ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვე, სიყვარულიდან – სიყვარულამდე..

იყო იუვენტუსის გულშემატკივარი ნიშნავს, რომ შავ-თეთრ ფერებს სრულად იზიარებ:

იზიარებ ბედნიერებას და ტკივილს, რომელიც არ გაძლევს მოსვენების საშუალებას.. თითქოს ფიქრობ, რომ ეს მხოლოდ ფეხბურთია და ცხოვრებაში უფრო მეტი სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებია, რომლებიც ნამდვილად საჭიროებენ მეტ ყურადღებას, დროს და ძალისხმევას..

თუმცა, ერთია შენ რას ფიქრობ და მეორეა ის ტკივილი, რომელიც შიგნით ბუდობს, გჭამს და კონცენტრირების საშუალება სხვა საქმეზე არ გაძლევს..

ასე იყო ჩემს შემთხვევაში.. საშინელება, რაც დაიწყო მატჩის მეორე ტაიმიდან ან შესაძლო შინაგანად უკვე მე-11 წუთიდან, როდესაც იუვე უბრალოდ გაქრა მოედნიდან.. გოლი.. მარიო.. ჩემი სუპერ მარიო რომელსაც კბილებით ვიცავდი, მაშინ როდესაც იუვეს ყველა ქომაგი მძორს და საქონელს ეძახდა.. თუმცა, ტიფოზერიას ეს ავიწყდება მალე და საბედნიეროდ ყველამ დააფასა ხორვატის გარდასახვა ამ სეზონში!

მაგრამ რა ხდება შემდეგ.. ვეძებთ დამნაშავეს და ბუნებრივია მსაჯის სასტვენისთანავე ყველა გამოგვყავს დაბალი დონის მოთამაშედ.. არაფრის მაქსინი ალეგრი თავისი დიბალათი და ამბებით.. ნუ ჯუზეპე მაროტას ლანძღვა და გინება სხვა საქმეა..

ნურავის ავიწყდება ის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ არა მასიმილიანო ალეგრი (ძალიან რომ მიყვარს მისი ზედმეტსახელი “შეშლილი მაქსი”) აღწევს საოცარ შედეგს.. მის მიერ შექმნილმა გუნდმა მადრიდის რეალის წინააღმდეგ მატჩის დაწყებამდე ჩაგვისახა რეალური იმედი.. და არამარტო ჩვენ.. სუბიექტურად განწყობილ ფანებს.. არამედ მსოფლიოში იყო ეს აზრი, ელემენტარულად შევხედოთ ტოტალიზატორის კოეფიციენტებს, რომლითაც იუვე ფაქტიურად თანაბრად იდგა რეალთან.. დიახ, ეს მაქსის მიღწევაა.. მისმა ფილოსოფიამ და ერთ გუნდათ შეკრულმა კოლექტივმა გვაფიქრებინა, რომ მისტერი ბიჭებთან ერთად ამას შეძლებდა.. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მაქს! ყველაფრისთვის მადლიერები უნდა ვიყოთ რაც ამ კაცმა ჩვენი გუნდისთვის გააკეთა და იმედი მაქვს მომავალ სეზონშიც ჩვენთან იქნება. “ჩვენ ფინალში დავბრუნდებით და აუცილებლად გავიმარჯვებთ!”- მე მჯერა მისი, რადგან ალეგრი ზუსტად ის ადამიანია რომელიც იუვეს იმ ემოციას აჩუქებს, რომელსაც დიდი ხანია ველით.

დიბალაზე და დანარჩენ ბიჭებზე საუბარი, ლანძღვა და ასე შემდეგ კომენტარის ღირსადაც არ მიმაჩნია. ჩემთვის იუვენტუსის ქომაგი არის ადამიანი, რომელიც რაციონალურად აფასებს სიტუაციას.. მდგომარეობას რაც არის იტალიაში შექმნილი და მხოლოდ ამის შემდეგ გამოაქვს განაჩენი. სუპერ ტრანსფერები, რომელსაც იუვეს ტიფოზერია მატჩის შემდეგ გაყვიროდა და ნახევარი იუვენტუსის გემიდან გადაყრას ითხოვდა, იყო ცხელი გულის გამოძახილი.. პიანიჩიც, ხედირაც, დიბალაც, იგუაინიც არ არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც დაცინვის ობიექტები უნდა იყვნენ ვინმეს მხრიდან.. ამ მოთამაშეებმა მთელი სეზონი ამაღლებულ ნოტაზე ჩაატარეს! გვაჩუქეს ის რასაც ნებისმიერი სხვა ქომაგი ინატრებდა.. გონსალოს კრიტიკა და 90 მილიონზე ჩაციკვლა ცალკე ირონიაა რომელიც გაბრაზებული ქომაგის მორიგი გზაა გაამართლოს სიტუაცია და იპოვოს დამნაშავე..

