ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პრემიუმ სპორტი:”იუვეს პირველი სამიზნე ინიესტაა..”

პრემიუმ სპორტის მტკიცებით ანდრეს ინიესტა იუვენტუსის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა:

ბიანკონერი ახალი სეზონისთვის ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავენ და მათი უმთავრესი სამიზნე ანდრეს ინიესტაა.. სამიზნე ერთია, თუმცა რეალობად ქცევა მეორე.. ეს საკმაოდ რთულად მისაღწევი გარიგებაა..

თავის მხრივ ესპანელმა ჯერჯერობით ვერ გადაწყვიტა ღირს თუ არა ბარსაში კიდევ ერთი სეზონით დარჩენა.. იუვე თავის მხრივ დიდი სიხარულით შეხვდება ანდრესის ტურინში გადასვლას.. შესაძლოა მათ ამ საქმეში ინიესტას ყოფილი თანაკლუბელი დანი ალვეში დაეხმაროს..

ალტერნატიულ ვარიანტებად ტოლისო და მატიჩი სახელდებიან.. შემტევ ზონაში კვლავინდებურად აქტუალური რჩება ხამეს როდრიგესის ფიგურა.. თუმცა, ამ უკანასკნელს იუნაიტედი და პსჟ-ც ეპატიჟებიან..

77 thoughts on “პრემიუმ სპორტი:”იუვეს პირველი სამიზნე ინიესტაა..”

  1. იუვეს სატრანსფერო პოლიტიკაზე ვფიქრობდი და აი ეს… https://www.instagram.com/p/BQfFCJdl2Ba/

    რუმენიგემ უნდა თქვას კაცი ვარ და %%ერები მაბიაო… მაროტამაც მიბაძოს და აღორძინდება კალჩო… ნურც დახამდება მაყუთს და ნურც მოჟმოტავს და ძაან ბევრი რამე შეიცვლება არამარტო იტალიაში არამედ მთლიანად ევროპულ საფეხბურთო ბადეში

  2. ოღონდ ეს მოიყვანეთ და თუ არც ამან გაამართლა რავი მერე მე პირადად ვეღარ ვხედავ ვისი მოყვანის იმედი მქონდეს

  3. Zdarova yvelas bichebo me am saitis momxmarebeli didi xania var DA gadavwyvite dges davregistrebuliyavi…RAC shexeba iniestas Ravi ramdenat prodiqtiuli iqneba es ivestvis me piradad vatyob to dzan mouklo DA maqsimum kide orisezoni gaqachos

