ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტოლისო – “იუვეში” , ბენატია – “ლიონში” ?!

“იუვენტუსის” ხელმძღვანელობა ეძებს გზებს რათა მოახერხოს “ლიონის” ლიდერის კორენტინ ტოლისოს ფასის მნიშვნელოვნად შემცირება და მისი ხელში ჩაგდება.
“იუვენტუსის” ხელმძრვანელებს გადაწყვეტილი აქვთ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ნახევარდაცვის სერიოზულად გაძლიერება. ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ტოლისოა, მაგრამ ტურინელებს არ სურთ მასში “ლიონის” მიერ მოთხოვნილი 40 მლნ. ევროს გადახდა.
თავის მხრივ “ლიონის” მთავარმა მწვრთნელმა გუნდში მეჰდი ბენატიას ხილვა ისურვა, რაც შესაძლოა ტურინელებმა გამოიყენონ და ფეხბურთელების  გაცვლა შედგეს იტალიელების მხრიდან თანხის დამატებით. “ბიანკონერის” გარდა ტოლისოს გაფორმება ანტონიო კონტეს “ჩელსისაც” სურს.

წყარო:tuttosport.com

139 thoughts on “ტოლისო – “იუვეში” , ბენატია – “ლიონში” ?!

  1. ვიქტორ ლინდელოფის თამაში გაქვთ ვინმეს ნანახი? როგორი მცველია, მანჩესტერმა 32 მილიონად იყიდა , მოკლედ იმხელა ფული ტრიალებს არ ვიცი რა

  2. ბრატცი ბერარდიზე საერთოდ ისმის რამე???იწერება პრესაში მასზე???ბოლო ბოლო ამ კაცს იუვე უნდა თუ ინტერი???მგონი კონტრაქტით უპირატესობა იუვეს აქ არა???

    1. ბერარდიმ ბოლობოლო ამოღერღა – ბავშვობიდან ინტერის ფანი ვარ რაგან მამაჩემი და ჩემი ძმა ქომაგობდნენო, თუმცა დედას იუვე უყვარსო… ასეა, როცა დედას არ უსმენ :lool: :lool:
      ინტერში გადაწყვეტილია მგონი გადასვლა…

    2. ლივერპული აქტიურად ჩალიჩობს რო სალახი მოიყვანოს რომადან ) თუ გაუშვეს ეგვიპტელი , ბერარდი განიხლება ალტირნატივად თან დიფრანჩესკოც რომაში წავიდა და წესით უნდა გაუადვილდეთ მაგის ტრანსფერი )

  3. FORCA BIANKONERI ეგ იმით აიხსნება ჯიგარო რო მთელი 2 კვირა იწერებოდა მორატა მილანს დათანხმდაო მაგრამ მერე მაგ სტატიაში შენ რო ამბობ ნახსენებია მილანს უარი უთხრაო. მაგიტომ წამოვიდა გინება თორე იუვე თუ ვინმეს ეზიზღება მორატას გარეშეც იტყვის თავის საიტზე,აქ ეგ სტატია და მორატას გინება იუვესთან არაფერ შუაშია. delpierosac მინდა ვუთხრა რო ჯერ იუვეს ფანებს უთხარი ჩვენ საიტზე ნუ შემოდიან და მერე ჩვენ გვითხარი. თუმცა რაც იუვემ ფინალი წააგო მართლა აღარავინ შემოსულა ოღონდ მართლა

    1. :lool:

      კაი კაცო რა მოგივიდათ?

      მე ასე ვფიქრობ, რომ ივეს და მილანს გასაყოფი არაფერი გვაქვს. :italy:

      აი ინტერი … :down: :givi:

    2. ზოგადად ძალიან დიდ აგრესიას ვხედავ მილანის გულშემატკივრების მხრიდან იუვეს მიმართ, რასაც თავის მხრივ აქვს ახსნა, რომელიც დავწერე უკვე. მე მილანზე ცხოვრებაში არ ვიყავი ცუდის მთქმელი, მაგრამ მილანისტებმა აზრი შემაცვლევინეს თავიანთ თავზე, ისევ და ისევ იუვეს დაცინვის და კრიტიკის გამო, (წაგებული ფინალის დროსაც და მანამდეც) რაც ირონიულია, რადგან მთელმა მსოფლიომ იცის ამ ორი გუნდიდან რომელია დასაცინი დღეს

  4. იუვეს გაუჭირდება შემდეგ წელს, ისეთ ასტრონომიულ თანხებს იხდიან გუნდები, მესის ხელფასი 72 მილიონი იქნება ახალი კონტრაქტით და იუვეში 11 კაცს არ აქვს ერტად 72 მილიონი, სიტიმ ნახევარი მონაკო იყიდა, ბაიერნი ძლიერდება ჩელსი ბრუნდება, დიდი ძალა იქნება კონტეს ხელში. პესეჟე ისეთ ფეხბურთელებს ყიდულობს, ობამეიანგი , ხამესი, ნუ რავი ლიგაზე ჩვენი ჩემპიონობის შანსი 5 % იც არარი ჩემი აზრით

  5. ფინალის ანალიზიდან გამომდინარე მიმაჩნია რომ ტრანსფერების დროს აქცენტი უნდა გაკეთდეს ფიზიკურად ძლიერ, უნივერსალ და სწრაფ ფეხბურთელებზე.

