიდეს მაინც გუნდს ბევრი დააკლდება სამწუხაროა რო დადგა ის დრო როცა უკვე ჯიჯის შემცვლელზე მოუწია გუნდს ფიქრი ))

    1. ყველაზე დიდ სისულელეს იზავენ მაგას თუ გააკეთებენ ნეტოზე მეტი არაფრით არაა შესნი, ან იტალიაში დაილია ახალგაზრდა მეკარეები?

        1. აი საქმეც მაგაჰია არც ახლა დაგვეძინება და არც ღამე მოვიგებთ სიხარული არ დაგვაძინებს წავაგებთ ხო საერთოდ

    1. მაგარი ჩორტალიოტი რაგისტრაცია არის, სურათიც ძლივს დავაყენე, კაი ხანი ვიჩალიჩე.

    2. არ ინერვიულო მარტო ჰენ არ ხარ მასე მეც ვერ გავდივარ რეგისტრაციას მე პაროლი არ მემდოს იმეილზე

  9. რა პენლებიო რას ამბობთ, დღეს რო პემლებამდე მივიდეს საქმე მანამდე დამემართება გულის შეტევა და რეანიმაციაში ვინ მაყურებინებს ფეხბურთს :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

    1. ამტო უნდა გაიცნო ვინმე კარგი ექთანი გოგო და თხოვო ტელოვიზორი ჰემოგიტანოს მარა იმედია არ მიგივა მანამდე საქმე

    1. Gამარჯობათ გულშემატკივრებოოოოო
      Dგეს რატომგაც მგონია რომ რეალი გოლს ვერ გაიტანს, იუვე კი 2ს
      2-0 ჩემი პროგნოზი

      1. 3 გოლი 2-საც ფულისხმობს. :lool:

        დასადებად მინდა იუვეს 1.5-ზე მეტს 2.80 აქვს კუში, მე მგონი ცუდი ვარიანტი არ უნდა იყოს.

  10. მოუთმენლობით ლამისაა გული წამივიდე. დღეს რო ვნერვიულობა ისე გამოცდების დროს არ მინერვიულია. დღეს გული გამისკდება რა. ფორზაააააააა იუვე ცხოვრების ანესთეზია ხარ! :forza: :forza: :juvee: :juvee:

    1. თამაჰს დაელოდე ძმა მეც ცუდად ვერ მარა თამაჰამდე გული წამივიდეს თამაჰს როგორ ვუყურო მერე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.