მახსოვს ამ სეზონის დაწყების წინ როგორი მითქმა მოთქმა იყო.. პოგბას გაყიდვა და ამბებიდან გამომდინარე.. დარწმუნებული ვარ ანალოგიური სცენარი იქნება ახლაც.. მაგრამ ეგ არაფერი.. ჩვეულებრივი ამბავია.. ქართულ სეგმენტშია ჩვეულებრივი, რადგან სიმართლე გითხრათ ანალოგიურად აკრიტიკებენ პერეს, ბარსას მესვეურებს და ასე შემდეგ.. ჩვენ ყოველთვის ყველაფრით უკმაყოფილეობი ვართ.. მალევე გვავიწყდება ის საამაყო რაც აქამდე გაკეთდა. მე ვამაყობ ამ ფეხბურთელებით, ამ გუნდით რომელმაც მთელი ეს გზა ფანტასტიურად გაიარა.. დიახ, წავაგეთ.. უკვე მერამდენედ, მაგრამ ეს ფეხბურთია.. თავისი შეცდომებით, მარცხით, იმედგაცრუებით და გამარჯვებით!

მე ვარ ამაყი და ძალიან ბედნიერი იმ ფაქტით რომ ვარ იუვენტუსის ქომაგი.. იუვენტუსის ქომაგი კი სიკვდილამდე ამ ფერების და იდეოლოგიის მატარებელი იქნება. ყველაზე საოცარი ის არის, რომ ფეხბურთელები ჯეროვნად აფასებენ საკუთარ ქომაგებს და მათ ჩვენზე მეტად ტკივათ ახლა, რადგან უნდოდათ მსოფლიოს შავ-თეთრად შეღებვა.. მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება.. ჩვენთვის მათ გამო სამყარო ისედაც შავ-თეთრია.. ჩვენ კი ძალიან, ძალიან ბევრნი ვართ მთელს მსოფლიოში!

Fino Alla Fine!

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

77 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

იუვემ ვერასდროს რო ვერ მოიგოს ლიგა თქვენ ბოზ დზალათ გუნდ რეალს მაინც ჯობია.

Lasha-2001
ფორზა
8 years ago

ვინმე ისეთი გვინდა ვინც ლიგას მოგვაგებინებს რაა

იუვე
იუვე
8 years ago

მე იუვენტინო ვარ

vakhtang karchava
8 years ago

ჯიჯიზე როგორ მწყდება გული, ეტყობა არაა მისი ბედი ეს თასი… იმდენი ილაპარაკეს ჯიჯი იმსახურებს და ოქროს ბურთი უნდა მისცენონ, მგონი დათარსეს კაცი. იქეთ უეფაც შეშინდა – რომ მოეგოთ, სხვა ვისთვის უნდა მიეცათ? ეს კი ამდენი წლის იგნორირების შემდეგ, შეცდომის აღიარებას ნიშნავდა… რა ვიცი, ვის აწყობდა ჩვენი მოგება?
თითქოს მთელი მსოფლიო რეალისტების გარდა ჩვენ გვქომაგობდა… სინამდვილეში რეალის სიძულვილზე იყო აგებული ეს ყალბი ქომაგობა. ამან უფრო გააძლიერა რეალი (რაც არ გკლავს, გაძლიერებს), ჩვენ კი დაგვასუსტა, რადგან თითქოს დამატებითი მუხტი მოგვცეს, სინამდვილეში კი ჩვენი სუფთა სიყვარულით გაჟღენთილი ენერგია გააზავეს ამოუცნობი, ყალბი ენერგიით…

italia32
იტალია
8 years ago

ჯერ მარტო იმიტო ვერ მოიგებს კაიხანი ჯუვე ლიგას ესეტი სინაგლით რო იგებს სკუდეტოებს და მარტო იმიტო უნდა წააგოს ყველა პინალი რო ჯუვეს ბალეშიკები ნაგლად რო იძახიან რონალდო რო გადაამტვრია წელში იულიანომ და პენალტი არიყოო სინაგლის დონეს ხვდებიით? ))) იმედია ვერასოდეს ვერ ეგირსება ლიგას ეს გუნდი სკუდეტოს რაც შეეხება სანამ რიცოლი თქვენს გვერდითაა ნურაპერზე ინერვიულებთ :lool: :lool: :lool:

vakhtang karchava
8 years ago

შენ არ გასკდე ბოღმისგან და არაფერი გვინდა ჩვენ :lool: :lool:

ყველა გულშემატკივარი სუბიექტურია და ვისაც ჭეშმარიტება აინტერესებს, ფეხბურთში არაფერი ესაქმება.

delpieronedved
delpieronedved
8 years ago

:lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

italia32
იტალია
8 years ago

და რაარი ჩეშმარიტება ჯუვეს ალალმარტალი სკუდეტოები და სუპთა სინდისი? :lool: :lool: :lool: ბოგმა არაპერშუაშია თითქმის მტელი იტალია ზეიმობდა ჯუვეს წაგებას აი ესარი ჩეშმარიტება ცოდვები ყველას მოეკიტხება :lool: :lool:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

axalgazrda adamians ase ram gagifucha nervebi?

