ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვე, სიყვარულიდან – სიყვარულამდე..

იყო იუვენტუსის გულშემატკივარი ნიშნავს, რომ შავ-თეთრ ფერებს სრულად იზიარებ:

იზიარებ ბედნიერებას და ტკივილს, რომელიც არ გაძლევს მოსვენების საშუალებას.. თითქოს ფიქრობ, რომ ეს მხოლოდ ფეხბურთია და ცხოვრებაში უფრო მეტი სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებია, რომლებიც ნამდვილად საჭიროებენ მეტ ყურადღებას, დროს და ძალისხმევას..

თუმცა, ერთია შენ რას ფიქრობ და მეორეა ის ტკივილი, რომელიც შიგნით ბუდობს, გჭამს და კონცენტრირების საშუალება სხვა საქმეზე არ გაძლევს..

ასე იყო ჩემს შემთხვევაში.. საშინელება, რაც დაიწყო მატჩის მეორე ტაიმიდან ან შესაძლო შინაგანად უკვე მე-11 წუთიდან, როდესაც იუვე უბრალოდ გაქრა მოედნიდან.. გოლი.. მარიო.. ჩემი სუპერ მარიო რომელსაც კბილებით ვიცავდი, მაშინ როდესაც იუვეს ყველა ქომაგი მძორს და საქონელს ეძახდა.. თუმცა, ტიფოზერიას ეს ავიწყდება მალე და საბედნიეროდ ყველამ დააფასა ხორვატის გარდასახვა ამ სეზონში!

მაგრამ რა ხდება შემდეგ.. ვეძებთ დამნაშავეს და ბუნებრივია მსაჯის სასტვენისთანავე ყველა გამოგვყავს დაბალი დონის მოთამაშედ.. არაფრის მაქსინი ალეგრი თავისი დიბალათი და ამბებით.. ნუ ჯუზეპე მაროტას ლანძღვა და გინება სხვა საქმეა..

ნურავის ავიწყდება ის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ არა მასიმილიანო ალეგრი (ძალიან რომ მიყვარს მისი ზედმეტსახელი “შეშლილი მაქსი”) აღწევს საოცარ შედეგს.. მის მიერ შექმნილმა გუნდმა მადრიდის რეალის წინააღმდეგ მატჩის დაწყებამდე ჩაგვისახა რეალური იმედი.. და არამარტო ჩვენ.. სუბიექტურად განწყობილ ფანებს.. არამედ მსოფლიოში იყო ეს აზრი, ელემენტარულად შევხედოთ ტოტალიზატორის კოეფიციენტებს, რომლითაც იუვე ფაქტიურად თანაბრად იდგა რეალთან.. დიახ, ეს მაქსის მიღწევაა.. მისმა ფილოსოფიამ და ერთ გუნდათ შეკრულმა კოლექტივმა გვაფიქრებინა, რომ მისტერი ბიჭებთან ერთად ამას შეძლებდა.. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მაქს! ყველაფრისთვის მადლიერები უნდა ვიყოთ რაც ამ კაცმა ჩვენი გუნდისთვის გააკეთა და იმედი მაქვს მომავალ სეზონშიც ჩვენთან იქნება. “ჩვენ ფინალში დავბრუნდებით და აუცილებლად გავიმარჯვებთ!”- მე მჯერა მისი, რადგან ალეგრი ზუსტად ის ადამიანია რომელიც იუვეს იმ ემოციას აჩუქებს, რომელსაც დიდი ხანია ველით.

დიბალაზე და დანარჩენ ბიჭებზე საუბარი, ლანძღვა და ასე შემდეგ კომენტარის ღირსადაც არ მიმაჩნია. ჩემთვის იუვენტუსის ქომაგი არის ადამიანი, რომელიც რაციონალურად აფასებს სიტუაციას.. მდგომარეობას რაც არის იტალიაში შექმნილი და მხოლოდ ამის შემდეგ გამოაქვს განაჩენი. სუპერ ტრანსფერები, რომელსაც იუვეს ტიფოზერია მატჩის შემდეგ გაყვიროდა და ნახევარი იუვენტუსის გემიდან გადაყრას ითხოვდა, იყო ცხელი გულის გამოძახილი.. პიანიჩიც, ხედირაც, დიბალაც, იგუაინიც არ არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც დაცინვის ობიექტები უნდა იყვნენ ვინმეს მხრიდან.. ამ მოთამაშეებმა მთელი სეზონი ამაღლებულ ნოტაზე ჩაატარეს! გვაჩუქეს ის რასაც ნებისმიერი სხვა ქომაგი ინატრებდა.. გონსალოს კრიტიკა და 90 მილიონზე ჩაციკვლა ცალკე ირონიაა რომელიც გაბრაზებული ქომაგის მორიგი გზაა გაამართლოს სიტუაცია და იპოვოს დამნაშავე..

