ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რაიოლა:”ჩვენ გვაიძულეს ამ გადაწყვეტილების მიღება”

ჯანლუიჯი დონარუმას გარშემო მითქმა მოთქმა არ წყდება.. ამ ყველაფერს მეტი დრამატულობა მინო რაიოლას გუშინდელმა პრესსკონფერენციამაც შემატა:

“გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ განპირობებული იყო არა მატერიალური ან სპორტული, არამედ იმ განწყობის გამო რომელიც დონარუმას მიმართ არსებობდა.. მასსზე შეუჩერებლივ ხორციელდებოდა ზეწოლა.. და ეს არ ეხებოდა უბრალოდ უთამაშებლობით დაშინებას.. მუქარა ფიზიკურ ლიკვიდაციას ეხებოდა..

ჩვენ არ გვსურდა ასეთი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე სხვა გზა არ დაგვიტოვეს.. როდესაც მთავარი ოფისის წინ დონარუმას მიმართ უაზრო ბანერებია გამოკრული და ბევრი მტრულად განწყობილი ტიფოზი, მაშინ კლუბის ხელმძღვანელობა ამ ყოველივეზე შესაბამისად უნდა რეაგირებდეს.. მათგან ასეთი ნაბიჯი ჩვენ ნამდვილად არ გვინახავს.

ახლა კი რეალური რისკის ქვეშაა, რომ ერთი წელი გაუცდეს.. არადა ეს ყველაფერი წარმოუდგენლად მეჩვენება, მის საშემსრულებლო ოსტატობას თუ გავითვალისწინებთ.

არასოდეს არ გვისაუბრია ფულზე ან გამოსასყიდ თანხაზე.. როდესაც საუბარი ამ თემაზე მიდის, გამოდის რომ კონტრაქტის 95%-ი უკვე შეთანხმებული გაქვს.. ჩვენ კი აქამდეც არ მიგვიშვეს!

ჯანლუიჯი მზად იყო ხელი მოეწერა ახალ კონტრაქტზე.. იგი სხვა თემებზე არც კი ფიქრობდა, მაგრამ.. როგორც უკვე გითხარით ასეთი გადაწყვეტილების მიღება მათ გვაიძულეს!

იუვენტუსი ან პსჟ? იუვეს, რეალს ჯერ კიდევ მაშინ შეეძლოთ მისი გაფორმება, როდესაც დონარუმა 14 წლის იყო.. მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ გარანტიას ვიძლევი ჯანლუიჯი მილანს უფასოდ არ დატოვებს. ვითხოვ უბრალოდ, რომ ყველაფერი თანდათანობით გაკეთდეს..

შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ და სრული სერიოზულობით ვაცხადებ, რომ მილანმა დონარუმა თავად დაკარგა! ჩემმა კლიენტმა გულახდილად მითხრა, რომ არ აპირებდა ისეთ ადამიანებთან კონტრაქტის გახანგრძლივებას, რომლებიც მას და მის ოჯახს ემუქრებოდნენ!

ფასონესთან პრობლემა არ მაქვს, მაგრამ როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები ასეთი ჩიხიდან არ ვიცი.. აი მირაბელი კი საერთოდ სხვა ტიპის ადამიანია და მასთან საერთო ენას ვერაფერში გამოვნახავ! საერთოდ იგი იმ ტიპის ადამიანების რიცხვში შედის, რომლებიც წარმატებას “დაშინებით” აღწევენ..”

იტალიური მედიის მტკიცებით მილანმა დონარუმას წლიურად 5 მილიონი და ბონუსები შესთავაზა.. არის ვარაუდი რომ ეს გადაწყვეტილება ფინანსური ასპექტიდან გამომდინარე მართლაც არ არის..

სხვათაშორის ტერორი ოჯახის მისამართით მართლაც არსებობს.. დონარუმას ახლო ნათევასი მილანში ერთ-ერთი ტორტის მაღაზიის მფლობელია, რომელსაც ბოლო ხანებში სოციალურ ქსელში ნამდვილი ომი გაუჩაღეს.. შეფასება 1 და კომენტარები:“არ გაეკაროთ შიგნით ტარაკნები არიან” და მსგავსი რამ.. რაც ბუნებრივია მის ბიზნეს დაღს სერიოზულად ასვავს..

სხვა მხრივ რაიოლას განცხადებამ შესაძლოა იტალიელი სამართალდამცავების სერიოზული ჩართულობა გამოიწვიოს, რადგან აგენტმა მილანის ხელმძღვანელობის მისამართით სერიოზული ბრალდებები წამოაყენა:“ისინი მის ოჯახს ატერორებდნენ!”

ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატზე დანიის ნაკრების წინააღმდეგ, ტიფოზერიამ დონარუმას მიმართ დამცინავ რეპლიკებს არ მოერიდა.. ბანერები და ამასთანავე მისი კარის მიმართულებით გასროლილი ყალბი ფული..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

25 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბექა
ბექა
7 years ago

გადაშენდა რაიოლას თავი. ფული უნდა იშოვოს როგორც პოგბაზე იშოვა. საერთოდ მაგის კლიენტი გუნდში არაა გასაჩერებელი. იმ ბავშვს რას ერჩიან რაიოლას თავებია ყველგან

kaxaber chantladze
7 years ago

საერთოდ სხვა გუნდის გულშემატკივრებმა დაანებეთ ჩვენ საიტზე კომეტარების წერას,რაღაც სისულელეების ლაპარაკს და ჩვენი ნერვების მოშლას თავი. წადით ბიძია და თქვენ საიტზე წერეთ და იკითხეთ რემდენიც გინდათ.საიტის ადმინისტრაციას მივმართავ თხოვნით,შევქმნათ ისეთი მექანიზმი რომ ამათ არ ქონდეთ ჩვენ საიტზე წერის საშუალება და ჩვენი ნევების მოშლა.ახლი ამბები იკითხონ რამდენიც უნდათ.

ვილლი მილან
ვილლი მილან
7 years ago

მე ჩემდათავად გავედი…
ყოველთვის ვცდილობდი ზრდილობის ფარგლებში მეწერა და თუ ვინმეს ვაწყენინე მაპატიეთ..

ბოდიში შეწუხებისთვის

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ერთადერთდი გამოსავალი ავტორიზაციიას აღდგენაა მე ვეღარ დავწერ კომენტარს რადგან ვერ ვრეგისტრირდები მარა არა უჰავს სულ აქ ვიქნები რასც იუვეს საიტი ჰქვია და იუვეს ოჯახი

7 years ago

რადგან მილანის ფანები ასე აქტიურობენ, მე დაგიწერთ ჩემს პროგნოზს და სეზონის ბოლოს ვნახოთ:
ჩინელები შემოყრიან ფეხბურთელებს და ბევრს გაუშვებენ. შედეგს რო ვერ დადებენ ისევ გაყრიან ნახევარს და მოიყვანენ ბევრ ახალს. მონტელას ვაბშე სეზონის მიმდინარეობისას გააგდებენ. და გექნებათ დეჟა ვუ ყოველ წელს. სეზონის დასაწყისში ძაან ბედნიერები იქნებით ტრანსფერებით და სეზონის ბოლოს შედეგით დამწუხრებული.

ვილლი მილან
ვილლი მილან
7 years ago
Reply to 

დაე მოხდეს რაც მოსახდენია

ვილლი მილან
ვილლი მილან
7 years ago

ქაჯი არა ისა კიდე ძაან გამჭვირვალეები იყვნენ ფასონე მირაბელის დუეტი, თაიდავე თქვეს ღიად და ნაცვლად მათი პოზიცია… ხუთი ლომონი და კაპიტნის სამკლაურის პერსპექტივა თუ დაძალება და დაჩოჩმორიკებაა 5 წლის განმავლობაში მაშინ მე ვერ ვყოფილვარ კარგად და რაიოლას რას ვერჩი ეს რაიოლა არ იყოს თავიდანვე გულსწრფელი და გულახდილი და არ გამოუხატავ თავისი პოზიცია რადგან დროის გაყვანა უნდოდა მაგრამ მაგაზე ვერ წამოაგებდა ვერც ფასონეს და ვერც მირაბელის… ან მაფიაზე რო ლაპარაკობს და მირაბელის შანტაჟს აბრალებს რაღაცა არგუმენტი უნდა წარადგინოს თუნდაც ტელეფონის ზვანოკის ჩანაწერი თორე აქეთ რო აპირებდა აბსურდისთვის სასამართლოშI ჩივილს იქეთ შეიძLება ცილისწამებისთვის დააყუდონ მაგრამ მირაბელი ნამდვილად არაა ის კაცი რაიოლას ნაჩერჩეტალს… Read more »

ვილლი მილან
ვილლი მილან
7 years ago

აუ რაიოლა რა გნიდა ტიპია უნამუსო ვიყო გაუნდის გაყიდვის მერე ფასონე გამოვიდა და თქვა: “სამ ივლისამდე უნდა შევკრათ გუნდის ძირითადი ბირთვი, ხოლო აგვისტოს ბოლომდე ისე ვიზამთ რომ მონტელას სამი გუნდი ყავდეს და სამივე მაღალი დონის მოთამაშეებით დაკომპლექტებული” შემდეგ გამოვიდა და თქვა რომ ვისაც კონტრაქტი ეწურება მომავალი წლისთვის ის ჩვენი მომავალზე გათვლილი პროექტის ნაწილი ვერ იქნებაო. ესეც მოისმინა რაიოლამ მაგრამ დროის გაყვანა უნდოდა რად უნდა ამას ორი აზრი.. გამოვიდა გუშIნ ფასონე და თქვა აგვისტოს შუა რიცხვებში გვეტყოდა უარს თუ ახლა მაგას რა მნიშვნელობა ქონდაო? აგვისტოში ტრანსფერებზე უფრო მეტი წვალებაც დაჭირდებოდა ამ სიკო რაიოლას გამო… მერე გადაწევდა კონტრაქტს ნოემბერშI მერე კიდე რაღაცას… Read more »

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ალვეშმა სად იგონებთ ასეტებსო გაატრაკა.დდ…..http://goal.ge/news/69843-dani-alveshi-iuventusis-datovebaze-am-mdzgobas-nu-mivrcelebt.html

lasha dvalishvili
7 years ago

Dagupa axalgazda bichi auria goneba an deda moot xuti milioni xelpasi mag sakshi zalian bevria. Es ver naxulobda albat did xeirs da magitom.

