VIKING:”სანამ მაროტას გინებას დაიწყებთ, გადახედეთ კლუბის ანგარიშებს და მერე აგინეთ, თუ საგინებელია..”
გრანდებს შორის სუფევს.. რაციონალური შეფასება, ციფრები და ყველაფერი საინტერესოდ წარმოჩენილი.. ეს თითოეულმა ჩვენთაგანმა დიდი ყურადღებით უნდა გადაიკითხოს:
სანამ მაროტას გინებას დაიწყებთ, გადახედეთ კლუბის ანგარიშებს და მერე აგინეთ, თუ საგინებელია…
ინტერენეტის ხანაში თავისუფალია წვდომა ნებისმიერ ინფორმაციაზე და გასაკვირია ხალხი უაზროდ მსჯელობს ჰაერზე…
რეალს და ბარსას რო ეჯიბრებით, იცით რამდენი შემასავალი აქვთ მათ და რამდენი იუვეს? დარწმუნებული ვარ წარმოდგენა არა აქვს ბევრს!
იუვეს 500 მილიონი ჰქონდა ვალი და 300 უკვე გაისტუმრეს. შარშან 350 მილიონი შემოვიდა, როცა რეალს და ბარსას 600 მილიონზე მეტი ჰქონდა შემოსავალი. წარმოიდგინეთ 250 მილიონით მეტი!!!
წელს იუვე 400 მილიონს ელოდება შემოსავალს რეალი კი 700 მილიონს. ხედავთ სხვაობას?! ინგლისურ გუნდეზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
ხარჯებს რაც შეეხება, შარშან + 3 მილიონ მოგებაზე გავიდნენ, რაც სარეკორდო იყო!!!
ახლა ვნახოთ რას გვიხდიან სპონსორები.
ჯიპი 17 მილიონს გვიხდის წლიურად.
მანჩესტერს შევროლე 80 მილიონს უხდის.
რეალს ემირატები 40-ს
ბარსას ყატარის ავიახაზები 45-ს.
ბაიერნს დოიჩ ტელეკომი 42 -ს.
ლივერპულს-ს 32 მლნ.
სანდერლენდს… 30მლნ :)))
ადიდასი იუვეს 20 მილიონს უხდის წლიურად.
ბარსას ნაიკი 120 მილიონიან კონტრაქს სთავაზობ წლიურად!!!
რეალს ადიდასი 100 მილიონს!
მანჩესტერს 75 მლნ.
ჩელსის – 60 მლნ.
ბაიერნს 40 მლნ.
კომერციული შემოსავლები ტოპ გუნდებში 150 200 250 მილიონია…
იუვესი 50 მილიონი.
სტადიონიდან შემოსავლებშიც მნიშვნელოვანი ჩამორჩენაა!
ერთადერთი ტრანსლაციებში შოულობს იუვე კარგ თანხებს წელს ლიგიდან 109 მილიონი მიიღეს მაგრამ საერთო შეოსავლებში დიდად ჩამოვრჩებით 10 გუნდს.
რეალი
ბარსა
მანიუ
სიტი
პსჟ
ბაიერნი
ჩელსი
არსენალი
სიტი
ლივერპული…
ეს გუდები ბევრად მეტ შემოსავლებს ღებულობენ, როცა ხარჯები თითქმის თანაბარია. ერთადერთ ხელფასებში ხარჯავენ მეტს და სხვაობას თუ შეხედავთ, მიხვდებით რატომაც!!!
მიუხედავად ამისა იუვეს აქტივები იზრდება და ტოპ გუნდებში იუვე მე-9 პოზიციაზე გავიდა.
ჩვენ ვთამაშობთ ჩაძირულ სერიაში, რომელიც არავის აინტერესებს და რომ არა იუვე, ახლა ერედივიზიონის დონეზე იქნებოდნენ!
გადასახადებიც იტალიაში ყველაზე მაღალია და როდესა ხელფასებზეა საუბარი უნდა გავითვალისწინოთ, რომ დიბალას თუ იუვე უხდის 7.5 მილიონს ეს იუვეს გაცილებით მეტი უჯდება ვიდრე ვთქვათ ბარსა-რეალს!!! 17 მილიონზე მეტი უნდა გადაიხადოს იუვემ, რომ დიბალამ ეს თანხა ხელზე მიიღოს!!!
სტადიონის სახელის გაყიდვასაც შევეხები ბარემ. იუვემ სახელი 2010 წელს გაყიდა 75 მილიონად და ეს ფული სტადიონის აშენებას მოხმარდა. 2023 წლამდე იუვეს ალიანცთან გარიგებაში არფერი ერგება, მხოლოდ 2023 წლის შემდეგ მიიღებს იუვე აქედან შემოსავალს!!!