  4. დი შილიო, შიკი, ნზონზი, დუგლას კოშტა

    ესაა დიდი ალბათობით ჩვენი წლევანდელი ტრანსფერები

  5. ინიესტას ცუდი სეზონი ქონდა წელს ძაან ) ეტყობა რო ფიზიკურად ვერ არის , ტიპი დადიოდა მოედანზე ) მაგრამ მე მაინც მივესალმები ანდრესის მოსვლას კაცი ნამდვილი ჩემპიონია და იტალიაში მოახერხებენ იმდენს რო მინიმუმ 2 წელი მაღალ დონეზე ითამაშოს ) უკეთესი იქნება თუ გუნდი მოახერხებს ისეთი ხალხის შეძენას რომელიც გრძელვადიან პესპექტივაზე იქნება გათვლილი ) ბონუჩი ნამდვილად არ ღირს ამხელა თანხა მითუმეტეს 30წლისაა ) და იუვე ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს :D:D )) მაგრამ ეს არის დამღუპველი პოლიტიკა ხელშეუხებელი ხალხი რო არ გყავს გუნდში ) ბენატია არ არის ის დონე რო მაგას მთელი სეზონი ენდო, კიელინის ტრავმები აქვს ხშირად ) ბარძალი კიდე უკვე ბაბუაა და ყველა თამაშში ვერ დაეხმარება გუნდს )) რუგანის სტაბილურობა აკლია ასაკიდან გამომდინარე ) თან სამ ტურნირზე თუ გინდა წარმატება აუცილებელია როტაცია ) კარგად არის ბონუჩი შეთამაშებული კიელინისთან და ბარძალისთან ასე რომ არანაირ გასად არ მივესალმები მაგის გაყიდვას ) მერე დაიწყება აფსურდის თეატრი, ინგლიშში უნდოდა თამაში და რა გვექნაო პლიუს კაი ფული გავაკეთეთო და საბოლოოდ ტაშსს დაუკრავენ მაროტას ) მერე ნუ გექნებათ ლიგის მოგების პრეტენზია ნურავის ! ამ შემადგენლობიდან ძირითადს ვგულისხმობ არავინ არაა გასაყაიდი არანაირ ფასად , უნდა გააძლიერონ სუსტი რგოლები და დაამატონ ხალხი ) იგივე პოლიტიკა თუ გაგძელდა ეგაა წინსვლა ? გაყიდე ბონუჩი 50 მილიონად და მაგ ფულით იყიდე ძონძი და ბალდე კეიტა )) შევსებას აკეთებ ნახევარდაცვაში მაგრამ დაცვას ასუსტებ ) პასი რო არავის გამოდიოდა ფინალში ბონიჩიმ გაუკეთა ზუსტად პასი სანდროს რის შედეგადაც გოლი გაიტანა მანჯუკიჩმა ) რეალს ვარანი 4 წელი სკამზე ყავდა და არავის მოდნომებია მისი ყიდვა იმნიტო რო იცოდნენ აზრი არ ქონდა მაგაზე საუბარს მადრიდელებთან ) იგივე რამოსი ან სხვები ხელშეუხებელი ხალხია ) მაგიტო მოიგეს 4 წელში 3 ლიგა ) რეალის ფინანსებს არ ვადარებ იუვეს მაგრამ იუვესაც აქვს იმის ტრა.კი რო ყოველ წელს ლიდერები არ გაყიდოს და შეინარჩუნოს წამყვანი ფიგურები ) უბრალოდ მეტი თავმოყვარეობაა საჭირო ) მითუმეტეს გაფარჩაკებული ფინალის შემდეგ )

    1. ინიესტას დონის ფეხბურთელი სადაც არ უნდა მივიდეს ყველგან გამოადგება გუნდს მაგრამ ეგეც მართალია 2 წლის მერე იმავე პოზიციაზე კაცი იქნება საძებნი ან გასაზრდელი. ლიგის პრეტენზია როცა გაქვს ყველაფერი უნდა გამოიყენო ფეხბურთელის დასარჩენად. ფული ავტორიტეტი, ახალი ფერარი სახლი წყნეთში, ვილა სიღნაღში და ა.შ. სანჩესს 20 მილიონს უხდის არსენალი რომ დარჩეს. ვიდალის პოგბას ტიპის ფეხბურთელებისთვის ეგ რომ შეეთავაზებინათ მინიმუმ 2 სეზონი დარჩებოდნენ დარწმუნებული ვარ. რაიოლასაც თუ ამოუვსებდნენ პირის ღრუს ეგეც გაჩერდებოდა ცოტა ხანი.ბონუჩის ახლა გაშვება არის დაღუპვა. იმიტორო ავტორიტეტია გუნდში ჯიჯისთან ერთად და მაგის ნორმალურად შემცვლელი გაისად არავინ არ არის. კიელინის გარდა ჩვენს არცეთ მცველს არ აქვს სწორი აგრესია რაც აუცილებელია და მაგის მახასიათებლების კაცის გაშვება პოგბას წასვლაზე უარესი დარტყმა იქნება იუვეს პრესტიჟისთვის და გასახდელისთვისაც