    აუცილებელი არა ეხლავე ყველა ტოპი იყოს, 1-2 ტოპი და 1-2 მართალ უკვე პროგნოზირებადი ტოპი.

    ორსოლინის ტოპობის ლოდინს არ ვგულისხმობ და ბეტანკურის. აი ბეზ 5-ტი მინუტ როა რა.

  6. ერთი ამ ვერატის ვერ გავუგე ვერაფერი, ძაან ათამაშებენ ერთ ადგილს :chuvak: ხან იტყვიან, იუვეში კარგიაო, ხან ჯერ ადრეაო, ახლა გამოვიდა აგენნტი ამბობს ფული არ გვაინტერესებს, ტიტულები გვინდა უკვეო და იუვე ბევრად ჯობია პსჟ-სო. ე ბიჭო გადაწყვიტეთ რამე, თორე დაგასწროთ ზონზიმ :lool: :lool:

      1. მართალი გითხრა, მეც ვერ ჩამოვყალიბდი გამიხარდება თუ არა ამის მოსვლა, ალბათ ბევრი ტლიკინი რო უყვარს მაგიტომ, მარა აქ თუ მოვიდა კი წააჭრიან ცოტას :lool: :lool: ამ ტრავმიანობის მეშინია უფრო…

        1. იგუაინს ხომ მიესალმეთ? მე არ დამვიწყებია მისი გამოხტომები. ვერატი მასთან შედარებით ღლაპია. ღლაპს იმდენი არ მოეთხოვება მითუმეტეს აგენტი უბურღავს ტყვინს. მას კი არა პოგბას აურია აგენტმა ტვინი. რომ არა რაიოლა პოგბა ჩვენთან იქნებოდა დღეს.

      2. ეგ არამგონია მისი ნათქვამი იყოს, მასეთებს უფრო აგენტები ამბობენ. უფრო აგენტის ამბავია ეგ. რაიოლასნაირებს რა გამოლევს. აგენტი სწორედ იმისთვისაა ბევრი ფული გააკეთონ და დაძაბონ სიტუაცია.

  7. Es kai bichia ar gadaixdian exls ormoc da waiyvans sxva eseni moiyvanen arendit vinmes. Pasebi gawelialia ukve bazarze magari agar girs kai pegburteli 20 milioni. Ra gatrakes qveyana puli shenouvidat

  8. 25 მილიონი შესთავაზა იუვემ სევილიას ძონძის სანაცვლოდ, ისე წელს კაი სეზონი ქონდა სკამისთვის კაი ვარიანტია 25 ზე მეტი არ უნდა გადავიხადოთ

  9. მოკლედ, როგორც ვაკვირდები კლუბი ელოდება ინიესტას გადაწყვეტილებას და იმის მიხედვით იმოქმედებს ნახევარდაცვაში. აგენტთან მოლაპარაკებულები არიან და პირადი დეტალები გარკვეულია. რამდენიმე მიმართულებით მუშაობენ. ფაბიანოზე უკვე გააკეთეს მოთხოვნა და ტოლისო/ნზონზიდან ვისაც ალეგრი ამჯობინებს, იმას მოიყვანენ, ფასი თითქმის თანაბარია და არცერთი არაა წინააღმდეგი. ასევე თითქმის გადაწყვეტილია კოშტას ამბავიც, თუ სანჩესი მოაწერს ხელს ბავარიასთან.
    თავდასხმაში შიკის ამბავი ყველამ ვიცით და ახლა ამბობენ, ლუკაკუს უთქვამს ნაკრებში, უკვე ვიცი სად გავაგრძელებ კარიერასო და როგორც ვარაუდობენ ეს იუვე იქნება. კლუბიც აკვირდებოდა და ლუკაკუსაც არაერთხელ გამოუხატავს იუვეს მიმართ სიმპათიები.