ახლა შეადარეთ შედეგები! იუვემ 6 სკუდეტო მოიგო ზედიზედ და 2-ჯერ გავიდა ლიგის ფინალში!
რატომ ვერ გადიან ფინალში სხვა გუნდები? იგივე ბავარია ხომ ყველაფრით წინაა ჩვენზე? რატო არა აქვთ ჩვენზე უკეთესი შედეგი?
ზოგმა თქვა რეალთან ნახევარფინალში ბავარია დაჩაგრეს მსაჯებმა და ძალით გააგდესო. თუ ბავარია დაჩაგრეს და რეალისთვის უნდოდათ ლიგა, იუვეს ვინ მოაგებინებდა მაშინ?!
ბევრი ეჭვობს შესვენებაზე დააწვინეს იუვეო და ანიელის აგინებს ამის გამო. ანიელი რას გახდებოდა მაფიასთან, თუ ეს მართლა ასეა?!!!
არ დაწვეები და გაგანადგურებენ სამუდამოდ!!!
და სატავი და გაძლიერება რა შუაშია მაშინ? ვერატი მოაყომარებდა მაფიასთან საქმეს? ანდა პოგბა და ვიდალი?
თუმცა მე არ მჯერა ამ ვერსიის, მაგრამ შედარება არაა ჩვენ სად ვართ სხვებთან შედარებით და კიდევ მაგარი შედეგები გვაქვს ამის ფონზე!
იუვეს გრანდობა და სახელი 2006 წელს ჩამოართვეს და ახლა ცდილობენ დაიბრუნონ ღირსეული ადგილი! ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რომ ტოპგუნდებს შევეჯიბროთ, თორემ ლაპარაკი ადვილია შორიდან და სხვისი ფულების ხარჯვას რა უნდა?
აბა შეოსავლებში ურჩიეთ რამე,თუ ასეთი მაგარია ვინმე?
რეალობას შევხედოთ სწორად და ამის გათვალისწინებით ვიმსჯელოთ მერე..
Da vabshe tqven xom ar goniat rogorc saqartveloshi xdeba ise xdeba evropashi. Morata ityvis es unda viyidot da yvela daetanxmeba? Klubshi uamravi adamiani mushaobs konkretulad erti fexburtelis transferze dzalian bevri adamianis tanxmoba schirdebat. Romels gaxsovt direqtorta da aqcionerta sabcho rom chatarda anieli ra presebshi gatares stadionis gamo? Mashin pirveli skudeto iyo mogebuli mgoni 2006 shemdeg. Magram qartvelebi xo yvelafershikebi vart da yvelaferi yvelaze uket vicit.
ადიდასი იუვეს 20 მილიონს უხდის წლიურად.
ბარსას ნაიკი 120 მილიონიან კონტრაქს სთავაზობ წლიურად!!!
რეალს ადიდასი 100 მილიონს!
მანჩესტერს 75 მლნ.
ჩელსის – 60 მლნ.
ბაიერნს 40 მლნ.
ესეიგი რარაც არასწორედ კეთდება გუნდში? ასე არ გამოდის? ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი თუ უფრო ნაკლებს იღებს ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი გუნდები, ანუ არარი იუვე “პოპულარული” ეგ ვისი ბრალია , ხელმძღვანელობის ზუსტად
ეგ არის ძმაო სტაბილურობის საკითხი ) შენ რო ბიზნესმენი ხარ არ ჩადებ ფულს არასტაბილურ საქმეში ან ნაკლებს ჩადებ და დააკვირდები ))
ეგ გუნდები სტაბილურები არიან და არ შლიან გუნდებს ყოველ წელს )
იუვე არ არის სტაბილური და ვერ იქნება ეგეთი პოლიტიკით )
გაფიცებ ბავარიის და ეალის გარდა, რომელი გუნდია მაქედან სტაბილური, დაჟე ბარსაც აღარ არის უკვე მაგრამ, ბარსამ რაც ქნა ის 5 წწელი კა ხანს გაყვება პოპულარობად, ვინ ფეხებია ბიჭო მანჩესტერი, ვინ ფეხები ?1 პროსსტა ადრე ფერგიუსონმა მაგრად დაქაჩა და არაბული ინდური, მგონი ჩნურიც ეს ბაზრები აქვს, თორე გუნდი 4 ში ვერ გადის თავის ჩემპიონატში მერამდენე წელია, კაი რამართლა და მართლა
Biznesia brat. Mxolod chempionta liga xom araa? Seria A naklebad yurebadia da magitomac ixdian naklebs chveulebrivi marketingia
სერია A-ს რამდენი ადამიანი უყურებს მსოფლიოში? და პრემიერლიგას მთელი მსოფლიო. მანჩესტერ იუნაიტედს ამერიკაში მეტი ფანი ყავს, ვიდრე ინგლისში. პრიმერასაც მთელი მსოფლიო უყურებს, ამიტომ სპონსორები მეტს იხდიან. ინტერის და კროტონეს ვინ უყურებს ამერიკაში? იუვე რომ ინგლისში თამაშობდეს ან ესპანეთში ჩვენც გადაგვიხდიდა ადიდასი 100 მილიონს. ეხლა ჩინეთის იმედზეა მთელი სერია ა.