      1. იქნებ პირიქითაა. ბონუჩის არა აქვს სათამაშო აგრესია, როგორც კიელინის და აიჭრება ხოლმე გადამწყვეტ მატჩებში. ადრეც შევამჩნიე ეს, მარა არ მინდოდა თქმა… რეალთან ხო რამდენი შეცდომა დაუშვა. ბარსასთან მთამაში დამთავრებული არ იყო და მესის დასდევა მაისურისთვის და კი მიასვა ჯორჯომ… ალეგრის კატეგორიული მოთხოვნაა ეგ, როგორც ამბობენ…

        1. ჰო მეც ეგ ვიგულისხმე კიელოს გარდა აგრესიულად ვერავინ თამაშობს იუვეში უკან უკან გარბიან ფორვარდი როცა უტევს არადა იმისი უნდა ეშინოდეთ მცველმა ფეხები არ მოგვატეხოსო :chuvak: ბონუჩიც ეგეთი ფართხალაა, თუმცა სხვა კარგი მახასიათებლები აქვს და ტეხავს ახლა მაგის წასვლა

  6. გასაშვებია:
    ლიხშტა ლემინა ასამოა რინკონი ბენატია სტურარო იგუაინი ნეტო
    მოსაყვანია:
    კალდარა კონტი ორსოლინი დეშილიო ხამესი მორატა კოშტა სანჩესი მერეტი დიმარია ვერატი

        1. თუ რაიმეზე პრეტენზია აქვს იუვეს ტოპ ტრანსფერები უნდა დაიდოს,ესაა რეალობა.
          p.s.ისე მანჯუკიჩში რო 18 მილიონია გადახდილი და ტინკივინკიში 90 მაგრა მეცინება მაგაზე :lool:

  7. იუვენტუსმა თავი თუ არ დაიფასა რაიოლა კინსაც ისევე აგვწაპნის როგორც პოგბას. ბელგიაში გაშვება კი არა მისცენ სათამაშო დრო, არ მოაცილონ გუნდიდან 25000-ათასის მაგივრად დაუნიშნონ 1.5 მილიონი და დიბალას ზამენად დააყენონ ერთი წელი ასე თუ ისე აქვს მსგავსი მახასიათებლები. მაგრად აკლია იუვეს მოჯის კლასის და დუხის მქონე მენეჯერები. ისე ამდენ ფორვარდს და ვინგერს რატო დასდევენ ვერ ვხვდები: კოშტა, ბერნარდერსკი, ორსოლინი,ბერარდი, კეიტა, როცა კუადრადო და პიაცა გვყავს. ზამენად რომ დასვა მაინც ბევრი ხალხი გამოდის. ორი ცენტრ-ფორვარდი გვყავს და შიკს ეჩალიჩებიან. კოშტა რომ იყიდონ და პიაცა ზამენაზე გაუშვან იქით კუადრადო კეიტას დუეტი. მაშინ ჰიგუაინი მანჯუკიჩიდან ერთ-ერთი სკამზე უნდა დასვა. ყველას რატო ეპოტინებიან ვერ ვხვდები. პიაცას აწი უნდა სათამაშო დრო რომ გაიხსნას თორე ზამენაზე თუ დასვი კიდე აღარ ივარგებს ფეხბურთელად, იგივე რუგანიზე. რავიცი სმნ ნამეტან ჩახლართული ამბავია იუვეში და რას იზამს მაქსი წელს ვნახოთ

    1. მაგათ დასდევენ ძმაო მარა ყველას ხო არ მოიყვანენ ) ეგრეა ბრუციანის სტილი ) შარშანაც დიდი სია ქონდა ნახევარმცველების ვინ არ იყო ვიტცელი სისოკო მატუიდი და ბოლოს რინკონი მოიყვანა :D:D )
      ეგრე იქნება წელსაც ეგ დიდი სიაა და აქედან ერთს მოიყვანს ვისშიც ყველაზე დაბალ თანხას გადაიხდის ))) კეიტა თუ მოიყვანა მერე იქ არანაირი კოშტა და სხვები აღარ იქნება

    2. მაროტა მაგის ოსტატია. რომელიღაც სატრანსფერო ფანჯარის დროს სუარესი,ფალკაო,კავანი, ლორენტეს ყიდვაზე ჩალიჩობდა და ბოლოს ბენდტნერი მოგვაყენა ესაა ვინცააოო..