მახსოვს ამ სეზონის დაწყების წინ როგორი მითქმა მოთქმა იყო.. პოგბას გაყიდვა და ამბებიდან გამომდინარე.. დარწმუნებული ვარ ანალოგიური სცენარი იქნება ახლაც.. მაგრამ ეგ არაფერი.. ჩვეულებრივი ამბავია.. ქართულ სეგმენტშია ჩვეულებრივი, რადგან სიმართლე გითხრათ ანალოგიურად აკრიტიკებენ პერეს, ბარსას მესვეურებს და ასე შემდეგ.. ჩვენ ყოველთვის ყველაფრით უკმაყოფილეობი ვართ.. მალევე გვავიწყდება ის საამაყო რაც აქამდე გაკეთდა. მე ვამაყობ ამ ფეხბურთელებით, ამ გუნდით რომელმაც მთელი ეს გზა ფანტასტიურად გაიარა.. დიახ, წავაგეთ.. უკვე მერამდენედ, მაგრამ ეს ფეხბურთია.. თავისი შეცდომებით, მარცხით, იმედგაცრუებით და გამარჯვებით!

მე ვარ ამაყი და ძალიან ბედნიერი იმ ფაქტით რომ ვარ იუვენტუსის ქომაგი.. იუვენტუსის ქომაგი კი სიკვდილამდე ამ ფერების და იდეოლოგიის მატარებელი იქნება. ყველაზე საოცარი ის არის, რომ ფეხბურთელები ჯეროვნად აფასებენ საკუთარ ქომაგებს და მათ ჩვენზე მეტად ტკივათ ახლა, რადგან უნდოდათ მსოფლიოს შავ-თეთრად შეღებვა.. მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება.. ჩვენთვის მათ გამო სამყარო ისედაც შავ-თეთრია.. ჩვენ კი ძალიან, ძალიან ბევრნი ვართ მთელს მსოფლიოში!

Fino Alla Fine!

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

77 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
sandro k
8 years ago

შეტენეს ბიჭებმა !!!!! 20 წლამდელებმა მთელი თამაშია კაცნაკლულები არიან

juve amor
Our time will come
8 years ago
Reply to  sandro k

გოოოოოლ

დათო
დათო
8 years ago

ახალგაზრდულის ლინკი დადეთ რა

DeL_PieRoOo
8 years ago

:forza: :forza: მიყვარხართ ძმებო მუდამ იუვენტუსი მეთი არ არსებობს :* :forza: :forza: :forza: გეგონება შევეგუე ა მ ფინაების წაგებას მაგრამ დროა ჩვენი დრო დადგეს რა ამოვიდა ყელში რა

alex-97
Delpieronedvedi
8 years ago

Tu tops ver deben tadichi mainc iyidon

soni 10
8 years ago

Am saitze xo ver dawer normalurad ra

sandro k
8 years ago

ახალი სეზონიდან ახალგაზრდებს რო მეტი შანსი მისცენ არ იქნებოდა ურიგო თუ ტოპ ტრანსფერებს არ გააკეტებენ სირცხვილია უბრალოდ იტალიის ტოპ გუნდი აგებს და ლემინა შემოდის თამაშის გასაძლიერებლად ნუ რაღაზეა ლაპარაკი…

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ახალგაზრდული რას უბერავს :))))