ქართველებმა რატომ ვიცით უკიდურესობა? ზოგს იუვენტუსის პოლიტიკა მოსწონს ზოგს არა :) ინდივიდუალურია ) ერთმანეთის აზრს პატივი ვცეთ ჯობია :)
მეც ეგ მაკვირვებს
ბევრი ფიქრობს, რომ ან უნდა გააკრიტიკოს, ან უნდა გააღმერთოს ფეხბურთელი, მწვრთნელი ან ხელძღვანელობა. მე ხშირად ნეიტრალური პოზიცია მაქვს ხოლმე, რადგან წარსულში არაერთხელ შემეშალა.
გეთანხმები დავით, ბევრი რამე მომწონს, უფრო ბევრი არ მომწონს მაგრამ, ვერც გადაჭრით ვიტყვით ბრწყინვალეა ხელმძღვანელობა და ვერც იმას ვიტყვით რო კატასტროფულია. მე მაგალითად მაროტასი ის ა მომწონს, რომ სულ ცდილობს დიდი ფული დახარჯოს უკვე 28-29 წლის ფეხბურტელებში, მაგალითად იგუაინში და არ ცდილობს იყიდოს 20-25 წლის უკვე ძლიერი ფეხბურთელები, ყიდულობს პერსპეტიულ მაგრამ შეუმდგარ ბიჭებს , მერე ანათხოვრებს და დიდი ფულს ანიავებს, ჯობია 5-6 პერსპექტიულის ყიდვას იყიდოს 2 და შემდგარი ახალგაზრდა , მაგალითად დემბელე, ან მსაგსი. ანიელის რაც შეეხება დაუნახავი უნდა იყო ვერ დაინახო 6 სკუდეტო და 3 თასი, მაგრამ ეგ იმას არ ნიშვავს მაგაზე შეჩერდე, პროგრესი უნდა გუნდს რასაც ვერ ვხედავ ბოლო 3 წელია
ოსმან დემბელე რო დიდი ფეხბურტს თამაშOბს და ითამაშებს მაგაზე ხო არარი დავა, და იგუაინის ყიდვას რომელსაც წონა აწუხებდს და მაქსიმუმ 3 წელი ითამაშოს არ ჯობია მაგის ყიდვა?
ბოლო 3 წელში 2ჯერ ფინალის თამაში როცა 7 წლის წინ 7 ადგილს ვერ ვცდბოდით წაუპროგრესებს ცოტას

მაგაში გეთანხმები ) აქ ყველა იმიტო შემოვდივართ რო ყველას გვიყვარს იუვე ერთ აზრზე კიდე ვერ ვიქნებით ) ყველას სხავადსხვა ხედვა აქვს და პატივი უნდა ვცეთ ) ამ სტატისს სათაური ზოგადად ძაან ცუდია ) მე ათასჯერ მაქვს დაწერილი რატო ვაკრიტიკებ მაროტას ნამდვილად არ მეხალისება რო ვინმე ვაკრიტიკო ) მოდით ნუ დავიწყებთ შეჯიბრებას ვინ როგორაა ჩახედული ფეხბურთში იუვეს ფინანსებში და ასე შემდეგ ) ზოგიერთმა შეილება უფრო მეტი იცის ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია ) და ეს ციფრები ვერანაირად ვერ შეაცვლევინებს აზრსს ) მითუმეტეს ბევრი რამ აფსურდია აქ გადასახადებზე და ასე შემდეგ ) ნუ მაგას თავი დავანებოთ სტატიიის ავტორს პატივი ვცეთ იშრომა კაცმა და ეგეც დასაფასებელია მაგრამ მეგობარო ნურავის ნუ მოუწოდებ ნურაფერს ) აკრიტიკოს ან არ აკრიტიკოს ან სანამ აკრიტიკოს შეხედოს ციფრებს )
რამდენი გულშემატკივარიცაა იმდენი სხვადასხვა აზრი იქნება და აიტანეთ ერთმანეთის პოზიციაა ) აქ კარგად დაწერეს ბიჭებმა რო ადიდასს ლემინას და ასამოას არავინ ჩააცმევს ) ქართველები კი არა ტურინელები აგინებენ , ტიპებმა რო დაინახეს ლემინა შემოდიოდა დიბალას მაგივრად მაშIნ როცა 3-1 თს აგებდა გუნდი და თამაში იყო გასაძლიერებელი სულ მამამია იძახეს და აგინეს ხელმძღვანელობა სრული კრახი რო ქონდათ სატრანსფერო ბაზარზე ცენტრალურ ნახევარმცველებთან მიმართებაში ) ყველას უკეთესი შედეგი გვინდა და არ გვინდა გუნდი ეგრე ფარჩაკდებოდეს ფინალში ყველაფერს თავისი სახელი აქ ზუსტად რო გადარჩაკდა გუნდი )) ვინც ღიზიანდება იმით რო მაროტას აგინებენ მარტივად უნდა გაატაროთ ყოველგვარი მოწოდებების და სტატიების გარეშე )) უაზრობაა იმის ფიქრი რო ვინც აკრიტიკებს ესეიგი იმას არაფერი გაეგებაა ზუსტად ეგ იყო ამ სტატისს მთავარი შინაარსი ))))))))