    3. მაროტა მაგის ოსტატია. რომელიღაც სატრანსფერო ფანჯარის დროს სუარესი,ფალკაო,კავანი, ლორენტეს ყიდვაზე ჩალიჩობდა და ბოლოს ბენდტნერი მოგვაყენა ესაა ვინცააოო..

  8. გაიგეთ ხალხო რო დღეს ისეთი სატრანსფერო ბაზარი გაიჩითა რო ვერ ვიყიდით ამ ხამესებს და ბეილებს ას-ას მილიონებად. მე ესეც მირჩევნია, რათქმაუნდა ჩემი აზრია და თავს არავის ვახვევ, მაგრამ სიტისნაირი გუნდის ყოას რომელიც წელიწადში 250 ლიმონს ხარჯავს მირჩევნია ნაღდი იუვენტინოებით დაკომპლექტებულ გუნდს ვუგულშემატკივრო.
    ინიესტას რაც შეეხება ეგ სასწაული თუ მოხდა და მოვიდა, ვინც ეხლა მაგას ბებერს ეძახის ზუსტად ისე მოუვა როგორც ალვეშზე ვინც იძახდა რათგვინდა ეგ ჯართიო :D:D

    მე მჯერა ამ გუნდის. წელს მაქსიმუმ რამე 50 ლიმონიანი ტრანსფერი გაჩარხონ, მაგაში დარწმუნებული ვარ. მაგრამ წინააღმდეგი ნაღდად არ ვარ ლიჟბი სკამი გავაძლიეროთ.3-4 მარკიზიო კუადრადოს დონის ფეხბურთელი რო გვეყოლება სკამზე მერე უკვე რესურსი გვეკნება. ნუ პირველ რიგში ღიპიანს უნდა მოუყვანონ კონკურენტი, ეგ არის უმთავრესი ამოცანა :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  9. ბიჭო ცოტა ვინმე ისეთი გვინდა რომელიც კაი ხანი იქნება და არა ბებრები! 2 წელი თუ გაჩერდა და მერე ისევ ვინმეს ძებნა მოგვიწია დაგვერხა და ეგაა.იუვენტუსში მხოლოდ მეკარე და დაცვა გვყავს ისეთები რომლებიც წლებია იუვეში არიან.2015 წლიდან მოყოლებული სუ სასტავი იცვლება გუნდში თან ისე რო ისევ შეთამაშება ხელახლა უწევთ და მწვრთნელი კიდე ნახევარი წელი იმაზე ფიქრობს თუ რა ტაქტიკა აირჩიოს აი ესაა ამ გუნდის მინუსი.ხანდახან კი მარა ასე ხშირად ნაღდად არაა საჭირო ასეთი ტრანსფერების გაკეთება ჩემი აზრით.

        1. ისიც გაიხსენეთ რო მაგ ანიელიმ ამოიყვანა ტყლაპოდან სერია ბ-ში გაგდებული გუნდი, და მოსვლიდან 4 წლის თავზე ფინალში გავიდა გუნდი. მილანს შეხედეთ კალჩოპოლის შემდეგ და მერე აგინეთ ანიელის :forza: :forza: :forza: :forza:

          1. მოიგოს მილანისნაირად კიდევ 3-4 ლიგა და მერე ვაპატიებთ 10 წელს :)