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

shenairad datarsa vigacam juve

ფიცხელა
ფიცხელა
8 years ago

ადამიანი ერთხელ კვდება ბოღმა ადამიანი კი იმდენჯერ რამდენჯერაც სხვის წარმატებას გაიგებს, იუვე კი 35-40 თამაშს იგებს სეზონზე ნამეტანი ბევრი მოგივა :lool: :lool: :lool: :lool:

delpieronedved
delpieronedved
8 years ago

მგონი ალეგრი დაგაზავს საფრაგეთშI

vakhtang karchava
8 years ago
Reply to  delpieronedved

რატომ?

alex-97
delpieronedved
8 years ago

2-3 ტოპ დონე ტუ არ მიყიდეს წავალო

vakhtang karchava
8 years ago
Reply to  delpieronedved

ამას ისედაც იყიდიან აუცილებლად, უკვე ითქვა ამაზე. ალეგრიც დარჩება დიდი ალბათობით.

მე
მე
8 years ago

მთელი სეზონის მანძილზე იუვემ დამსახურებულად მოიპოვა პატივისცემა და აღიარება მთელი საფეხბურთო სამყაროსგან. დავბრუნდით იმ ელიტაში, სადაც ჩვენი ადგილია. ყველას გვქონდა იმედი უკეთესი ფინალის, თანაბარი თამაშის და დამსახურებული გამარჯვების, მაგრამ ასეთია ფეხბურთი, უკეთესმა გაიმარჯვა. ეს ის მომენტია, როცა ვერც მსაჯს გადააბრალებ დამარცხებას, ვერც სხვა რაიმე ფაქტორს, გვაჯობეს და დაიმსახურეს ტიტული. იყო საკამათო ეპიზოდებიც, არასპორტული უმსგავსო საქციელიც, მაგრამ შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. სამწუხაროა ასეთი მარცხი, როცა უკეთესის საფუძვლიანი იმედი გაქვს, მთელი სეზონის და პირველი ტაიმის მიხედვით. იმედია შემდეგ წელს მაინც აწევს ჯიჯი თასს და მოიგებს სანუკვარ ტიტულს, თავისთვის, გუნდისთვის, იტალიისა და ტიფოზებისთვის. Forza Juve! სარეკორდო წაგების მიუხედავად, იუვე მაიცნ ჩვენს გულშია და… Read more »

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

iuve yvelas gviyvars, magram problemebis ar danaxva ar sheileba. rac dastesa is moimko brucianma. chavardna iyo satransfero bazarze roca wesieri sashualo donis naxevarmcvelic ver dades. lemina da rinkoni sasjualo donec ar arian. marios sul mjeroda da vambobdi ro yvelaze mebrzoli forvardia.

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

aravis ar gaaxsendeba gundi dadebitad gumdi romelsac porno chautares finalshi. chven iuve vart imitom meti tavmoyvareoba da aqtiuri nabijebi zapxulshi. iguainis gvami ,….

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ეს ფინალი იუვეს ასე არ უნდა წაეგო რეალმა მიწასთან გაასწორა იუვე შემდეგ სეზონში ეხლა იუვე თუ ზედიზედ გავა კიდევ ფინალში და ამჯერად მოიგებეს ეს მისთვის უკვე რამხელა მიღწევა იქნება მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს გრანდები ბაიერნი ბარსელონა და რეალი რომელიც მთავარი ფავორიტები არიან ლიგის

დიბალა 21
დიბალა 21
8 years ago

ტეხავს მაგრად + სირცხვილია 5 ფინალი ზედიზედ. ჯამში 7 ფინალი :blin: :blin: :blin: პენსიონერებით უნდა ლიგის მოგება ახლა ინიესტა მოიყვანეთ :lool:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მაგარი ბიჭი გვეზრდება ორსოლინის სახით…გუშინ დავწეტე 2 შეუფამფალებს ზამბიასთქო მარა წითელმა არია თამაში,ერთი მაინც გაუგორაა….მუნდიალი უნდა მოიგონ და ორსო ბომბარდირიი უფრო თავდაჯერებული გახდება მომავალ სეზონში

alex-97
Delpieronedvedi
8 years ago

Aseti uemocio finali jer ar minaxavs

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ყველაზე მაგრად ის მაოცებს რომ ალეგრი უემოციო იყო ამ სუსტი თამაშის ფონზე,გაყინული სახეები ყველა ფეხბურთელის და არანაირი ბრძოლა და ჟინი,პლუს ამას აგებდნენ და დიბალას მაგივრად ლემინა და ეს ყველაფერი ამშესანიშნავი სეზონის ფინიშზე.არ გამიკვირდება რაღაც სერიოზული ტრანსფერი რეალიდან იუვეში

| Newsphere by AF themes.
77
0
Would love your thoughts, please comment.x