100%, გამოდის რო გუნდის მტრები ვართ ჩვენ, კრიტიკა ყოველთვის მისაღებია უნდა იყოს , თუ ჯანსაღია, და ჩვენ არა ჟანსაღს არაფერს ვწერთ
რად უნდა მაგას ბევრი კამათი ) წელს გუნდს რო კრახი ქონდა სტრანსფერო ბაზარზე ცენტრალურ ნახევარმცველებთან მიმართებაში მითუმეს მარკიზა ვერ ითამაშებდა სრული დატვირთვით და ჩვეული ფორმით ) ნუთუ ძნელია ეგ დაინახო ? ან აღიარო )
“ამას მოთქმიდის ტირილით ცრემლისა დასაღვაროთა;
კვლა გულსა ეტყვის: “დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა.
არ დავთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა, მითხარ, რა მოვუგვაროთა?
თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა”
კოშტას თუ მოიყვანს, მივესალმები
ვერ გავიგე ტოო რატო იცავთ ამ მაროტას რა ვალები რის ვალები მითუმეტეს ვალებში რო ვიყავით და ამოვდივართ და მეტი ფული გვინდა რო ჩადონ სპონსორებმა ზუსტად მაგის გამო უნდა დაიდოს ტრანსფერები და უძლიერესი შემადგენლობა თუ რისი თქმა გინდა მაგით ვიკინგ 23 წლის ვარ და 73 მდე თუ მივაღწიე მერე ვიზეიმო ნელნელა მოიხოდოს მაროტა ??? მე მაგის დედა რო ვატირე დადოს ტრანსფერი შეკრას გუნდი რომელიც მიაგწევს საწადელს და მილიონები და გამდიდრება მერე ნახე ესე ნელნელა კუს ნაბიჯებით რისი მიგწევა გინდათ ტოოო გამაგებინეთ . ყიდი ვიდალს ყიდი პოგბას იხდი იგუაინში არალეალურ 90 მილიონს რომელიც მართლა დაწუნებულია ბევრის მიერ (კოშტაზე რო მოგაქვთ არ დაწუნებულიაო და თამაშები ვისაც გაქვთ ნანახი მაგას არცერთი არ უნდა ამბობდეთ მე პირადად ძალიან გამიხარდება თუ მოვა კოშტა) გოლი თუ გავუშვიტ პრინციპულ თამაშში ალალად თქვით დავქაჩავთ იმ თამაშს მანჰუ იგუანით იტოგში რა ლოგიკებია მე ვერ ვხვდები და თუ მე ვცდები გამიხარდება )))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
Arc arasdros mogvcems did fuls, arc naiki da arc adidasi. Rinconebi da drakonebi sanam gveyoleba
ნაიკთან ამ ქაჯებმა ისე დაძაბეს ურთიერთობა სასამართლოში გვიჩივლეს საქაჯეთია იმენა სირცხვილია
Aq xalxs ro kitxo magari xelmdzgvaneloba gvyavs, ra logikashi jdeba elementaruli 29 wlis iguainia 94 milionad yidva da 24 wlis pogbas gayidva
