პრიმავერას ახალი მწვრთნელი ჰყავს
იუვენტუსის ახალგაზრდულ გუნდს ადესანდრო დალ კანტო ჩაიბარებს…
ტურინის იუვენტუსის ოფიციალური საიტის ცნობით პრიმავერას(U19) 2 წლიანი ვადით ალესანდრო დალ კანტო უხელმძღვანელებს.
დალ კანტო, ისე როგორც მისი წინამორბედი ფაბიო გროსო, რომელიც ამიერიდან სერია ბ-ს ბინადარი ბარის მთავარი მწვრთნელი იქნება, იუვენტუსის ექს მოთამაშეა. კანტომ საფეხბურთო სამყაროს თავი ვენეციასა და ვიჩენცაში თამაშით დაამახსოვრა, სადაც კარიერა 2009 წელს დაასრულა.
42 წლის სპეციალისტი კარიერის დასრულების დღიდან სამწვრთნელო საქმიანობაში ჩაება. დალ კანტოს ბოლო კლუბი ემპოლის პრიმავერა გახლდათ. მას ასევე უმუშავია იტალიის 17 წლამდელთა ნაკრებშიც.
მე რაც ვუყურე პრიმავერას თამაშებს ხარისხი არ უვარგოდათ… ფინალში თუნდაც რომა როგორ გვაჯდა თავზე… ვნახოდ ბარში როგორ განვითარდება, ყველაზე მაგრად კარერა მომწონს, წელს სპარტაკი მაგრად ათამაშა ტაქტიკურად
იმედია გროსოსგანაც კონტესავით ტოპ დონის მწვრთნელი დადგება და ალეგრის წასვლის შემთხვევაში იუვეს ჩაიბარებს