ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოლონური პრესა: “შესნი “იუვენტუსს” პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა”

პოლონური პრესის ცნობით, “იუვენტუსმა” ვოიცეჰ შესნისთან პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია. ახლა დარჩა მხოლოდ ლონდონის “არსენალის” თანხმობა, რომელსაც ეკუთვნის შესნის სატრანსფერო უფლებათა პაკეტი. 
როგორც ირკვევა ტურინელებმა პოლონელ მეკარეს, რომელიც 2 სეზონი დედაქალაქური “რომას” კარს იცავს, 4 წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს 4 მილიონიანი ანაზღაურებით.
თავის მხრივ “არსენალი” ფეხბურთელს არ აძლევს გარანტიას, რომ ის “მეთოფეთა” ნომერ პირველი კარის დარაჯი იქნება, ამიტომაც შესნიმ მიიღო გადაწყვეტილება გადავიდეს “იუვენტუსში” და იყოს ჯანლუიჯი ბუფონის დუბლიორი.

წყარო:przegladsportowy.pl

6 thoughts on “პოლონური პრესა: “შესნი “იუვენტუსს” პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა”

  1. ნეტომ ვერ გაამართლა ალეგრის იმედები და უშვებენ. ნეტოს ნდობა რო არ შეიძლება ბუფონის წასვლის შემდეგ კარგად გამოჩნდა წელს. ძალიან არასტაბილურია. შესნისაც იგივე როლი ექნება შემდეგ სეზონში და თუ გაამართლა გახდიან ძირითადს.

  2. ბუფონის ბოლო სეზონი იქნება სავარაუდოდ და ეს კარგი მეკარეა, ძალიან დიდი ხანია რაც მაღალ დონეზე თამაშობს, თან უკვე იტალიურ ფეხბურთშიც საკმაო გამოცდილება მიიღო

  3. შესნიზე აქცენტის გაკეთება სამომავლოდ? 16 მილიონს ესენი რო სკამის მეკარესი არ გადაიხდიან ეს ჩემზე უკეთ თქვენ იცით

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.