exla btucianis advokatebma kargad waikitxet.. nu ggonit ro vinmeze magra giyvart iuve da nu uwunebt gulshematkivrobas. ar mogwons is ro vinme lanzgavs gaparchakebuli finalis mere xelmzgvsnelobas romelmac rinkoni moiyvana da lemina yavs tamashis gasazliereblad? xoda gaatsret da nuravis nu uwunebt gulshematkivrobas.. viking da davit tqvenze nsklebad ar miyvars me eg gundi , icoded gsnsxvavebuli azris mocmenac , yvdlaze didi simdidre titulebia , im brendis dedac vinc adidass chaacmevs rinkons an linminas . nu gikvirt to sxva gundebs ufro kai kontrsktebi aqvt. aravin itxovs aq ararealurs , bevri afsurdia am statiashi kerzod dabegvraze, ubralod mezareba wera da azric ar aqvs. gimeorebt megobrebo nu ggoniat ro vinmeze naklebad gviyvars iuve da meti pativiscema
ბაზარი არაა ვიკინგ შენთან ბოდიში ძმაო მაგრამ ძაან ჭორ ბიურო საიტებიდან დებ ინფოებს ისეთ სტატიებს ეყრდნობი ჩემი მეზობელი სემიჩკას რა გაზეთებშიც ყრის ის უფრო ავტერიტეტული გაზეთია ვიდრე ეგ რაღაცეები )))
ვკითხულობ ამ კომენტარებს და მგონია რომ ფულს გიხდიან ანიელები ვინც მათ იცავთ. ზოგადად გულშემატკივარი აქაც და საზღვარგარეთაც კრიტიკულია სულ ბარსელონამ 4 ლიგა მოიგო ბოლო ატ წელიწადში მარა არავის ევასება მაგათი ხელმძღვანელობა იცით რატომ? თამასა აწიეს მაღლა და მაგიტომ აღარ აკმაყოფილებთ ისეთი წელი როცა ლიგას ვერ იგებენ და მერე ამ გუნდებში ფუნდამენტური ცვლილებები ხდება და ამ ცვლილებებს ლიგები და ევროპული თუ მსოფლიო თასები მოაქვს . ამ თასებს მოაქვს სტატუსიც გუნდის და რა თქმა უნდა სპონსორების ყურადღებაც . ჩვენ რა მოგვწონს ბრუციანის და ანიელის? წაგებული ფინალები? ანიელიმ როცა ბარსასთან წავაგეთ თქვა ეს მხოლოდ საწყისი წერტილიაო გავიდა 2 წელი და ისევ ავაგეთ ანუ 2 წელია ისევ საწყის წერტილში ვართ. რატომ იმიტომ რომ ყიდიან იუვეში ვარსკვლავად ჩაამოყალიბებულ ფეხბურთელებს ზუსტად იმ მომენტში როცა ყველაზე მეტად ჭირდება გუნდს და მოყავთ ზუსტად ისეთი ფეხბურთელები რომლებიც იუვეში თამაშზე ვერც კი ოცნებობდნენ აი რა უნდა მოიგონ მაგათმა? როცა იცავთ ამ ანნიელის და ბრუციანს ის რატო გავიწყდებათ რომ თითოეული გრანდის მიზანია მოიგოს ლიგა ლიგას იგებს მაღალი ხარისხის ფეხბურთელი და იუვენტუსს ყავს მაქსიმუმ 6 ასეთი ფეხბურთელი ყოველთვის როცა ამ 6 ს მეშვიდე ან მერვე ან მეცხრეც ემატება მათ ყიდიან იმიტომ რომ რატომ ?კაცმა არ იცის . მე ჯერა იუვესი ისაც ვიცი რომ იუვეს ბოსები უფრო კარგად ერკვევიან ფეხბურთში ვიდრე მე ან თქვენ . მაგრამ იმდენი ფეხბურთის ცოდნა კი მაქვს რომ პოგბას მაგივრად პიანიჩი არ უნდა მოიყვანო ვიდალის მაგივრად ხედირა და პირლოს მაგივრად რინკონი. ისაც ვიცი რომ 90 მილიონად იგუანზე ბევრად ხარისხიანი ფეხბურთელები უყიდიათ ისაც ვიცი დიბალა თავის ადგილას იმიტომ არ ტამაშობს ასევე მანჯუკიჩიც ასევე პიანიჩიც . ალეგრი რო ტოპ მწვრთნელი არაა და ტოპ მწვრთნელში იმას ვგულისხმობ ერთი ლიგა მაინც რომ ქონდეს მოგებული და გამოცდილება და ტიტულის მოგების გზა იცოდეს . ისეთ ი ფეხბურთელებით ვძლიერდებით რომ 2 წელში კარიერას დაანებებენ თავს და თან დიდ თანხებათ ყიდულობენ მაშინ როცა ამბობენ ფული არ გვაქვსო . საერთოდ ა ლოგიკური ტრანსფერებია . ამდენი წელია ვერც ტაქტიკური სქემა ჩამოაყალიბა ალეგრიმ იმიტო რო ხელმძღვანელობა იმას კი არ ყიდულობს ვინც გუნდის ტაქტიკურ მონახაზს ჭირდება არამედ იმას ვინც დაწუნებულია სხვა გუნდის მიერ. და ამ დომხალში ფორზაიუვეზე შემოსული გულშემატკივარი არაფერ შუაში ვართ მაგის თავი და თავი არის ელკანი ანიელი და ბრუციანი
