ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილი მაქსი:”ჩვენ აქ დავბრუნდებით და გავიმარჯვებთ”

გამწარებული, განრისხებული, მაგრამ მოტივირებული შეშლილი მაქსი:

“ბიჭებმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარეს და ამის გამო მათი მადლიერი ვარ! ფანტასტიური იყო პირველი ტაიმიც, როდესაც გოლი სამწუხაროდ პირველივე დარტყმიდამ გავუშვით..

მეორე ტაიმის პირველ 15 წუთში საკმაოდ გაგვიჭირდა. გაშვებული ბურთის შემდეგ კი როდესაც უფრო აგრესიულები უნდა გავმხდარიყავით, რატომღაც ყურები ჩამოვყარეთ.. ეს არის ასპექტი, რომელიც მომავალი სეზონისთვის აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.

დიახ, კვლავინდებურად იუვეს თავკაცი ვიქნები! მსურს ბოლომდე მივიდე და ამჯერად სტადიონი გამარჯვებულის რანგში დავტოვო. კარგად ვიცით თუ რა უნდა შევცვალოთ.. ცხოვრება გრძელდება!

2-1-მა შეიძლება ითქვას გაგვანადგურა.. რეალის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საოცრად გამოიყურებოდნენ.. მათ გაზარდეს ტემპი და მოახდინეს იმის დემონსტრირება თუ რას ნიშნავს, როდესაც გუნდში ასეთი მაღალი დონის შემსრულებლები გყავს.

სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ ძალების სწორად გადანაწილება.. პირველ 45 წუთში უფრო მშვიდ ტემპში შეგვეძლო ასპარეზობა, მიუხედავად ამისა ანგარიშის გახსნა ნამდვილად დავიმსახურეთ.

ახლა კი დავისვენებთ.. ეს გრძელი და დამღლელი სეზონი იყო.. თუმცა, ცხოვრება გრძელდება და შენ განმეორების შანსი აუცილებლად მოგეცემა.. ჩვენ ფინალში უნდა დავბრუნდეთ!”

25 thoughts on “შეშლილი მაქსი:”ჩვენ აქ დავბრუნდებით და გავიმარჯვებთ”

  1. მაქს რა უთხარი ასეთი ბიჭებს შესვენებაზე?! დემოტივირებულები გამოვიდნენ სასტავი :((((

    1. რომელი ჩინური გუნდის ფანიხარ კაცურად )) იუვეს ემთხვიოს მთელი იტალია ლიგაზე ერთი გუნდით რო არ გადის ევროპა ლიგაზე ჯგუფში რო რჩებით)) თქვე საცოდავებო თქვეენ იუვეს საიტზე რო შემოდიხარ მეშინია მადლი არ გადმოვიდეს შენზე და შენი გუნდი შEმთხვევით ლიგაზე არ მოხვდეს. ხალხი რა დაბოღმილია)) დაიბოღმეთ თქვენს კონკირენტებზე ლაციოზე და საუოლოზე იუვე ბევრად მაღლა დგას მილანურ გუნდებზე თუ ჩინურ გუნდებზე. ბაზა აქვთ მარტო მილანში …

  2. ცენტრ ფორვარდის დადანაშაულება რამეში, როდესაც სხვა რგოლები არეულები არიან არის დიდი შეცდომა. იგუაინს რას ვთხოვდით ფინალში და რა არ გააკეთა? ბურთის დაჭერა? რავიცი მემგონი იჭერდა და თან სად ) ნახევარმცველის პოზიციაზე ცენტრში.. ტიპს არავინ ეხსნებოდა ზონაში რომ რამე ეღონა..

    საგოლე გადაცემა კი დადო პარალელურად )

      1. ნეტავ რატომ ვინტერესდებით ამ დეტალებით )) იხდიან და გადაიხადონ მთავარი ხომ ეგ არ არის)) ქართველმა ტიფოზერიამ უფრო იცის მემგონი ვინ რაში რამდენს იხდის, ვიდრე თვითონ იტალიელებმა ))

        1. აღიარე დათო რომ შეცდომაა იგუაინის ყიდვა. ნაპოლიმ იმენა შეუსრულა მაროტას რა.

  3. რატომ გიყვართ ეს სხვა გუნდის ფანების დაცინვა? ამან ის თქვა ამან ეს თქვა ჰაჰაჰაჰა იძახით მაშინ როცა ფინალში რეალს თურმე 3-0 ს ვუგებდით.ვინ აღმოჩნდა სასაცილო? პატივი ვცეთ რა ყველას მიუხედავად მათი აზრისა.

  4. აქ ხალხი ისეთ ტრანსფერებს ელოდება სიტის გულშემატკივარი მგონია თავი. ყველაფერი კარგად არის, გვჭირდება გაძლიერება მაგრამ არა პანიკურად. რეალურად რესურსის შევსება გვჭირდება ვიდრე ვარსკვლავების გაფორმება. ერთადერთი სუსტი წერტილი ღიპიტა ჩაჯმულაინი გვყავს მაგრამ მაგის გამოცვლას ესენი არ დაიწყებენ, მაქვს იმედი რო მაგას შიკი მოუყომარებს. გუნდში გვჭირდება ისეთი ხალხი რომელიც ჩვენ ბიჭებს კონკურენციას გაუწევს და არა გაპიაარებული მბაპეები და დუგლას კოშტები. მე მჯერა ჩემი გუნდის და მითუმეტეს ალეგრის,ფორზააააააააააააააააააააააააააააააა :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:
    თუ რამე შეგვიძლია დავიწუნოთ ამ ფინალში იყო კონცენტრირება, ძაან ინერვიულეს, განსაკუთრებით დიბალამ, რომელსაც რეალურად უნდა გაეკეთებინა თამაში, წარმოიდგინეთ დიბალამ ვაბშე ვერ ითამაშა, ღიპიტა კიდე სულ ტყუილად იყო, ასრომ ჩათვალეთ თავდასხმის გარეშე უნდა მოგვეგო რეალისთვის, რაც წარმოუდგენელია. როდესაც ასეთ გუნდს ეთამაშები თერთმეტივე კაცმა იდეალურად უნდა ითამაშოს, ისე როგორც ბარსასთან, სამწუხაროდ წელს არ მოხერხდა, სამაგიეროდ ბიჭები კიდე უფრო გაგიჟებულები იქნებიან შემდეგ წელს. არ მჯერა რო ჯიჯი ამ თასის გარეშე წავა :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  5. ეს დუგლას კოშტა რატო გინდათ ბაიერის დაწუნებული ფეხბურთელით გინდათ იუვეს გაძლიერება? ფლანგებზე ბერნარდესკი და სანჩესი ტრეკვარტისტად ჯეიმს რორდიგესი და ცენტრალური ნახევარმცველი ტოლისო ვერატო ან ფაბინიო მონაკოდან მეტი არაფერი ენდომება ამ გუნდს

  6. ალეგრი ვერ მიხვდი რა მოხდა მეორე ტაიმჰი მარა ჯერ კიდე მჯერა ჰენი და სატრანსფერო ბაზარზე თუ კარგად იმუჰავებთ დაიდება ლიგა ჰემდეგ წელს უღონდ ამაზე ბევრად რთული გასაკეთებელი იქნება უკვე წარმატები ჰენ იუვეს და ჩვენ ყველა იუვეს გულჰემატკივარს

  7. ინტერის საიტზე ბოღმისგან რამის გაიგუდოს სასტავი, იუვეს დასცინიან და თვითონ ევროპა ლიაზეც ვერ გადიან მასტები :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.