სიტუაცია ბენტანკურთან და ორსოლინისთან დაკავშირებით ასე გამოიყურება..
სხვა სატრანსფერო თემებთან ერთად იუვეს ქომაგებს ორი ნიჭიერი ახალგაზრდა ბედიც ადარდებს:
საუბარი იტალიელ რიკარდო ორსოლინიზე და ურუგვაელ როდრიგო ბენტანკურზეა..
აპენინელი ფლანგელის შემთხვევაში სიტუაცია ასე გამოიყურება: რიკარდო გუნდს ამერიკულ ტურნეში მიყვება და თუ მოახერხებს ალეგრის დარწმუნებას, რომ ორსოლინი ბიანკონერისთვის მნიშვნელოვანი კადრია, მაშინ კარიერას მისი ხელმძღვანელობით გააგრძელებს.. თუ მაქსი ჩათვლის, რომ რიკისთვის კიდევ ერთი სეზონი არენდით გამოცდილების მისაღებად უკეთესია, მაშინ მას ბოლონია გაიფორმებს..
ბენტანკურზე სიტუაცია ოდნავ სხვაგვარად გამოიყურება.. ნახევარმცველი ბოკას რიგებშია და არგენტინელები ჩემპონობისთვის იბრძვიან.. შესაბამისად ისინი როდრიგოს მაქსიმალურად გამოიყენებენ.. ტურინში გადაბარგების შემდეგ კი ალეგრის გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.. გაუშვას ფეხბურთელი სამპდორიაში ერთი სეზონით, თუ იუვეში დაიტოვოს..
უნდა დაიტოვონ,გადახედონ ბარსას,რეალს,ახალგაზრდები ყავთ და როცა შანსი ეძლევათ თამაშობენ,თითქმის ყველა თამაშში,ნელა ნელა უნდა შაჩვიონ იუვეში,რა ბოლონია,ლემინას და რინკონის შემოყვანას ზამენაზე ეს ბიჩები არ ჯობია
ორივე უნდა დავიტოვოთ