    1. ვთქვათ და მართალია ლუკაკუს ამბავი და ლუკაკუ და იგუ ერთად ვითომ წინახაზში???თითქმის ერთი და იგივე სტილის ფერბურთელია და რავიცი ???სხვა დანარჩენი რაც დაწერე იქნება შესანიშნავი ინიესტა,ფაბიანო,ტოლისო :up: :up: :up: ნუ ეხლა ლუკაკუ რომ კლასნია მაგაზე ორი აზრი არაა იმენნა მაგარია :up: :up: :up:

      1. ნუ ლუკაკუზე მხოლოდ ვარაუდია და ჩელსისაც უკავშირებენ, თუმცა შიკი მოიყვანონ და ეგეც გვეყოფა თავდასხმაში.

  10. gaumarjos xalxo.komentarebis wera ar mchvevia wavikkitxo mirchevnia ,juves pai var bavshobidan magram erts vityvi milanis .romas interis,da napolis warmateba seria ashi es imas nishnavs rom adgils davibrunebt sadac idga seria aq mand ,tu gaiqachnen es gundebi juvestvisac kaia konkurencia iqneba da da ipiqreben kai transperebis gacharxvas.ki arian chveni mowinaagmdeebi magram sxva ramesac unda mivaqciot yuradgeba sadaa axla SERIA A da amas marto juve ver amoqachavs amitom warmatebebs gisurvebt ogond juves shemdegg ra tqma unda
    .FORZAAA JUVEEEEEE…..

  11. ისე მილანის ბალელშიკებმა თქვენი “სუპერ” ტრანსფერები საკუთარ საიტზე რომ განიხილოთ არ გიცდიათ? :)

    1. ახალი ამბავია და რეალურია ვითომ???დაიწერა პრესაში???მაგარი იქნება ნაღდად

      1. ახლახანს წავიკითხე, წყარო არ წერია და რამდენად რეალურია არ ვიცი, მარა ეს თუ მოიყვანეს, მაგარი იქნება ნაღდად.

  12. ბონუჩი რა ჯიგარია, რას ყბედობთ ამდენს და ხალხი შეცდომაში შეგყავთ, ყველაფერი თქვენი გამოგონილიაო, უთხრა ჟურნალისტებს. :lool:
    :forza:

  13. ეჰ ობლაკს არავინ გაუშვებს,მე პირადად დე ხეასაც მირჩევნია და კურტუასაც

  14. მეკარეზე ადრეც დავწერე, რომ რთულია ბუფონის შეცვლა, მაგრამ სხვა გზა არაა და კლუბმა ასეთი არჩევანი გააკეთა. ნეტოს ყიდიან, რადგან პრაქტიკის ნაკლებობამ თავდაჯერებულობა შეურყია და მასზე დაყრდნობა მომავალში სარისკოა. ასევე ნეტო იკავებს არაევროკავშირელისთვის განკუთვნილ ქვოტას და ერთი ადგილი თავისუფალი იქნება, ვთქვათ ფაბინიოს შესაძენად.

    ახალგაზრდა ტალანტი აუცილებლად მოსაყვანია. დონარუმა არ გამოვა, ამიტომ კლუბმა მერეტზე გააკეთა არჩევანი და გამოუცდელ მეკარეზე რო არ იყონ დამოკიდებული, მეორე ვარიანტად შესნი გადაწყვიტეს. შესნის შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და ცუდი მეკარე ნამდვილად არ არის. სხვა გამოცდილი კი ვინაა ისეთი, რომ დაგვითმონ? ერთი წელი ბუფონს შესნი შეცვლის, ხოლო შემდეგ მერეტთან იქნება თანაბარი კონკურენცია და მანდ გამოჩნდება, ვინ იყოჩაღებს. მერეტმა თუ გაქაჩა ხო კაი და თუ არა და შესნი გვეყოლება ცოტა ხანს…

      1. პერინი ნახევარი კარიერა ლაზარეთშია და არავინ გარისკავს, თორემ მე ყველას მირჩევნია ჯიჯის მერე. თვითონ ჯიჯისაც მაგრა ევასება, მარა რას იზამ, ჯანმრთელი რო იყოს, არც დავფიქრდებოდი…

  15. ბიჯო ვერ ვხედავ ტალანტს ამ ტოლისოში და მომკალით, არა და ახლა ბავარიაც იგიჟებს თავს ამის ყიდვაზე.

    სუფთა საყრდენად კიდე ჰო შეიძლება მაგარი გახდეს, მარა არა მგონია დაცვაშიც და შეტევაშიც გაქაჩოს კარგად.