Our time will come
Our time will come
8 years ago

ორსოლინის კიდევ გაუტანია სღ და 10 კაცით თამაშობენ

BESO BARAMIA
8 years ago

ბევრი მიმართულებით ვეთანხმები სტატიის ავტორს, ფეხბურთელების მიმართ პრეტენზია ფინალში წაგების მიუხედავად- არ მიმაჩნია მიზანშეწონილად!! მაგრამ არ შეიძლება არ აღნიშნოს მისტერ ალეგრის შეცდომა, რომელმაც გუნდი მეორე ტაიმის დასაწყისში რეალისგან განხორციელებული მასიური შეტევების შემხედვარე-არ გადააწყო გუნდი, რამაც მიგვიყვანა კიდეც არასასურველ შედეგამდე. წინა წლების გამოცდილებამ ვერ მოიტანა დივიდენდები, ვერ იქცა მაგალითად. ჩემი პირადი მოსაზრებით, რომელსაც არავის არ ვახვევ თავს-ალეგრი არ არის იუვემტუსის შესაფერისი მწვრთნელი. ვფიქრობ საჭიროა უფრო ქარიზმატული, რისკიანი, არაორდინარულად(ჩარჩოების გარეშე) მოაზროვნე თავკაცი…. ბიანკონერის გულშემატკივარი ვარ აგერ სამ ათეულ წელზე მეტია და მუდამ ასეთი დავრჩები, რამეთუ იუვე არის ერთი დიადი ერთ მუშტად შეკრული ოჯახი, რომლის ფანები გამოირჩევიან სხვა გუნდების ქომაგებისაგან ერთგულებით, თანადგომით, სიყვარულით,… Read more »

soni 10
8 years ago

Texavs ra aseti kaci ligis tasisgareshe ro midis tan qonda shansi didi tan.juventusistvis gardamtexi momenti iyo da chaij….. Yvelam vapshe.liga ro moegot veratic wamovidoda da yvela exla ki sxva temaaa damarcxebulis mentaliteti aqvt.taobac icvleba ukve didi pegburtelebi midian eseni kide did tanxebs ar ixdian da rtulia topi movides exla.es iqneboda benepisi ragac saocreba xalxno warmoidginet iyo barsa tavis tikitakati romelic azarnazerba msoplios da uceb chndeba dVeli italiuri gundi yoveltvis dacviti stilis da shemoaqvs axali stili da ipyrobs mwvervals alegri xo vapshe ze mwvrtnels daudzaxebdnem taqtikos pirvels.exla kide mokvda yvelaperi es agaravis emaxsovreba chven tu gavixsenebt.erti ram vici ra uechveli pegburti… Read more »

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

თუ ეგ ალეგრიმ მართლა ქნა ეგ ყოფილა კაცი. და ვინმემ არ გაამტყუნოთ თუ უარი უთხრეს ხალხის მოყვანაზე და მაგის გამო ადგეა და წავიდა. მანდ ჩანს მწვრთნელის ამბიციურობა. ხმა რომ არ ამოიღოს და სკუდეტოები მოიგოს ხოლმე ხმას არავინ გასცემს იმიტომ რომ მეტი ამბიცია არ აქვს ჩვენს ხელმძღვანელობას. იქნება თბილად მომჯდარი აიღებს ხელფასს, მაგრამ ეგ არ უნდა. უტრაკებს და ჯიგარია. მესამე ზემნაზე იძულებული როა ლემინა შეუშვას ფინალში და თან ამოსაქაჩ ფინალში იმ მწვრთნელის დადანაშაულება არ ვიცი რა როგორ შეიძლება. მიტო არის ხელმძღვანელობა გაყუჩებული, თვითონ კი იციან რომ მართლა მაქსიმუმს აკეთებს ალეგრი, თვითონაც რომ არ ელოდნენ ბოლო 3 წელიწადში 2 ფინალი დადო. ეგაა… Read more »

soni 10
8 years ago

Perisi aris ddd…..mmmm….. Pirovneba yvelaperze wamsvlelia ogond gundi iyos pirveli chveulebrivi mafiozia ze gavleniani.rasac unda imas aketebs tu aseti kaci ar yavs gunds daichagreba gundi ver gaxdeba pirveli.dges pegburti aris puli da damtavrda yvelaperi aq.biznesad gadaaqcies ulamazesi sanaxaoba.mara damtavrda realisxanac ai am tasit vegar gaxdeba kai xani chempioni daimaxsovret chemi sityvebi.moagebines zedized da vso daasveneben exla.iyo barsas xana romlis mzgavsic ar yopila da iyo martla sauketeso da exla realis iyo mcire mara mainc da esec mokvda wlebi vegar miaxzevem shedegs.iwyeba axali xana axali etapi sxva gundebi gamochndebian.

Maradona73
Maradona73
8 years ago
Reply to  soni 10

მეც ეგ პერესის ამბავი მიღრნიდა გულს. ზამთარში თქვა ბოლო სეზონია ჩემთვის და უნდა წავიდეო.