mec egre mgonia 100%
საინტერესო სტატიაა მაგრამ სტატიის პათოსს მაინც არ ვეთანხმები. ჯერ ერთი გადასახადებს რაც შეეხება საფრანგეთში რო გადასახადებია იტალია ახლოსაც ვერ მივა ამიტომ ეს არაა ზუსტი ინფორმაცია და 7 მილიონის გადახდა არანაირად არ უჯდება 17 მილიონი. მეორეც, ბარსას, რეალის, ბაიერნის და მანჩესტერის სპონსორებზე და მარკეტინგზე როცა ვლაპარაკობთ რეალს და ბარსას იმიტომ უხდიან მაგდენს რომ ვარსკვლავები ყავს, ბევრად უფრო ცნობადი სახეები ვიდრე იუვეს. ლემინას და ასამოას გამო არავინ გადაგიხდის 100 მილიონს. ტუ ვარსკვლავები არ გეყოლება დიდად სპონსორების შემოსავალს ვერასოდეს ვერ გაზრდი. ასევე დიდ როლს თამაშობს პრესტიჟულ ტურნირებში წარმატების მიღწევა (მარტალია ბოლო წლებში ორჯერ გავედით ფინალშიდა უფრო ადრეულ ეტაპზე გავარდნას ჯობია მაგრამ მაინც დამარცხებულები ვართ და ყველას მზერა მაინც გინდა თუ არა გამარჯვებულისკენაა უფრო მეტად მიმართული, იტალიის ჩემპიონატის მდგომარეობა რომ სახარბიელო არაა ყველამ ვიცით და მისი პრესტიჟულობის დონე საკმაოდ დაწეულია დაბლა). თავის მხრივ კიდე თუ ლიგის მოგება გსურს იმაზე ძლიერი ფეხბურტელები უნდა გყავდეს ვიდრე ეხა გვყავს ამას კიდე ცოტა ჯიბეზე უნდა ხელის გაკვრა (თუმცა ჭკვიანურად). უნდა ეცადო შენი გუნდის ლიდერები შეინარჩუნო ნებისმიერ ფასად. მე ვთვლი რომ ვიდალის და პოგბას გაშვებით უძლიერესი ნახევარდაცვა დაანგრიეს. მარტო მაგიტომაა საგინებელი მაროტა. ეხა ვიგაცამ შეილება თქვას მაგათ თვითონ უნდოდათ წასვლაო. შეთავაზე მაგალი ხელფასი და არასდ არ წავიდოდა (ჯიბეზე ხელის გაკვრაში ამასაც ვგულისხმობდი). უნდა მოეშვან ამ ბებერი თავისუფალი აგენტების მოყვანას ყოველ მეორე სეზონში გუნდი თავიდან ასაწყობი რო ხდება. აი ამ ყველაფრის გამოა საგინებელი მაროტა.
კომენტარის პირველ ნაწილში სრულად გეთანხმები, ძირითადად გადასახადების საკითხზე. ძალიან არასწორად წერია აქ, რადგან აშკარად არაა იტალიაში ასეთი ცუდი მდგომარეობა გადასახადების მხრივ, საფრანგეთთან შედარებაც კი სასაცილოა. საფრანგეთის მთავრობა თვითონ ანადგურებს თავისი ქვეყნის ფეხბურთს, ამიტომ ვერ ვითარდებიან პრინცები და შეიხები
მარკეტინგული შემოსავლებიც ზუსტად ტოპ ფეხბურთელების ყოლის პროპორციულია.
მეტს გიხდიან სპონსორებიც და ასევე კომერციულ ტურნირებშიც.
ასე რომ ვინმეს ვერ ყიდვა არა არის იუვეს პრობლემა, უფრო მარკეტინგული გათვლები აქვთ დასაკორექტირებელი და დასაგეგმი უკეთესად ტოპ ფეხბურთელების მოყვანის შემთხვევაში.
