ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნედვედი: “ჰამშიკს “იუვენტუსში” ოქროს ბურთის მოგება შეეძლო”

“იუვენტუსის” ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა აღნიშნა, რომ “ბიანკონერის” ყოველთვის ესიმპატიურებოდა “ნაპოლის” კაპიტანი მარეკ ჰამშიკი და რამდენიმე წლის წინ მის ტურინში გადასვლას ერთი ნაბიჯი აკლდა.
“ორი წლის წინ ჩვენ “ნაპოლისთან” მივაღწიეთ შეთანხმებას მარეკის მომავალთან დაკავშირებით, მაგრამ სლოვაკი “ნაპოლის” კაპიტანი და თითოეული გულშემატკივრისთვის საყვარელი ფეხბურთელია, ამიტომაც ჰამშიკმა დარჩენა გადაწყვიტა.
ვფიქრობ, ის თავის კარიერას “ნაპოლის” მაისურით დაასრულებს. მისი მიზანია გახდეს დიეგო მარადონაზე დიდი ფეხბურთელი ნეაპოლელი გულშემატკივრებისთვის. მე მესმის მისი, მაგრამ თავის დროზე მას რომ “იუვენტუსი” აერჩია დარწმუნებული ვარ “ოქროს ბურთისთვის” იბრძოლებდა. 
ყველაფრის მიუხედავად მას ფანტასტიური კარიერა აქვს და პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას”.

წყარო:corrieredellosport.it

5 thoughts on “ნედვედი: “ჰამშიკს “იუვენტუსში” ოქროს ბურთის მოგება შეეძლო”

  1. კაი ტიპია მარეკი :up: მართლაც რომ დასაფასებელია ასეთი ფეხბურთელები! ნუ მე მერჩივნა გადმოსულიყო, მაგრამ პატივი უნდა ვცეთ მის არჩევანს…

  2. აუ ეს რო მოვიდეს ახლა იუვეჰი ნაპოლის იტალიელი გულჰემატკივარი ალბათ თავს მოიკლავს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.