დარწმუნებული ვარ დიდი ფულები ექნებოდა უეფაში თუნდდაც მხოლოდ მსაჯების ლოიალობაში.

soni 10
8 years ago
Reply to  Maradona73

Aba ra dzma masea dzaaan dddd…… Kacia yvelaperze wamsvleli da seriozuli xodebi aqvs uepashic veci aqvs didi. Mara damtavrda reali aq….

Maradona73
Maradona73
8 years ago

ალეგრიმ 8 მილიონი მოითხოვა ხელფასი და მინიმუმ ტოპ ტრანსფერი, შვიდში შწძვდება ბრუციანს და გადაწყდება.

არ უყიდიან და კიდევაც პსჟ-ში, 10 მილიონს სთავაზობენ ხელფასს.

Maradona73
Maradona73
8 years ago
Reply to  Maradona73

2-3 ტოპი

Our time will come
Our time will come
8 years ago
Reply to  Maradona73

ძაან კაიც უთხოვია ეს წუწკები უნდ აგაწუროს ბოლო წვეთამდე.ფერარები კი არა გუნდი გააძლიერონ ბლინ და ვინც წასვლას მოითხოვს ეგრევე ფულადი ჯარიმა,იუვე დუქანი არაა როცა გინდა შეხვალ და გახვალ

soni 10
8 years ago

Karoche ra magrad gamityda es rac moxda koshmaei iyo sruliad sashineleba da uazroba.jer is ro msopliom gaapiara juventusi liga unda moigos ligao seriozuli piari gauketes da gaapavorites realtan da moxda ra daigruza juve da aseti raskladi dajda sashineleba.chvenc vwerdit aq moigebs moigebso magram chven juves gulshematkivrebi vart da gvindoda eg sxva gundis baleshikebic ki kivus baleshikobdnem da jijis tass elodebodnen.es piari iyo agorebuli meti araperi daagruzines xalxs juventusi.daijeret ro iyideba pinalebi daijeret xalxooooooo.milani-liverpooli rat girs jer marto egeti ragac shemtxvevitac arxdeba berluskonim gayida eg tamashi shemdeg ki gaxda premierministri da shemoabruna scenari radgan milanis da berluskonis prestijs sheexo.masam kide eg… Read more »

Our time will come
Our time will come
8 years ago
Reply to  soni 10

კაი რა გაყიდულო ტო გუნდი 21 წელი ლიგას ელოდება, :):)

soni 10
8 years ago

Me saertod vlaparakob brat imas ki ar vidzaxi ro uechveli gaiyidatqo.dges pegburti totalizatoria ai esaa sinamdvile

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ორსოლინი კიდე იგიჯებს თავს მოიყვანონ სასწრაფოდ იტალიური სისიხლი მაინც აქ !!!

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

კარგი იქნება

sandro k
8 years ago

ლამის მარტო თამაშობს მასტი, თან დაიხვეწება ჩვენთან არ უნდა ეს არენდა რა და შიკის გაპიარება კიდე მაგასთან შედარებით. გვჭირდება ჩემპიონები და მომავლის ჩემპიონები მეგონა საქართველოს ნაკრებს ვუყურებდი მეორე გოლის შემდეგ

juve amor
Our time will come
8 years ago

http://worldsport.ge/ge/page/155157_finalis-shishi

ეს წაიკითხეთ საინტერესოა ყველას 90 მილიონი რომ გაქვთ დახვეული თითზე. წაიკითხეთ!

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მერე ეგ რა ჰვაჰია 90 მილიონთან ძმაო კაცურად მითხარი და ვისაც დახვეული აქ ეს კიდე თავისი პრობლემაა

OLD JUVENTUS
OLD JUVENTUS
8 years ago

ჯერ ერთი დახვეული რა შუაშია, როცა სხვა მაგ თანხად ყიდულობს რონალდოს, სუარესს, ნეიმარს, ბეილს, აზარს, ლევანდოსვსკის – შენ არ უნდა ყიდულობდე იგუაინს (ნუ რათქმაუნდა მერე ამათთან ფინალის მოგება თუ გინდა) თუ გრანდი ქვიათ იყიდონ წელს რამენაირად გრიზმანი თუნდაც და ხამესი და დმასგვასბეა გუნდს ფინალისთვის…. რაც შეეხება ფინალების სენს, რომელსაც მე არ ვეთანხმები და … 98 შუ გუნდა ბორუსიასთან წააგო დორტმუნდში რაც საერთოდ არ არის ალოგიკური, და მილანთან წააგო იმის გამო რომ ლიდერი არ ყავდა ფინალში (ნედვედი)… ბოლო ორ ფინალს ყველამ ვუყურეთ და ნამდვილად იმიტომ წააგო რომ 90 ლიმონს იხდიან იგუანში და არა ზემოთ ნახსენებ ფეხბურთლებში, თან ფულს არ დებენ ამ… Read more »