როდემდე უნდა ვიყოთ სექონდჰენდი?
სხვათაშორის შესვენების მერე მართლა დაგრუზული გამოვიდა გუნდი, ყველა ერთდოულად როგორ გამოეთიშა თამაშს?
რაღაც მოხდა გასახდელში ალბათ.
ძალიან მაგარი სტატიაა და მეორე ტაიმზე რაც თქვი მგონი ჩემს გულში იჯექი. რომ არ დაიჯერა მის დროზე კი ვნახეთ 2006 წელს რაც მოხდა და იგივეს 1000 ჯერ გაგიმეორებენ თუ გინდა.
ტრანსფერებს რაც შეეხება აქ ცოტა სსხვაგვარადაა საქმე ჩემი აზრით, დამიჯერე მესის (პირობითად ვამბობ) ფეხბურთის საყურებლად უფრო გადაიხდის ტვ ფულს (გულშემატკივარიც) ვიდრე ლემინას . ასე რომ ტრანსფერი აუცილებელია და აუცილებლად ყოველთვის მომგებიანია
ხომ მაგრამ უნდა გადავიდეს ნელ-ნელა გუნდი ისეთ მოქმედებებზე რითაც ავა მაგ გუნდების შემოსავლების დონეზე და იგივე ადიდასი არ გადაუხდის იუვეს 10 ჯერ ნაკლებს ვიდრე სხვას. ბებერი ალვეშის, არაფრით გამორჩეული 30 წლის ნზონზის და ევრას მოსვლა არავის აინტერესებს, ვარსკვლავი რომ მოგყავს რომელსაც მილიონობით “ფანი” ყავს, ცნობადობაც იზრდება და მოთხოვნაც სპონსორების მხრიდან. გიხდიან იმდენს, რამდენიც შენი ნიშანი ღირს. გახდები უფრო ცნობადი და მეტად დაფასდები.
მას თავი გავანებოთ, წელს მაგალითად მეკარეს და დაცვას რომ არ შეეხონ, თუ მაინცდამაინც დი შილიო ან სპინაცოლა და მორჩა(ზედმეტი ინვესტიციების გარეშე). თავდასხმის ხაზში შიკი მოვა(რომელშიც წელს არ იხდიან ფულს იჯარით უპირებენ აყვანას) და მანდაც გავჩერდეთ. ფაქტიურად ამ პოზიციებზე ფული არ იხარჯება. რჩება ნახევარდაცვის ხაზი მარტო, რომელმაც წააგო ფინალი და აშკარად ჭირდება გაძლიერება. 100-120 მილიონის დახარჯვას მაინც ხომ უნდა აპირებდნენ გამომდინარე იქედან, რომ ალეგრი დარჩა და გუნდის გაძლიერების პირობა მიიღო. 2 ნახევარმცველი უეჭველი გვინდა. ხედირას იმედზე ვეღარ იქნები, შარშან კი გაგვიმართლა არ დამტვრეულა მთელი სეზონი, მარა ერთი თუ გაიტრამვა მორჩა. მარკიზიოც ძაან ტრამვიანი გახდა. კაი ეს ნზონზი გასაგებია შავი საქმის გამკეთებლად, ხედირად უნდა რა და მოიყვანონ მარა მაგას თუ ვინმე კრეატიული და კლასსნი ნახევარმცველი არ მოაყოლეს ეგეთ გაძლიერებას რა ვუთხარი. ხამესის და ზოგადად ეგეთი აქტუალური ფეხბურთელების მოყვანა როგორც ჩანს ისევ ოცნების თემად რჩება. აზრი არ აქვს ვითამაშებთ ფინალებს, გაიზრდება შემოსავალი, მოგვემატება სპონსორები თუ სხვა რამე მოხდება, მაინც არ შევდივართ კონკურენციაში სხვა გუნდებთან. უნდა დაველოდოთ რომელი გუნდი იყიდის ასეთ ფეხბურთელს, მერე თავისას რომელიც აღარ უნდა დაუპირებს გაშვებას და აი აქ უნდა ვეძგეროთ ამ გაშვებულ კაცს.