  10. საკიმ მაგრად თქვა იუვეს ფილოსოფიას ერთი რამ,გართობა და ფეხბურთის თამაშით სიამოვნების მიღება აკლიაო. კვდებიან ტიპები ნერვიულობით ფინალში. მარტო გამარჯვებას რომ აღიარებენ ტურინში მაგის ბრალია. დიდი წნეხია და შეცდომის დაშვების პანიკური შიში აქვთ ფეხბურთელებს, სახეზე თუ დააკვირდით ფინალში მიხვდებოდით ყველა რაზეც ვამბობ. მოხუცების ყიდვას იმედია მოვრჩებისთ ოდესმე. ლიგა ვინც მოიგო ის გვინდა ახალგაზრდა ვინმე ან ძლიერი ფსიქოლოგიის ტეხნარი ფეხბურთელი. დიეგო და დუგლას კოშტები მენტალურად გააძლიერებდნენ იუვეს+ხამესიც ამ სეზონითვის ნორმალური ტრანსფერები იქნებოდა ალბათ :forza: :forza:

      1. სასწაული ტრანსფერი ნაღდად არ იქნებოდა მაგრამ ამ ეტაპზე, დიმარეა და სანჩესი იუვეში წამომსვლელები ნაღდად არ არიან ამიტომ ისევ ეგენი აჯობებს ალბათ, ან ბერნარდერსკი(პიაცა), შიკი გამოზარდონ სხვა თუ არაფერი :chuvak: :forza: :forza:

  11. წუხელ ვუყურე ჩანაწერს, შევძელი სამი დღის მერე :დ

    მოკლედ, პირველი გოლის დროს ალვეშმა მიქარა თავიდან იმენა შეეტენა დიბალას იქ და დაკარგა ბურთი. მერე უკვე კიელინის კისერზეა. რას გადადიოდა კარვაზალზე როცა სანდრო უდგა ერთი-ერთზე, დარჩა რონალდო მარტო და შეასრულა. არ იყო ადვილი იმ გოლის გატანა მაგრამ რონალდოა ეგ და მაგას მარტო რომ დატოვებ გაუშვებ აბა რას იზამ.

    მეორე გოლის გავარდნა დედა ვატირე :/ მარა ბუფონს უნდა აეღო. ბაიერნთან როგორც გაუშვა ალაბას დარტყმული დაახლოებით ეგრე მოუვიდა აქაც. იმ გოლითაც გატყდა მაშინ გუნდი და აქაც იგივე მოხდა. მაგ მანძილიდან დარტყმული ბურთის გასვლა მიუხედვად ყველაფრისა მაინც მეკარის ბრალია, უნდა ვაღიაროთ.

    მესამე გოლზე იგივე სიტუაცია იყო რაც პირველი გოლის დროს. უბრალოდ გადაახვიეთ და ნახეთ ვინ დგას ან ერთ, ან მეორე შემთხვევაში რონალდოსთან. კიელინი-ბონუჩი თავის პონტში იხევენ უკან და ამ დროს შემორბის და გააქვს რონალდოს. სამი ცენტრალური მცველის პირობებში ასეთი გოლის გაშვება რავიცი, რავიცი.

    ნაპოლის ლანძღავდა აქ ხალხი პირველი ტაიმის მერე როგორ დანებდნენ რეალსო და ჩვენმა გუნდმა საერთოდ უარი თქვა 1-3 -ის მერე თამაშის გაგრძელებაზე(პრინციპში 1-1-ზეც აღარ თამაშობდნენ მეორე ტაიმში). მეორე ტაიმი მწვრთნელების არისო ნათქვამია და მაგ მეორე ტაიმებში უჭირს რა ალეგრის. დააკვირდით თუნდაც ბაიერნთან შარშან. ბარსელონასთანაც ფინალში უსახური მეორე ტაიმი ვნახეთ და წელს საერთოდ … ასე როგორ დაიგრუზა გუნდი შესვებაზე და როგორ დაშინდა ისე, რომ მთელი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი 45 წუთი ჩაატარეს, ყველაზე ცუდი. მოედანი მთლიანად დაუთმეს რეალს(კაზემიროს გოლამდე იყო ეგრე, გოლს რომ არ დავაბრალოთ). კარში ვერ დაარტყეს და ერთი სახიფათო მომენტი ვერ შექმნეს. ვერანაირი პასუხი ვერ გასცეს, დაუდგნენ და მიდითო რა. როგორც ცა და დედამიწა ისე იყო იუვენტუსი პირველ და მეორე ტაიმებში.