ანონიმური
ანონიმური
8 years ago
Reply to  OLD JUVENTUS

ხოდა იყიდონ მერე ჩვენ ვუჰლით თუ ვინ ძმაო

Our time will come
Our time will come
8 years ago
Reply to  OLD JUVENTUS

აი ვთქვათ დაგიჯერეს შენ და იყიდეს მაქედან რომელიმე და გადაიხადეს 90 მილიონი და ვერაფერი გააკეთოს ნუ მაგ ფასის მაინც ატვეჩაი იქნები?

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მაგათმაც თუ ვერ გაამართლა და მაჰინ რონალდოს და მესის ესინი ვერასდროს იყიდიან მოგვიწევს მაჰინ სულ ფინალით დაკმაყოფილება და მარტო სკუდეტოების რაც ჰეეხება მე ატვეჩაი ვერ გავხდები რადგან იუვეს მფლობელი მე არ ვარ ვინც იყიდის ის უნდა გახდეს

Our time will come
Our time will come
8 years ago
Reply to  OLD JUVENTUS

ხოდა მაგაშია საქმე იმან ის იყიდა იმან იმან ის და აღარ დარცა ბაზარზე ბევრი კლასნი იგროკი ვინც არის ისეთ ფულიან გუნDსი თამაშობს შენი 80 მილიონი მათვის სემიჩკის ფულია,და ისეთი ხელფასები აქვთ შენი 5-6 მილიონზე არ გასუნინებს

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

კარგი მასეა აღარ დარჩა ბაზარზე კარგი ფეხბურთელი აიყვანე ჰენი პრიმავერად ვინც მოგწონს დააყენე ძირითად გუნდჰი იოლ თამაჰებჰი მაინც ითამოჰოს დიბალს მანჯუს ალვეჰის იგუსთან ერთად აგერ ვნახავთ ყველა რა სუპერი ჰედეგები იქნება ყველა ტურნირზე

Our time will come
Our time will come
8 years ago

ის შუაშია რომ იგუანამდე პლატინები ბაჯოები დელპიეროები ზიდანები ინძაგები და სხვა ვარსკვლავები ყავდა იუვეს მაგრამ ფინალებში 1 გოლზე მეტს ვერასდროს იტანდა მოგებაზე რომ არაფერი ვთქვათ. თქვენ კი იგუანი და 90 მილიონი ამოგიჩემებიათ თითქოს დოლარები დაარბოდეს მოედანზე და არა ფეხბურთელი

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

გასაგებია ჰენი აზრი მარა ერთი ახლა ამაზეც გამაცი პასუხი სერია ას იგუს გარეჰეც მოიგებდი და მოიგებ დიდი ჰანსით თან რო იცი ფეხბურთელი რომელიც ლიგაზე ვერაფერს აკეთებს იმაჰი 90 მილიონი რატო უნდა მიცე : გეთანხმები იგუ სულაც არაა ცუდი მარა ლიგაზე ამ ფეხბურთელს რაღაც ჯანდაბა ემართება

juve amor
Our time will come
8 years ago

ხო 24 გოლის გატანას რა უნდა მე გავიტანდი 12 ს და 12 ს შენ :) რა ადვილი ყოფილა თურმე არა? :) სერია ა ში სადაც ყველა შენს წინააღმდეგ კარიერის საუკეთესო თამაშს ატარებს ოღონდ არ გაგამარჯვებინონ.

juve amor
Our time will come
8 years ago

ესეიგი პასუხი არ გაქვს. სერია ა ს ბუფონის გარეშეც მოვიგებდით ლიგაზე რა გააკეთა ბუფონმა ყველაზე საჭირომომენტში ? ესეიგი ბუფონიც ბანძია ხო?