    1. ცუდი მეკარე არაა, მაგრამ მართლა ვერ ვხვდები რაში გვჭირდება, როცა ნეტოა გუნდში. ვითომ ჯიჯის ჩაანაცვლებს 1 წელიწადში? თუ ასეა, მაშინ საკმაოდ დასუსტდება გუნდი. 50 წლის ჯიჯიც ბევრად მირჩევნია ასეთ საშუალო დონის მეკარეს. იმედია ვან დერ სარის, პერუცის და ჯიჯის მერე ჟესნის არ დააყენებენ კარში :blin: იუვე ხომ ყოველთვის გამორჩუელი იყო უძლიერესი მეკარით

      1. ბუფონის შეცვლა წარმოუდგენელია უახლოეს მომავალში,მაგრამ ეხლა თუ ეს მეკარე მოიაზრება მის შემცვლელად ალბათ გათვლაა გაკეთებული უფრო გამოცდილებაზე ვიდრე ნეტო სავარაუდოთ არცთუ ურიგოდ გამოიყურებოდა და ამიტომ დროებით შეიძლემა მასზე დაიდოს ფსონი ბუფონის შემდგომ მერე უკვე გამოჩნდება გზა

  16. რა მორატას ზიზღი რა შუაშია აქ იუვეს ზიზღი მორატას გულიზე. FORCA BIANKONERI ძაან არალოგიკურად მსჯელობ

    1. მორატას როსონერიში გადასვლაზე რო იწერებოდა ტოპად გამოყავდათ გულშემატკივრებს და უმრავლესობა იმასაც ამბობდა, რომ ბელოტისაც ერჩივნათ ალვარო. გამოდის ინტერვიუ სადაც იუვეს მიმართ სიყვარულს გამოხატავს მორატა და უცებ მილანის ფანები გინებას იწყებენ მის მიმართ, აბა რითი აიხსნება ეს?

  17. ვინც იმას ამბობს რომ მილანმა არცისე ტრანსფერები გაჩარხა არამგონია ასე იყოს ჩემის აზრით,კეიტა ბალდე და ბილია(მგონი მალე უნდა დადასტურდეს ეგ ტრანსფერები)კეისიე,როდრიგესი,მუსაკიო და პლიუს სერიოზული მუშაობა მიდის ბელოტიზე მილანი აშკარად გაძლიერდება და მის სიტყვას იტყვის ეს ფეღბურთელები არ არიან ხელწამოსაკრავი ხალხი(არ ვამბობ რომ ტოპები არიან და გლეჯენ ყველაფერს)მაგრამ არც ისე ცუდები,მონტელამ თუ სწორი მიდგომით იმუშავა ამ მილანში ამოიქაჩება გუნდი,არც არავინ ამბობს რომ მილანი ან უცებ ჩემპიონი გახდება და ან კიდევ უეფას მოიგებს(თუმცა თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია)პირადად მე მაგრამ გამიხარდება თუ მილანბი ამოიქაჩება და მის სიტყვასაც იტყვის სერია-ა-ში და მოკლე დროში ლოგაზე,ამით ჩემი(ჩვენი)გუნდი უფრო ტონუსში იქნება და უფრო ბრძლოისუნარიანი გახდება რაც მეტი კონკურენცია იქნება იტალიაში მით მეტი უკეთესი ამიტომ არანაირად არ ვაკნინებ მილანის ტრანსფერებს და არც ქილიკით ვსაუბრობ მათზე მათ მე პატივს ვცემ და იმედია მოიხოდებიან,ნუ ეხლა ჩემი(ჩვენი)გუნდი ჩემთვის პირველია მსოფლიოში და პირველად დარჩება სულ :juvee: :juvee: :juvee: :up: :up: :up:

  18. FORCA BIANKONERI. იცი რა არი სიმართლე და რეალობა ჩემო ძმაო ცნობილი ლეგენდები ამაზე ხშირად საუბრობენ გავა რამოდენიმე წელი და ვინ იყო ფინალში არავის ემახსოვრება ეგ არც ისტორიაში იწერება და ყველას დაავიწყდება. მე მაგალითად მერჩივნა და არამარტო მე მილანი ნახევარფინალში გამოვარდნილიყო ვიდრე ფინალში ლივერპულთან წაეგო. ფინალის წაგება არი საშინელება და ეგ თქვენ კარგად იცით, კიდე კაი მილანმა აბაროტი აუღო ლივერპულს და 2 წელში ძირითადშივე მოუგო თორე ვერ ვინელებდი. უნამუსო ვიყო რეალთან იუვეს ვბალეშიკობდი ბუფონი მაგრა მევასება მაგრამ რაც იუვემ ითამაშა არვიცი ძმაო ეს იყო კატასტროფა. რაც შეეხება ევროპაზე გასვლა რად გვიხარია იმიტომ გვიხარია რო ახალგაზრდა გამოუცდელი ფეხბურთელები გყვავს ბევრს თუ არა ცოტა გამოცდილებას ხო მიიღებენ.თორე რომელ მილანის ფანს უნდა რო ევროპა ლიგაზეა გუნდი იმ ყველაფრის მერე როცა ევროპას მუდამ ეშინოდა მილანთან შეხვედრის

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.