    ფსიქოლოგიურად დაე**რათ აშკარად, მაგრამ რით ვეღარ დაძლიეს ეგ ფსიქოლოგიური ფაქტორი დაბერდა ერთად სასტავი…

    პ.ს. ჩვენ რომ ფინალებში ბედი გვქონდეს პიანიჩის დარტყმული გავიდოდა თავიდან რო გაუშვა საჯარიმოს ხაზიდან…

  12. ერთი ინიესტას მეორე ამოსუნთვის მეც მჯერა, და იაფად თუ წამოიყვანენ ღირს გარისკვად და მის ალეტრნატივად მატიჩიო, ან მე აღარაფერი გამეგება ფეხბურთი ან სად ერეკლე და სად ჩემი… (ინიესტას შემცვლელია მატიჩი ვითომ, რახან ორივე ნახემრცველი ქვია?:) რავიცი რა :))))

    1. მარა მაინც მგონია რომ, ინიესტას ალტერნატივად მატიჩს რომ განიხილავენ, პოგბას შემცვლალად იგუაინი მოყავთ, ვიდალის შემცვლალად დიბალა(რომელსაც თვაის ადგილზე არაფერს ვერჩი და დიდი იმედიც მაქვს) მაგიტომ ვაჯობეთ ნახევრდაცვაში რეალს…
      ფაქტი ისაა რომ გუნდი რომელიც გავაგდეთ იყო ძაან ცუდ ფორმაში მყოფი ბარსელონა და თუ მნიშვნელოვნად არ გააძლიარეს გუნდი, გაისად ბავარიაც გაძლიერდება კიდევ (წელს ჩემის აზრით უნდა მოეგო რომ არა მსაჯები) და პლიუს ინგლისური გუნდებიც წამოვლენ სავარაუდოდ და ორმაგად ძლიარი უნდა იყოს გაისად გუნდი რომ გავიდეს ფინალში.
      ასე რომ ჩემის აზრით ადეკვატური ნაბიჯებია გადასგმელი და არა ვითომ გაძლიერება.
      კოშტას და ჩამოწერილების ყიდვა სჯობს პიაცას, ბენტაკურის და ასე თუ ვინმე კიდევ ახალგაზრდა მოიყვანონ და შანსი მისცენ (ფულიც დიდი არ დაეხაჯებათ, ხელფასსაც პირველი 2 წელი ცოტას გადაუხდიან და მერე სარფიანად გაყივაც შეეძლებათ

  13. Ar monda jorebs avyve da arc vapireb (tumca gamagizianebeli aseti qmedeba anu piqroben gayidvas ra mashin unda etqvat ar vyidito da damtavrdeboda yvelaperi….) tumca ra saintereso nabiji iqneba bonuchi ro gaushvan da benatia daayenon :lool: :lool: .

  14. Karoche ra uazrobaaa ra )))))).barsa ar gamoushvebs amas da ekurkurebian momavlistvis kontraqtis shemdeg iqneb daitrion :lool: :lool: kai ra @@@.ra transperebsac aketeben im ponze matichi super transperi iqneba neta sharshan moeyvanat mara konte ar gaushvebs.

  15. ეჰ ოდნავ ახსლგაზრდა იყოს ნეტავ,ამაზე მაგარი არც იყო არავინ 2-3 წლის წინ

  16. ინიესტას მოყვანა იქნება რაღაც გენიალური, ამ ადამიანს აშკარად ეტყობა რომ მეორე ამოსუნთქვაცააქვს დარჩენილი პირლოსავით და მისი მოყვანა ფანტასტიკაა… ხო ბენატიაზე რომ იძახით რატომ გამოისყიდესო, ვერ ხვდებით რომ ბონუჩი წავა და მის შემცვლელად მოიაზრება, იცოდა შეფობამ და ზუსტად მაგის შემცვლელად მოიაზრებენ….

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.