juve amor
Our time will come
8 years ago

კაცურად მითხარი ფინალამდე თუ ასე თუ ისე არაუსავდა იგუს ცოტა გაიტანა მაგრამ მაინც ახლა ფინალის შემდეგ რატომ გახდა ცუდი რადგან 90 მილიონი გადაიხადეს? მაშინ გეკითხები 40 მილიონიანმა დიბალამ რა გააკეთა სანახევრო ანუ ნახევარი ფასის? 2001 წელ ბუფონი 50 მილიონამდე დაჯდა რა გააკეთა ამ ფასის ფინალში რომელ გოლზე იხსნა გუნდი? რა გააკეთა ბონუჩიმ რომელშიც სიტი 60 მილიონს იხდიდა და პრობითად ჩავთვალოთ ყველაზე ძვირადღირებულ მცველად? პასუხს ველი

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

უბედურებაც მაგიჰია რო ფინალჰი მეორე ტაიმჰი ახლაც ვერ გამიგია რა მოუვიდა იუვეს არ ითამაჰა ვერ ითამაჰა თუ რეალმა არ ითამაჰა თუ პირველ ტაიმჰი გათანბრებამ იქონია გავლენა ჰედეგზე ან ალეგრიმ რა დარიგება მიცა ჰესვენებაზე გუნდი იდგა და იმას ვერავინ დამაჯერებს რო რეალი ამდენად მაგარი იყოს მთელი მეორე ტაიმი იუვე გააჩეროს და რაც ჰეეხება 24 გოლის გატანა კი ძალიან ადვილია მაჰინ თუ იგუანი ჰქვია თუნდაც იტალის ტიპის ჩემპიონატჰი

juve amor
Our time will come
8 years ago

კარგი კარგად მეგობარო ვერ ვიკამათებ მასთან ვინც თვლის რომ იგუანზე მეტს ლიგაზე პრიმავერას ფეხბურთელი გააკეთებს. აბა წარმატებები

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ფინალჰი ვერავინ ვერაფერი გააკეთა მეორე ტაიმჰი ვერავინ საერთოდ და რატო არ მინდა დავიჯერო რო რეალი ამდენად ძლიეერია ახლა იუვეზე და ჯიჯისგან მარტო ვერ მოვითხოვ სასწაულს რო გუნდი ვერ თამაჰობდა მეორე ტაიმჰი საერთოდ

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

კარგად იყავი წარმატებები ჰენც

jjj jjj
8 years ago

სუპერ მარიო :love: თუ ამ ზაფხულს სერიოზული მარცხენა ფლანგელი მოიყვანეს, ვეჭვობ ღიპუცას დასვამს სკამზე :yes: ან მეორე ვარიანტია, ეს ისეთი ტემპით მოძრაობს ბბს-ს დაშლის :mrgreen: თუ დაგვისვა ბონუჩი, კიელინი ან ბარძალი სკამზე მერე ნახეთ თქვენ :mrgreen: პოზიციის შეცვლა ძუნძულასთვის პრობლემა არაა და შეიძლება ბუფონის შემცვლელი უკვე გვყავს :lool:

OLD JUVENTUS
OLD JUVENTUS
8 years ago
Reply to  jjj jjj

ეს ბარძალი დასვან ისედაც სკამზე, დროა, და დღესაც სკამზე უნდა ყოფილიყო, ან რა უბედურებაა ბარსას ერთი ტაკტიკით ეთამაშები და რეალს მეორეთი, უფრო დაცვითი სტილით და 4 ბურთს უშვებ მაინც…

Our time will come
Our time will come
8 years ago
Reply to  OLD JUVENTUS

აი ისევ ტაქტიკას აბრალებთ :) ნუ არ ვიცი რა ვთქვა რა უბრალოდ მეღიმება

juve amor
Our time will come
8 years ago

აი იმენა მილიონმა რომ თქვატ იგუანის მოყვანა შეცდომა იყოო მე ერთადერთი ვიტყვი კიდეც და დავწერ კიდეც რომ არაფერი შეცდომაც არ ყოფილა თუნდაც ამ მილიონში გიჟად და ფეხბურთის უცოდინარად გამოვჩნდე,რამდენიც გინდათ წერეთ 90 მილიონიანი იგუანი და ლექსები მიუძღვენით ამ 90 მილიონს