7 years ago

რაიოლა რა გნიდაცაა კარგად იცის მთელმა მსოფლიომ, თუმცა თავისი საქმის პროფესიონალი როა ამას ვერვინ დაუკარგავს. მილანს ისეთი ქაჯი ხელმძღვანელობა ყავს, რომ მალდინიმაც კი არ ისურვა მათთან თანამშრომლობა. მაგათგან არაფერია გასაკვირი. ტყუილა აქვთ მილანის ფანებს შემდეგი სეზონის იმედი. მარტო ფეხბურთელების პაჩკებად ყიდვა არ ნიშნავს გუნდის აშენებას და გაძლიერებას. ჩინელების იმედზე ჩემი მტერი იქნა. :)

მილან
მილან
7 years ago
Reply to 

საღოლ რაა მილანს ყავს ქაჯი ხელმძღვანელობა. მაროტას და ანიელის რო შეაგინებ შენ თითონ მერე გაგახსენებ. როგორ ფიქრობ იუვეში დალაგებული სიტუაცია არიი?

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

თუ სიმართლე გაინტრესბს იტალიურ კლუბეს თავიდან ბოლომდე მაფია მართას და იმაზე დავა ვის ჰყავს კარგი უფროსი ის სასიცილოა ძან რა სამწუხაროდ დღეს იტალიურ ყველა კლუბს მაფია მართასვ

მილან
მილან
7 years ago
Reply to  Dutch

და თქვენ არ აგინებთ ხოლმე მარტო ფულს ჭამენ და ძონძებით ლიგა არ იგებაოო. აქ უმეტესიბა აგინებს და მართლებიც არიან. ძონძებით და დუგლასებით ლიგა არ იგება ძმაო არა გულით ვიძახი ამას არანაირი იუვეს მიმართ ღვარძლი არ მაქ. მილანს თავი გაანებე ინტერმა რო ლიგა მოიგო გაიხსენე რა სასტავი ყავდა. ჯერ მარტო სნეიდერი ყველა ახლანდელ იუვეს ნახევარს ჯობია. იუვეს ყავს ფულით გაუმაძღარი ხალხი ესაა მწარე სიმართლე

ანონიმური
ანონიმური
7 years ago
Reply to  Dutch

სატრანსფერო ბაზარი ვიგულისხმე არ იხარჯება კარგი ფული სუპერ მოთამაჰეებზე ვერ აძლიერებენ გუნდს სათანოდ თუ ვცდები ძალიან კარგი ამას მომავალი აჩვენბს ისე ალეგრი რასაც აკეთებს ამ გუნდით იმას მაურინიოც ვერ გააკეთებს თუმცა არავის ვაკრიტიკებ რადგან ზედიზედ მოგებული სკუდეტო ლიგის ფინალი და მომავლის იმედით კიდე დაველოდები ტიტულებს მე ამ გუნდისაც მჯერა რომც არ დაიმატონ არავი ნ

7 years ago

მე საკუთარ გუნდს და ხელმძღვანელიბას არასდროს არ ვაგინებ, ბევრისგან განსხვავებით. იუვესავით რო გქონსეთ დალაგებული სიტუაცია იოცნებეთ მაგაზე. მალდინის კითხე როგორი ხელმძღვანელობა ყავს მილანს. იმ მალდინის რომელსაც გამოსამშვიდობებელ მატჩზე უსტვენდით მილანის ფანები.

მილან
მილან
7 years ago
Reply to 

და ჯიგარო მალდინის სართოდ მუშაობა არუნდა ეგ არ გაგიგიაა? სადმე სხვა გუნდში წავიდა და მილანი დაიკიდა თუ რის თქმა გინდა .

7 years ago

წაიკითხე მაშინ მალდინის ინტერვიუ. ტიპმა თქვა ჩემი გული მილანს ეკუთვნისო და ყველაფერს გავაკეთებ რო ძველი დიდება დავუბრუნოო, მაგრამ ამ ხელმძღვანელობის გეგმები საერთოდ ვერ გავიგე რას აპირებენო.

მილან
მილან
7 years ago
Reply to 

ეგ თავიდან თქვა და ახლახანს რო ინფერვიუ ქონდა ნახეე. მშვენივრად მუშაობენ ახალი მმართველებიო

7 years ago

აბა რას იტყვის? აზრზე არ არიანო? შენ რისიც გინდა გჯეროდეს მარტო იმას ხედავ ძმაო.

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ხოდა წამოდი რა ჯანდაბა გინდა მაგ არაეულ გარემეჰო არც ჩვენთანაა ჯერ ბოლომდე დალეგებული გარემო მარა მაგას მემგონი მაინც ჯობია

| Newsphere by AF themes.
25
0
Would love your thoughts, please comment.x