როგორ ფიქრობთ, რატომ უხდის ადიდასი რეალს 5-ჯერ მეტს ვიდრე იუვეს? პასუხი მარტივია იქ ადიდასი ეკიპირება აცვია რონალდუს, ბეილს, კროოსს, ხამესს, მოდრიჩს. ჩვენთან აცვია რინკონს, ლემინას, პიქცას, თუნდაც პიანიჩს და კუადრადოს. ასე რომ თუ ფუკი არ დაიხარჯა ვერასოდეს ვერ მიიღებს იუვე სპონსორისგან დიდ თანხებს
Realobastan miaxloebuli swori logikaa
გასაგებია ეს ყველაფერი და არავის არა აქვს იმის ილუზია, რო რეალის და მანჩესტერის მსგავსი ფინანსები აქვს იუვეს და მე პირადად არც იმას არ მივესალმები, რომც იყოს საშუალება ყოველ წელს ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერების რეკორდი მოხსნან რეალივით, მაგრამ ამ სიტუაციაშიც, მე პირადად უკმაყოფილო ვარ სატრანსფერო პოლიტიკით. დღესდღეობით მაგალითად ამ გუნდს კიდევ უფრო ზრდის და განვითარების პოტენციალი არა აქვს. შემადგენლობას ვგულისხმობ. ყველა ფეხბურთელი დიბალას გარდა არის თავის შესაძლებლობების ზღვარზე უკვე. რასაც ვერ ვიტყოდით შარშანდელ გუნდზე, რომელიც დაიშალა…
და ბოლოს უბრალოდ ფორცა იუვე და ფორცა იტალია !!!

ძალიან მაგარი გუნდი იყო, არის და იქნება იუვე, მიუხედავად ხელოვნურად თუ ბუნებრივად შექმნილი პრობლემებისა და როცა გუნდს არ გამოსდის რაიმე გავამხნევოთ შეძლებისდაგვარად და როცა ვიგებთ ვიზეიმოთ ერთად, გვაერთიანდეთ რეალურად იუვეს ტიფოზები ქართულ ოფიციალურ ფანკლუბში და დავტკბეთ ჩვენი საყვარელუ კლუბის თამაშით და თავგადასავლებით !!!
Anonimurebo saxeli dairqvitttttttt ra pontia mase ireva mere gezarebat?tu dznelia?is gaviget ro registracia dzaan rtulia da dagleli proceduraaa
mara velshi mainc chaweret to rame
იუვეს ყველა ქართველ ტიფოზს დიდი პატივისცემა ჩემგან და წარმატებები, მაგრამ უკაცრავად და ქართველი ფეხბურთის მესვეურის ან/და გულშემატკივრის სალაპარაკო და ჭკუის დასარიგებელი, არც იუვეს ბოსობას არაფერი აქვს და არც რომელიმე კლუბის ხელმძღვანელობას დიდი ქვეყნების სიიდან, თუნდაც მეორე და მესამე დივიზიონის, რატომ? იმიტომ რომ ჩვენს ფეხბურთის მესვეურებზე უფრო კარგად იცინა თავიანთი საქმე, საყვარელი გუნდის გულშემატკივრობაში და პატივისცემაში გვჯობნიან და ყველანაირად ჩვენზე წინ არიან. ჩვენ კი პირველ რიგში ჩენს ქართულ ფეხბურთს მივხედოთ და პატივი ვცეთ და მეორე რიგში ვისწავლოთ როგორ უნდა საყვარელი უცხოური კლუბის თუ ნაკრების მხარდაჭერა ზედმეტობების გარეშე !!!
ძალიან საინტერესო კომენტარები იწერება, ძალიან…
ბევრის კომენტარებიდან ირკვევა, რომ არათუ იტალიური ფეხბურთის ავან-ჩავანი, საერთოდ იუვეს სტრუქტურა და კლუბი როგორ არის მოწყობილი, არ იციან. ანიელი ფულს ჯიბეში იდებს
მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ქართველება ქომაგობა არ ვიცით. გუნდის ქომაგობა, ჩვენ მარტო გამარჯვებას ვბალელშიკობთ. ყველაფერში!
ბევრის ლოგიკით გულშემატკივარი მარტო ბარსას, რეალს, ბაიერნს და მხოლოდ წარმატებულ გუნდებს უნდა ჰყავდეს.
და გამარჯვებულებს რატომ? საიდან გაქვს ეგეთი აზრი ჩმოაყალიბებული? იუვენტუს ვბალეშიკობ მაგალითად 97 იდან და მის მერე 5 ფინალს ვუყურე მარტო წაგებულს…
თემა ის არის რომ ადრე სხვა ხარისხის ტრანსფერები იყოდ ა ეხლა სხვა და ამით იმედიც არ არის მოგების და წელსაც გაგვიამრთლა ფინალში რომ გავედით საერთოდ…
და ეს ქართველებზე ხელის შეწმენდა რა არის? :))))
გგონია არაქართველები სხვანაირად ფიქრობენ და ამართლებენ ხელმძღცავენოლბას? ძაან შემცდარხარ