OLD JUVENTUS
OLD JUVENTUS
8 years ago

სიყავარულით ყველას გვიყვარს, მაგრამ სიყვარული ერთია და სწორად შეფასება მოვლენების მეორე.
იგუანი რომ შეცდომა იყო ეგ უკვე დადასტურდა (სერია ა ში მაგ გოლებს იაკუანტი, მატრი, კვალიარელა ან მარკო დივაიო რომ ყოფილიყო ისიც შეაგდებდადა.
მეგა ტრანსფერებს რაც შეეხება, ვისაც ლიგის მოგება უნდა, იგებს და არ ოცნებობს მხოლოდ იგაზე ის აკეთებს ამ ტრანსფერებს და ყიდულობს ლიდერებს.
მეტის დაწერის ნევრები არ მაქვს, ურბრალოდ ხელმძღვანელობამაც უნდა გააკეთოს სწორი აქცენტი და თქვას, როგორ გუნდს აშენებენ, რომ იქნება ასრსენალის დონეზე ლიგის მხრივ თუ ექნება რეალური ამბიცია და არა ოცნება მხოლოდ…

rivaldo
:))))
8 years ago

რაც მთავარია იუვეს აუცილებლად ჭირდება ფსიქოლოგიურად სერიოზულად მოძლიერება. არავის საწყვენინებლად არ ვამბობ, მაგრამ გუნდს არ აქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი.
წელს დავუშვათ რეალს უკეთესი გუნდი ყავს, მაგრამ 97 და 98 წლებში იუვეს ორივეჯერ უკეთესო გუნდი ყავდა, მაგრამ დორტმუნდთანაც და რეალთანაც წააგეს.
იგუანთან ერთად კი არა ზიდანთან, დელპიეროსთან ერთად აქვს წაგებული ფინალები. აქ უკვე პრობლემა არის ფსიქოლოგიური და პირველრიგში ესაა შესაცვლელი გუნდში და მერე სხვა ყველაფერი.
ზიდანზე კაის მაშნ ფიზიკურად ვერ მოიყვანდი მარა მაინც წააგეს 2-ჯერ.
მოგება შეძლეს მხოლოდ მაშნ როცა შეხვდნენ, გამოუცდელი ბავშვებით სავსე აიაქსს და ისიც პენლებში ძლივს მოიგეს.
ესაა იუვეს რეალური პრობლემა და არა სხვა რამე. გამარჯვებულის მენტალიტეტი

juve vinci per noi
juve vinci per noi
8 years ago

forza juve !!!! რა უნდა მოხდეს ჯუვეს სიყვარული რომ გულიდან ამოვიგდო პირიქიტ ყველა მარცხზე უფრო მიყვარდება არც ერთი ტიტული არ მიღირს და მკიდია ყველა ტიტული მთავარია იუვე ღირსება და ბრძოლა . არ ვიცი რა ვერ ვხვდები მარა იუვეში არის ცჰემთვის რაღაც მაგიური რაც ამ გუნდისკენ მიზიდავს და ცხოვრების ნაწილად ხდის ფორზა იუვე ყოველთვის!!!!

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

იუვე თუ ჰეიყვარა იმას გულიდან ვერასდროს ამოიგდებ ასეა ძმაო ტკივილიც გულჰი რჩება სიიხარულიც გულჰი რჩება და ჩვენ იუვეს ბალეჰიკები ამას ერთად უნდა გავუძლოთ მომავლის იმედით იუვე კი მართლა ჩემი გულის ნაწილია

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

დავით ასი პროცენტით მართალი ხარ მარა გავიდა წლები უკვე ჩვენ ისევ სულ მომავლის იმედით გვიწევს ყოფნა და აღარ უნდა დადგეს ეს მომავალი ბოფონი წავა მალა და ეს კაცი ხო იმსახურებს ლიგას მე პირად უკვე 28 წელია ვბალეჰიკობ იუვეს და რაც არ უნდა მოხდეს ასე ვიქნები და იმაჰიც გეთანხმები ნამდვილი იუვეს ბალეჰეკი ჰავ თერთ ფორმას ვერ უღალატებს მე პირად ამ ფორმამ ჰემაყვარე იუვე მხოლდ მერე მივხდი რო ძან სუპერი გუნდის ბალეჰიკი გავხდი და იქ თამაჰობდენ ჩემს დროს როცა დავიწყე ყურება დელპიერო, ჯიჯი, ნედვედი. ეს სამი კაცი იუვეს გულია

