ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რაიოლას დონარუმას გადაყვანა იუვეში სურს..

საინტერესო ვითარდება მოვლენები ჯიჯი დონარუმას თავს:

მიუხედავად იმისა, რომ რაიოლას მადრიდის რეალთან პრინციპული შეთანხმება მიღწეული ჰქონდა, პოპულარული აგენტი საკუთარი კლიენტის გადაყვანას ტურინში გეგმავს..

სიტუაცია ახალგაზრდა კარის დარაჯთან მაშინ აირია, როდესაც მან მილანელებთან ახალი კონტრაქტის გაფორმება არ ისურვა..

როსონერი თავის მხრივ არ გეგმავს მის გასხვისებას.. მათ სრულებითაც არ ანაღვლებთ ის ფაქტი, რომ ერთი წლის შემდეგ უფასოდ მოუწევთ დონარუმასთან დამშვიდობება..

სხვადასხვა წყაროს მტკიცებით იუვემ ჯიჯის წლიურად 6.5 მილიონი ევრო შესთავაზა.. საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ რაიოლა და მისი კლიენტი, რომელიც ამ ეტაპზე იტალიური პრესის რისხვის მთავარი ფიგურაა..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ოქროს ერთი წელი იქნება ამისთვის ბუფონთან ერთი სეზონის გატარება!

მილანელი123
მილანელი123
7 years ago

ჯერ ის არ მჯერა იუვემ 6,5 შეთავაზა ხელფასი მეორე კიდე თუ წავა რეალში წავა და მესამე იოჰონგ ლიმ თუ პრინციპულობა ბოლომდე შეინარჩუნა ამას ამ ერთ წელში უბრალოდ ფსიქიურად შეშლიან. და მეოთხე ეს თუ იუვეში გადმოვიდა ომი გარდაუვალია მილანს და იუვეს შორის. ბარსა-რეალი მოგონება იქნება

kaxaber chantladze
7 years ago

თქვენი არ ვიცი მაგრამ მე სულ მკიდია ვინ რას იტყვის.ძალიან მგარი იქნება თუ ჩვენთან მოვა.ბუფონის მერე მაგარი და თანაც ასეთი ახალგაზრდა კიპერი გვიჭირდება.ასე რომ გირჩევთ დაიკიდოთ სხვების აზრი ოღონდ ჩვენი გუნდი იყოს კარგად.

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

გაასწორებს მაგრად :lool: თუ დაინახავს პოტენციალს გუნდში და ტიტულებსაც თუ მოიგებს არსად არ წავა დამერწმუნეთ. გენში აქვს იუვეს საუკეთესო კიპერის ყოლა და უნდა გაგრძელდეს ეს ტრადიცია ნებისმიერ ფასად

jjj jjj
7 years ago

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე არ მინდა ეს იუვეში!!! :no ამან გამზრდელი გუნდი არ დააფასა და იუბეს დააფასებს?! პოგბასავით აღმოჩნდება და მერე ეძახეთ იტალიელიაო!

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

კარგია

alex-97
ჯუზეპე მაროტიანი
7 years ago

ოპააა

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x