ბუფონი: “ეს ის ტურნირია, რომელიც არასდროს მომიგია, რაც სტიმულს მაძლევს”
ფიქრებით ოცნებისკენ…
ყველა ოცნებობს ჩემპიონთა ლიგის მოგებას, თუმცა არის ერთი ადამიანი, რომელსაც შესაძლოა ყველაზე მეტად სურს. ეს იუვენტუსის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონია:
“გამარჯვება უდიდეს სიხარულს მოგვიტანდა, რადგან არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე გრძელი გზის ტიტულით დასრულება..
ასეთ მატჩებში განწყობა ყოველთვის ერთნაირია: ყველა მოტივირებულია და კონცენტრირებული. არის ცოტა შიში და მეტოქის პატივისცემა და ყველა ხვდება მეტოქის შესაძლებლობებსა და ძლიერ მხარეებს. ჩვენ ეს ყველაფერი ხვალ უნდა ვაჩვენოთ, თუ გვსურს წარმატება..
ეს ფინალი ჩემთვის გამორჩეულია, რადგან ჩემს გარშემო ახალგაზრდა მოთამაშეები არიან, რომელთაც ეს ტურნირი უკვე მოიგეს ან ამის გასაკეთებლად წინ კიდევ 4-5 წელი აქვთ. ეს ის ტიტულია, რომელიც მე არ მაქვს, ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებული მატჩია. მინდა, რომ მატჩის შემდეგ არ იყოს მწუხარება..
მოედანზე თავდაჯერებულები გავალთ, მაგრამ ჩვენ ფინალებში გამარჯვების დიდი გამოცდილების მქონე გუნდს დავუპირისპირდებით. მეორე მხრივ, დავთმეთ რამდენიმე ფინალი. იუვე – რეალი, ბრწყინვალე შანსია ყველაფერი გამოვასწოროთ..
ალვეში ჩვენთვის მაგალითია. 39 წლის ასაკში ვერ ვიფიქრებდი, რომ მე კიდევ ბევრ რამეს ვისწავლიდი თანაგუნდელებისგან. ის საოცრად მოტივირებულია, რადგან ისეთი ადამიანები, როგორებიც ალვეში, მესი და რონალდო არიან, არასდროს ნებდებიან.”
რონალდოს შეიძლება გაქონდა გოლები იუვეს კარში მაგრამ ორმაგ დუელს აგებდა,ჯანდაბას დღესაც გაიტანოს მაგრამ იუვემ მოიგოს და იძახონ ბუფონის რისხვააო,თანახმა ვარ
წინ იუვეეე!!!

JUVEEEEE!
JUVEEEEE!
JUVEEEEE!
JUVEEEEE!
მიდით,ბიჭებო!..იუვესთვის!ჯიჯისთვის!დელ პიეროსთვის! ჩვენთვის!..

საჩემპიონო გუნდი გყვავსს წელსს ბიჭებო არ ინერვიულოთ ლიგააა დაიდებააა ფორცააა იუვეეე

იმედია მოიგებ ჯიჯი
ჰალა მადრიდზე როგორც ყოველთვის საოცრებები ხდება სტატიაა გავაზრეე ბუფონის რისხვა რონალდო
დელპიერო რო ჯიმავდა მთEლ რეალს იმას არ წერენ