ალეკო კოკაია

დავით გეთანხმები,ზუსტად ის დაწერე რაც ყველა იუვენტინოს გულშია,კი ბაატონო მართალი ხარ მაგრამ ფაქტია რო რაღაც შესაცვლელია,ფაქტია რო მარტო უიღბლობა არაა პრობლემა,არა აქვს უკვე მნიშვნელობა ვის გავაკრიტიკებთ,კრიტიკა და ცხელი გულის მოფხანა ადვილია,რეალობას უნდა გაუსწოროთ თვალი.ჩემი აზრით გუნდს ჭირდება ძლიერი ფსიქოლოგი და მოტივატორი.ამ კუთხით კონტე ძალიან ძლიერი იყო და ვფიქრობ ალეგრი ამ კუთხით არც ისეთი ძლიერია.გაიხსენეთ რა თავდასხმა ყავდა კონტეს მატრი ვუჩინიჩი კვალიარელათი ვიგებდით.თუმცა კონტეს ბევრი სუსტი წერტილიც ქონდა და ამაზე აღარ დავიწყებ საუბარს.მოკლედ დარწმუნებული ვარ პირადად მე ალეგრი რო კონტეს გავდეს მაგ კუთხით კარდიფში აბსოლიტურად სხვა შედეგი დაიდებოდა.

სანდრო დგვარელი
სანდრო დგვარელი
8 years ago

დავით, ჭეშმარიტი სიტყვებია. პირველი კომენტარია, რასაც ფინალის მერე ვწერ, ნებისმიერ სოც-ქსელში. გუშინ იმ აზრზეც კი ვიყავი, რომ ბოლო თამაში იყო, რასაც ვუყურე.(ტყუილი, რა გული გამიძლებს). აბსურდია, ყველაფრის ალეგრიზე გადაბრალება, რადგან, რომ მოგვეგო, გენიოსად შევრაცხავდით. იგივე ითქმის ხელმძღვანელობაზე.უბრალოდ ფაქტი ერთია, ნავსია გასატეხი. კაი, ბატონო. იგუაინი ლუზერია ვთქვათ, დიბალა გამოუცდელია და ა.შ. ალვეში? ბუფონი? კიელინი? როდის უთამაშიათ ეგეთი სუსტი თამაში ბოლოს. გატყდება ეგ ოხერი ნავსიც, სად წავა. ასე ერთბაშად ყველაფერზე ხაზის გადასმა არაა სწორი. თორემ მეხუთე წაგებულ ფინალს ვუყურე და ჩემზე მეტად ნამდვილად არ ექნება გული ჩამწყდარი არავის. გინდა წყევლა ეძახეთ, გინდა მაზოხიზმი, ეს იუვეა, რომელიც გვიყვარს. ასე რომ, ამასაც გადავიტან(თ). ჰოდა,… Read more »

aragveli
aragveli
8 years ago

martali xar davit yvelafershi. dzlivs kargi da optimisturi azri movismine. sul landzgva mxvdeba da es imedgacruebis bralia, torem vici sxvebic ase fiqrobt visac pesimisturi da sabraldebo kimentarebi gaqvt. lamis cremlebi momadga :-D

ექსპერტი
ექსპერტი
8 years ago

ძალიან არ მინდა ამ სიტყვების დაწერა მაგრამ ………. პრობლემა თუ არ დავინახეთ მასზე რეაგირებასაც ვერ შევძლებთ. ძალიან მიყვარს იუვენტუსი ძალიან …… სიტყების გარეშე გრძნობით მიყვარს. 35 სკუდეტოთი ყველანი სამართლიანად ვამაყობთ და მეც ვამაყობ, თუმცა არსებობს მედლის მეორე მხარე ამდენი წაგებული ფინალის მერე იუვე ვერაფრით ვერ იქნება გამარჯვებული მენტალიტეტის კლუბი და არც არის!!! ამისი გამოსწორების ერთი გზა არის კლუბს საციცოცხლოდ ჭირდება ჩემპიონები …… მენტალიტეტით ჩემპიონები. ამის მიღწევის ორი გზა არის ან შენვე გამოზარდო ან სატრანსფერო ფანჯრის დროს გადმოიბირო. დარწმუნებული ვარ შემდეგ წელს იუვე ისევე ფინალში გავა. და თუ ჩემპიონები გვეყოლება მოვიგებთ კიდეც.

| Newsphere by AF themes.
77
0
Would love your thoughts, please comment.x